ALLIGATOR1რასაც გკითხავენ გაეცი კონკრეტული პასუხი, არც მეტი არც ნაკლები.
ერთხელ რიგის აეროპორტში ჩემ წინ იდგა ქალი, ქართველი, ეკითხებიან ვიზიტის მიზანიო და ეს პასუხებს თქვენი კოლეგა ვარო, რას ნიშნავს ჩვენი კოლეგაო, თბილისის აეროპორტში ვმუშაობო, მესაზღვრემ მაგას არ გეკითხებით ეგ არ გვაინტერესებსო
დიდი ხანი უკირკიტეს და მერე შეუშვეს.
ვიზიტის მიზანს რო გკითხავენ უპასუხეთ გამართულად, ლოგიკურად და არგუმენტირებულად.
რო შეგეკითხებიან ბილეთი თუ გაქვთ და უკან როდის ბრუნდებითო, აუცილებლად გქონდეს (ხელზე გეკავოს) უკან დასაბრუნებელი ბილეთის ამობეჭდილი ვარიანტი, ან მობილურში სქრინი რო უცბად აჩვენო.