საერთაშორისო სტუდენტ სტომატოლოგთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს voluntary work ეს არის განვითარებად ქვეყნებში მოხალისედ მუშაობა მაღალ კურსელი სტომატოლოგების, რეზიდენტების და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვისაც. პროგრამაში მონაწილე სტუდენტი იხდის თავის გზის ფულს და მის ცხოვრებასთან და მუშაობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს პროგრამა (უნივერსიტეტი, ჯანდაცვა... ვინც ახორციელებს). სტუდენტის დაინტერესება არის ის დიდი პრაქტიკული გამოცდილე-
-ბა განსაკუთრებით ქირურგიაში) რასაც ის მიიღებს მუშაობის დროს. ეს ძალიან ზოგადად რაც შემეძლო მეთქვა, თითოეულ ქვეყანას და პროგრამას თავისი პირობები აქვს და დაინტერესების შემთხვევაში გაგაცნობთ.
ეს პროექტი IADS სიახლეს არ წარმოადგენს, წევრ ქვეყნებში მასში მონაწილეობაზე 3 ჯერ მეტი მოთხოვნილებაა ვიდრე თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობ გაცვლით პროგრამებზე.
ქართველი სტუდენტებისათვის მასში მონაწილეობა არასოდეს შემითავაზებია, იქედან გამომდინარე რომ მსურველები არ იქნებოდნენ (რისკფაქტორების გამო რომელიც განვითარებად ქვეყანაში ცხოვრებას შეიძლება თან ახლდეს).
Mid-Year Meeting 2007 შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტე ხელი შეუწყო ამ პროგრამის განვითარებას საქართველოში, შეხვედრაზე აფსოლიტურად ყველა დელეგატი ძალიან დიდ ინტერეს გამოხატავდა ამ პროექტის მიმართ. თუკი ევროპელ სტუდენტებში ის 3ჯერ მეტ დაინტერესებას იწვევს ვიდრე გავცლითი პროგრამა (შეხვედრაზე კონკრეტული ციფრები იქნა მოყვანილი) რატომ არ შეიძლება ქართველ სტუდენტებსაც ჰქონდეთ სურვილი მასში მონაწილეობის.
http://www.iads-web.9x.pl/voluntary.php აქ შეგიძლიათ პროგრამების ნახვა
დაინტერესების შემთხვევაში ჩემს კოორდინატებს ამთემაში არაერთხელ ნახავთ.
გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი ამ პროექტის და ჩვენი სტუდენტების მასში მონაწილეობის შესახებ.
...............................
რაც შეეხება გაცვლებს:
ბუდაპეშტი - 1 თავისუფალი ადგილი. ივლისში 2 კვირა
პრაღა - 1, სავარაუდოდ ივნისში 2 კვირა
გაცვლებზე დამიკავშირდით არაუგვიანეს10 დღისა