qetishotiko იმპლანტატი გაქვთ მხედველობაში? კი მაგრამ რა შეჭამა მასეთი? ექიმმა რეკომენდაციები არ მისცა? ვფიქრობ აუცილებლად მისცემდა და თუ მან ეს რეკომენდაციები უგულებელყო ძალიან ცუდი.
სიმართლე გითხრათ ძალიან იშვიათი შემთხვევაა, ვფიქრობ იმპლანტის გარშემო ძვლის მასამ სრულფასოვანი აღდგენა ვერ მოასწრო და პაციენტმა ექიმის დარიგება შესაბამისად არ გააცნობიერა.
იგივე ტექნიკით ჩასმული იმპლანტის გარშემო ანთებითი პროცესები, დაჩირქება და ა.შ. ეს უკვე ორგანიზმთან შეუთავსებლობის სიმპტომებია მაგრამ ეს თავიდანვე მოხდებოდა, საკითხავია სად მდებარეობს ეგ მეორე იმპლანტატი გვერდი-გვერდ თუ არიან მაშინ პოსტტრავმატიული გართულებაა და მიზეზიც ეგაა, სხვა შემთხვევაში ორგანიზმთან შეუთავსებლობა თავიდანვე მოხდებოდა.
სამწუხარო შემთხვევაა მაგრამ სასაცილო ამბავს მოგიყვებით ერთ ჩემ პაციენტზე მიახლოებით 1992 წელია:
წარმოიდგინეთ 2,20 მ. სიმაღლის აფრიკელი 25 წლის ახალგაზრდა, ისეთი შავი-შავი რომ, ღამე არ ჩანს ტიპი და თან არც ერთი კბილი არ აქვს მთელი, ყველა კბილი არის ჩამომტვრეული, ისეთი შტაბეჭდილება მრჩება რომ არმატურის გადაკვნეტას ცდილობდა, ამ დროს ტიპი ისეთი წყნარი, დინჯი და მომთმენია გაგიკვირდება. ვეკითხები: რა მოგივიდა რა დღეში გაქვს კბილები, და რა გინდა რითი გიშველო მეთქი, ყველა კბილის ჩასმა მინდა სახლში მივდივარ და ცოლი უნდა მოვიყვანოო, აღმოჩნდა რომ უგანდის ერთ-ერთი ტომის ბლადის შვილია და მეორე ტომის ბელადის შვილი უნდა მოეყვანა ცოლად, OK მეთქი, არაა პრობლემა სხვა საშველი ამ შენი კბილიბის მაინც არ არსებობს და აბა მითხარი ასე დამტვრეული რატომ გაქვს მეთქი კბილები, მითხრა რომ სამშობლოში ერთ-ერთი ტრადიციული კერძი მზადდება ძვლიანი ხორცით ანუ თითქმის ძვლებით და ამ ძვლების კვნეტა და ჭამა ითვლება აუცილებელ ძაან ვაჟკაცობათ და რადგან ის ტომის ბელადის შვილი იყო, ვალდებული იყო ყველასთვის ეჯობა ან სირცხვილი ეჭამა

OK მეთქი რა გაეწყობა, ერთ თვეში მკურნალობა + პროტეზირება მოვამთავრეთ და 28 გაბრდღვიალებული მეტალოკერამიკის კბილით გავუშვი გასაბედნიერებლად. სასტიკად გავაფრთხილე, შედეგები ავუხსენი და პირობა ჩამოვართვი რომ იმ ვაჟკაცურ კერძს მეტს აღარ გაეკარებოდა.
1-2 თვის შემდეგ კაბინეტში შემოიტუზა და რას ხედავს ჩემი თვალები, მეტალის კარკასები ადგილზეა, კერამიკა ჩამოფშვნილ-ჩამომტვრეული, მორცხვად იღიმება და თავს იმართლებს: აბა სირცხვილს ხომ არ ვჭამდი საკუთარ ქორწილშიო....

ეგ თქვენი მეგობარი უგანდაში ხომ არ იყო ტურისტად?
"If one tried to describe Georgia using one single word, the right word would definitely be hospitality.”
John Steinbeck