ანანასი (Ananas) — ტროპიკული ბალახოვან მცენარეთა გვარი ბრომელიისებრთა ოჯახისა. 80 სმ-მდე სიგრძის ხორცოვანი, ფართოხაზური, კიდეეკლებიანი ფოთოლი და ოქროსფერ-ყვითელი, გირჩისებრი მოზრდილი ნაყოფედი აქვს. ტროპიკულ ამერიკაში ანანასის 5-6 სახეობა ხარობს. განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული
ნამდვილი ანანასი (Ananas comosus ანუ Ananas sativus). ანანასის კულტურული ჯიშების მომჟავო-ტკბილი არომატული ნაყოფედი 2-იდან 15 კგ-მდე იწონის, უთესლოა, შეიცავს (%-ებით): 86,1 წყალს, 4,5 ინვერსირებულ შაქარს, 6,9 საქაროზას, 0,41 აზოტოვან ნივთიერებას, 0,52 მჟავებს, 0,42 ნაცარს. იჭმევა ნედლიცა და დაკონსერვებულიც. მისგან აკეთებენ მურაბას, კანფეტს. ფილიპინის კუნძულებსა და ტაივანზე
Ananas sativus-ის ფოთლებისაგან ამზადებენ სართავ ბოჭკოს.
სახეობები:Ananas ananassoides
Ananas bracteatus
Ananas comosus
Ananas fritzmuelleri Camargo
Ananas lucidus
Ananas monstrosus
Ananas nanus
Ananas parguazensis Camargo
Ananas sagenaria ![user posted image](http://i022.radikal.ru/1302/b2/209172ff9159.jpg)
![user posted image](http://s017.radikal.ru/i441/1302/be/50e8e2c1e63d.jpg)
როგორ გავახაროთ ანანასი სახლში ეს საკმაოდ მარტივია და ნუ შეგაშინებთ ნურც თქვენი და ნურც სხვების განცდილი მარცხი ამ საკითხში. ბევრი კითხულობს ინფორმაციას უცხოური საიტებიდან და პირდაპირ იღებს ამ რჩევებს, ამდენად გაითვალისწინეთ რამოდენიმე ქვევით მოყვანილი რჩევა:
1 საქართველოში იმპორტირებული ეს ხილი ჩვენთან დიდ დროს ატარებს ჯერ სპეციალურ კონტეინერებში მინუს ტემპერატურაზე და შემდეგ დახლებზე, ამდენად ის ძირითადად სიცოცხლისუუნაროა და ზამთარში მისი შეძენა და გახარების შანსი ფაქტიურად 0-ის ტოლია, ანანსს კარგად ეტყობა მოყინვის ნიშნები ფოთლებზე, ჯერ ის მუქი ლაქებით ეფარება, დროთა განმავლობაში კი ხმება მისი ცენტრი კი ლპება და ამ დროს მძაფრ სუნსაც იგრძნნობთ.
უმჯობესია ანანასი გვიან გაზაფხულზე შეიძინოთ ან ივლისი, აგვისტოს თვეებში, ამავე დროს ეცადეთ ის ე.წ პირველი ხელიდან პირდაპირ გაუხსნელი ყუთიდან მოხვდეს თქვენთან ამის 2 მიზეზი არსებობს ჯერ რომ საჭირო ნაწილი უკეთ იქნება შენახული და დაუზიანებელი და მეორეც ასე უფრო მეტი არჩევანის საშუალება მოგეცემათ.
2 ანანასს ყოველთვის ახლავს ქოჩრის არეში კაპრონის ძაფით დამაგრებული ქაღალდი რომელზედაც დატანებულია ანანასის მწარმოებელის ლოგო ქვეყანა და ა.შ
![user posted image](http://i074.radikal.ru/1401/84/b676979d9fdc.jpg)
იმ შემთხვევაში თუ იგი არ ჩანს ე.ი ის მოგლეჯილია და სად გაიარა ამ ძაფმა რთული გასარკვევია ეს კი მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც, თუ აღნიშნული ძაფით დაზიანებულია ქოჩრის გული და ღრმად არის იქ გავლილი, დიდი ალბათობით ის ლპობას დაიწყებს და მისი გახარება შეუძლებელი იქნება. ამიტომ ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი რომელსაც ხსენებული ძაფით მხოლოდ გარე 3-4 ფოთოლი ექნება მაქსიმუმ დაზიანებული.
