ძალიან ბევრი ინფორმაციაა ეგ, ერთი პოსტის თემა არაა

სტუდენტური მხრიდან გაცილებით მეტ ინფორმაციას ვფლობ და კარგი იქნება თუ ცოტა მეტ ინფორმაციას დაწერ შენზე, ბლომად წერას დამიზოგავს ყველა ვარიანტს რომ არ შევეხო.
სკოლაში ხარ? სტუდენტი ხარ? დამთავრებული გაქვს უნივერსტიტები საქართველოში?
ასევე ჩემი ინფოა 4-5 წლის, შეიძლება მცირე ცვლილებები შეტანილია.
ზოგადი გზა ასეთია: გაგზავნე საბუთები უნივერსიტეტებში (საბუთები იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა სტატუსი გაქვს შენ ამ მხრივ)
სადმე მიგიღებენ, შეიტან საელჩოში სასწავლო ვიზაზე საბუთებს, უნივერსიტეტის მოწვევით.
გჭირდება ფული. 8K€/ერთი წლისთვის ანგარიშზე ან ვინმეს ოფიციალური თავდები გერმანიიდან, ვისაც საკმარისი შემოსავალი აქვს, რომ ფინანსურ მხარდაჭერას გაგიწევს.
თუ პირდაპირ პირველ კურსზე დაჯდომა გინდა გერმანიაში, ან სტუდენტი უნდა იყო მინ. მესამე სემესტრში საქართველოში ან დამთავრებული გქონდეს (მარტო საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს აღიარებდნენ როგორც მახსოვს, ამაზე ცოტა დაბნეული ვიყავი მეთვითონ და თავს ვერ დავდებ ახლა როგორაა). + გერმანულის გამოცდა უნდა ჩააბარო დაახლოებით B2 დონის.
ასევე აქვთ უნივერსიტეტებს Studienkolleg პროგრამა. აქ პირდაპირ სკოლის ატესტატით შეგიძლია შეტანა საბუთების. გერმანული მინიმალურია საჭირო(A2 თუ არ ვცდები), 1-2 უნი 0-იდანაც იღებდნენ.
ანუ აქ ასე ვთქვათ გერმანულ აბიტურს დაამთავრებ 1 წელიწადში + გერმანულს ისწავლი უნივერსიტეტისათვის (ზემოთხსენებულ B2ს) და მერე დაჯდები პირველ სემესტრში.