შენ ეტყობა საზღვარგარეთ ძირითადად ქალაქებს ათვალიერებ

მე პირადად ადამიანებთან ურთიერთობაც მომწონს სხვა დანარჩენთან ერთად

მომწონს ის როგორ აზროვნებენ.
პატივს სცემენ ერთმანეთს. შენ ამ ყველაფერს მაგ კუთხით უყურებ რაც ჩამოთვალე. მე კიდევ მაგ ყველაფერს სხვანაირად ვხედავ.
მე არ მინდა რაიმე მიჭირდეს, მინდა კარგად ვიყო და კიდევ უფრო კარგად, ხან კარგ ,,პალასაზე" ვიყო და ხან უბრალოდ კარგად ვიყო.
მეგობარი ყველგან შეიძლება გყავდეს , მაგრამ შენი თავის იმედი უნდა გქონდეს და არა ძმაკაცის ან დაქალის.
სიყვარული რა სიყვარული? რომელს გულისხმობ?
რა დამცირება გსიამოვნებს? ფეხზე ეკიდო ვიღაცას არა ეგ ნიშნავს რომ შენს საქმეში არ ჩაერიონ და არ შეგაწუხონ

მე ცივილიზაციის მომხრე ვარ და ჩემთვის ქართული დამოკიდებულება არაა ცივილური.
არაა ცუდი რომ არ მოგწონს. არაა საჭირო ყველა წავიდეს საქართველოდან.
პირადად მე არც ამერიკაში არ ვიცხოვრებდი . ქვეყანაა სადაც ყველანაირი ადამიანი ცხოვრობს. კულტურული, ცივილური ურთიერთობები და განათლებული საზოგადოება მხოლოდ ზოგიერთ უბნებშია
და იქ როდის მიგასუნინებენ ღმერთმა იცის.
ვიცხოვრებდი ევროპაში არჩევანზე რომ იყოს, მაგრამ ამერიკაში ცხოვრება საქართველოში ცხოვრებას ნამდვილად მირჩევნია იმიტომ რომ სEსაძლებლობების ქვეყანაა .
არ მჭირდება ისეთი ქვეყანა და სახელმწიფო, სადაც ჩემს შესაძლებლობებს ვერ ვიყენებ და რომელიც მორალურად ვერ დამიცავს, რომელიც სანაგვედ და ოფლის სუნად არის ქცეული და მანქანების გამონაბოლქვის სუნად. სადაც მონასავით ვიმუშავებ დილიდან საღამომდე , შაბათსაც, ხან სახლიდან და არავინ გადამიხდის შესაბამისად.
და არც ეგ მიზანი მაქვს , ჩავიდე შტატებში , გავაკეთო ლეგალიზება და საჭმელს რომ შევჭამ და გამოსაგზავნი ფული მექნება მარტო მაგით ვიყო კმაყოფილი. არა!
ეს არის შანსი, რომ გააკეთო იქ ის რისი გაკეთებაც აქ ვერ შეძელი . გქონდეს ის რაც აქ გაკლდა. ვისთვისაც ეს ტანსაცმელი და საჭმელი იყო დანაკლისი ხო მაშინვე იღებენ.
სხვებს მეტი ძალისხმევა სჭირდებათ. შეიძლება არც გამოგივიდეს , მაგრამ იმითაც კმაყოფილი იქნები რომ ცადე და იბრძოლე რაღაცისთვის.
თუარადა მაშინ იყავი საქართველოში ჭამე ხინკალი და ასე დაასრულე , რომ დაბერდები. მარტო საფლავის ქვაზე დარჩება სახელი გვარი . კაცია ადამიანი ? წაკითხული თუ გაქვთ ეგაა ქართველი კაცის ყოველდღიური ცხოვრება და მე არ მინდა მასე მოვკვდე