3 ჩვეულებრივ ანანასი სიმწიფისას მუქ მოყვითალო ფერს იღებს როგორც ეს ქვევით მოყვანილ ფოტოზეა, თუმცა ქართველი მყიდველი გაუთვიცნობიერებელია და მწვანე უმწიფარ ნაყოფს ყიდულობს ხშირად ამიტომ ბაზრებზე ძირითადად ასეთი ნაყოფი სჭარბობს.
![user posted image](http://i020.radikal.ru/1401/72/3fb9203da5a6.jpg)
გემურ თვისებებს, რომ თავი გავანებოთ ასეთ ნაყოფს ქოჩრის ფოთლებქვეშ არ აქვს ან ნაკლებად აქვს განვითარებული საჭირო ფესვები რომლებიც მის გასახარებლად გამოგვადგებოდა, ამდენად სასურველია შერჩეული ანანასი ზომიერად მაინც იყოს მწიფე.
4 კარგად დააკვირდით ანანასს ფოთლებზე, ჩახედეთ სიღრმეში თუ შუა ნაწილში ფოთლები არ აქვს ან ადვილად მოძრაობს ეს ასევე სიდამპლის ნიშანია, გასახარებელი ანანასის ქოჩორი ხასხასა მწვანე ზემოთა მხრიდან და ოდნავ მონაცრისფრო უნდა იყოს ქვემო ნაწილში, ხოლო ფოთლების განლაგება მაქსიმალურად ვერტიკალური და მყარად უნდა იყოს ჩამჯდარი.
5 ანანის დაფესვიანება შეიძლება წყალშიც თუმცა ჩემი გამოცდილებიდან ამის მეტი შანსი გრუნტშია, ნაყოფს მოვაცილოთ ქოჩორი(რაც შეიძლება ქვევით)
![user posted image](http://www.picz.ge/img/s2/1508/4/0/0070af6a53b0.jpg)
ქოჩრის ქვემო ნაწილში თუ ფოთლებს გადავწევთ შეიძლება შვამჩნიოთ დახვეული პატარა ფესვები რომლებიც მომავალში გაღვივდება ამიტომ შეეცდაეთ ნუ დააზიანებთ მათ
![user posted image](http://www.picz.ge/img/s4/1508/4/f/fe8928e57b4a.jpg)
ფრთხილად შემოვაცალოთ და გავაშიშვლოთ ეს ნაწილი ფოთლებისგან და გამოვაშროთ 2-3 დღის მანძილზე ბნელ მშრალ ადგილზე (ნუ შეგეშინდებათ თუ გახმობას დაიწყებს ფოთლები)
![user posted image](http://www.picz.ge/img/s3/1508/4/9/97b6a6a89a6e.jpg)
მოვამზადოთ მიწა ამისათვის გამოდგება გადამწვარი ნაკელი სპეც მიწა ყვავილებისთვის(ან კაქტუსებისთვის) აუცილებელია შევურიოთ 1/3 ზე აგროპერლიტი ანანას დასაწყისისთვის არ უდა გამოუშრეს მიწა თუმცა ჭარბი ტენიანობა მას ადვილად ალპობს
![user posted image](http://www.picz.ge/img/s2/1508/4/c/c6f307618c4b.jpg)
და მოვათავსოთ კარგად განათებულ ადგილზე წერენ რომ ანანას ამ დროს პირდაპირი მის სხივები არ უნდა მოხვდეს თუმცა ჩემი პრაქტიკიდან რაც უფრო კარგად გამოშრება ქოჩორი მით უფრო კარგად ღვივდება ფესვები, მორწყეთ მხოლოდ ფესვების ირგვლივ არავითარ შემთხვევაში არ ჩაასხათ ქოჩორში ვიდრე მცენარე არ დაიწყებს გაღვივბას ამის შემდეგ კი უკვე შეიძლება.
დაახლოებით 7-8 კვრის მანძილზე მცენარე უნდა გაღვივდეს.
This post has been edited by M-A-S-E-R-A-T-I on 8 Aug 2015, 00:05