#58065747 · 28 Jun 2021, 21:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხომ არ იცით პიროვნება, ვისაც შეუძლია მისდიოს დოკუმენტალურად წინა სანებართვო საქმეს? ყოველ განცხადებაზე ხან რას ითხოვენ და ხან რას. მინდა ადამიანი ვინც მიყვება ამ საფეხურებს და ყველაფერს გააკეთებს.
იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს გზის შეყვანასთან დაკავშირებით, უნდა წარმოადგინოთ ტოპო.გეგმა საპროექტო გზის განთავსების სქემითა და ნუმერაციის მიხედვით მწვანე ნარგავების აღნიშვნით. თუ საპროექტო არეალში ყვება მცენარეები უნდა წარმოადგინოთ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია მწვანე ნარგავების ჭრის/გადარგვის აუცილებლობის შესახებ და უფლებამოსილი პირის (ექსპერტი) მიერ გაცემული ჭრის აღრიცხვის მასალები (დადგენილების დანართის N2 მიხედვით), მცენარეების ამსახველი (ფერადი) ფოტომასალა და ასევე ინფორმაცია წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ. აქვე გაცნობებთ, რომ სამსახური მწვანე ნარგავის გადარგვას ანიჭებს უპირატესობას, მოჭრასთან მიმართებით. მწვანე ნარგავების გადარგვის აუცილებლობის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნა, სადაც დადასტურებული იქნება მცენარის ხარისხობრივი მდგომარეობა და გადარგვის შესაძლებლობა. დამატებით მოგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის მიზნით, შესაძლოა, შემდგომში დაგეკისროთ სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენა.
|