მე რომ გავედი, 100 % ვიცოდი რომ მომცემდნენ ვიზას...
არც ვინმესთვის მიკითხავს რჩევა ან შემივსებინებია აპლიკაცია, არც ამ თემაში შემომიხედავს (საბედნიეროდ არც ვიცოდი თუ იყო), არც ანგარიშზე დამიდია რამე...
დავგუგლე ამერიკის საკონსულო, წავიკთხე ინფორმაცია, რას ითხოვდნენ და რას არა, შევავსე აპლიკაცია და მივედი...
ჩემი შვილი უნდა დაბადებულიყო დღე-დღეზე შტატებში და რო ვერ ამეღო ვიზა, ვერ ვნახავდი სანამ თვითონ არ ჩამოვიდოდა აქ...
1%-ითაც არ დამიშვია რომ შეიძლება არ მოეცათ...
ეგ ამბავი არ მითქვამს რა თქმა უნდა კონსულისთვის, მართალია მე არ ვაპირებდი დასარჩენად წასვლას, მაგრამ შეიძლება ეფიქრა ეგრე...
ვერც გადაამოწმებდა ვერანაირად...
ხო და რო მომცა დასტური ვიზაზე, 3-4 საათში დამირეკა ჩემი შვილის დედამ რომ ბავშვი დაიბადა

ვიზა უკვე მქონდა

მანამდე რომ დაბადებულიყო, შეიძლება მენერვიულა, არ ვიცი...
Mens sana in corpore sano...