ერთი კვირის უკან ვიყავი ნაცნობ სტომატოლოგიურ კლინიკაში,მაგრამ უცნობ ექიმთან.(ვისთანაც დავდიოდი ის წავიდა საქართველოდან)
დაპლომბილი კბილიდან პლომბი ამოვარდა და გატყდა.საჭირო იყო არხების გახსნა,ახლიდან დაპლომბვა და კედლების ამოშენება.
ექიმმა სინჯის გარეშე ანესთეზიას არ გავაკეთებო,(არადა ასე 15ჯერ მაინც მაქვს ანესთეზია გაკეთებული,იგივე კლინიკაშიც და იგივე პრეპარატითაც)მომცა მიმართვა იმუნოლოგიის და ალერგოლოგიის ცენტრში (ეს შეიძლება პირიქით ჰქვიათ)
კეთილი,დავეთხოვე სამსახურიდან ნახევარი საათი გზა (წასვლა-მოსვლა) 1სთ. ექიმთან შესვლა,რიგი და ა.შ. ,მაგრამ ცუდად გავთვალე
ამ ცენტრში მითხრეს სინჯის გაკეთებიდან მინიმუმ 2,5 საათი აქ უნდა იყო რომ დაგაკვირდეთო,თან 30 ლარი ღირს.წამოვედი გაცეცხლებული.
ადრე მახსოვს მაჯაზე გაკაწრავდნენ კანს,დააწვეთებდნენ წამალს და 15-20წთ.საკმარისი იყო იმის გასაგებად გქონდა თუ არა რეაქცია,არსად არ გაგზავნიდნენ,თვითონ
სტომატოლოგიურ კლინიკებშივე აკეთებდნენ ამას.არც 30 ლარი ღირდა.
დღეს რასაც ჰქვია წამება ეგ ჩამიტარა ამ ვირისთავმა სტომატოლოგმა,თვითონ ღიღინებდა, 1სთ. და 40 წუთი გავუძელი ამ მატრიცების ჩადგმას (ასე ეძახდა),კედლების ამოყვანას,ფსკერის და ღრძილის დამუშავებას, მაგრამ როცა კბილს მთელი ძალით დააწვა,მანდ მიღალატა ნერვებმა
კარგი,ერთხელ გავიკეთებ ამ სინჯს,მაგრამ მეუბნებიან 6 თვე აქვს მხოლოდ ვადა და მერე თუ დამჭირდება ახლიდან უნდა გავიკეთო.
ეს რამე ახალი წესია?? თქვენთან როგორ ხდება?