უცნაურის რა მოგახსენოთ, მაგრამ საინტერესო მგონი არის



პაპუა-ახალი გვინეის ცხოველებიდან აბორიგენების ცხოვრებაში ყველაზე დიდ როლს სამოთხის ფრინველები ასრულებენ, თუმცა, არა როგორც საკვები (იმის მიუხედავად, რომ მათი ხორცი იჭმევა), არამედ როგორც საუცხოო ბუმბულის წყარო, რომლითაც მკვიდრი მცხოვრები თავს იმშვნებენ. ბუმბული ხაზს უსმევს თითოეულის დიდგვაროვნებას და ამაგლებს ახალგარდების თვალებში. ამიტომ აბორიგენები ხშირად ცდილობენ ევროპელებისგან დაჭერილი ფრინველების გამოსყიდვას, რისთვისაც ფულს არ იშურებენ.

თუმცა არამარტო აბორიგენები აფასებენ სამოთხის ფრინველების უჩვეულო სილამაზის მქონე ბუმბულს - ხანგრძლივი დროის განმავლობაში ის ევროპელების სანატრელი საგანიც იყო, რომლის არსებობის შესახებ ადამიანობა უკვე 4 საუკუნეა იცის, აი ფრინველებს კი 1 საუკუნის უკან გაეცნენ.
როგორ გაიგეს ამ ფრინველების შესახებ ევროპელებმა?
1552 წლის 8 სექტემბერს სევილიას პორტში მოვიდა გემი ”ვიქტორია” - ნამდვილი გემი-მოჩვენება. მთელ მსოფლიოს ის დიდი ხნის დაღუპული ეგონა; ეს იყო მთელი ფლოტილიიდან ერთადერთი გადარჩენილი გემი, რომელიც 3 წლის წინ მაგელანთან ერთად მსოფლიოს ოკეანეებში გავიდა. სხვადასხვა იშვიათობებთან ერთად ამ გემის მეზღვაურეებმა ჩამოიტანეს ფრინველების ტყავები არაჩვეულებრივად ნაზი, წვრილი, ჭრელი ბუმბულით. სებასტიან ელ-კანოს (”ვიქტორიის” კაპიტანი) თქმით, მან ისინი მოლუკის კუნძულების სულტანისგან საჩუქრად მიიღო. მაგრამ თვითონ ფრინველები ერთ-ერთ უცნობ სამხრეთ კუნძულზე ბინადრობდნენ. ტყავები კარგად შენახულები იყვნენ, მაგრამ ესპანელების გასაკვირვად მათ ფეხები არ ჰქონდათ! მართალია, რამოდენიმე წლის შედმეგ მაგელანის ექსპედიციის ერთერთმა მონაწილემ დაწერა, რომ სამოთხის ფრინველებს აქვთ ადამიანის ხელის გულის სიგრძის ფეხები, მაგრამ მას არავინ დაუჯერა. მათი არგუმენტი ჰოლანდიელების მიერ ჩამოტანილი უფეხო ნაკლავები იყო. ჩათვალეს, რომ არისტოტელემ იჩქარა, როცა უარყო უფეხო ფრინველების არსებობა. მეტიც, შუა საუკუნეების ცნობილმა მათემატიკოსმა და ექიმმა ჯერონიმო კორდანომ შემდეგნაირად აღწერა სამოთხის ფრინველების ცხოვრება:
”მათ სულაც არ სჭირდებათ ფეხები, რადგან ისინი მუდამ იმყოფებიან ჰაერის ზედა ფენებში. მამალს ზურგზე აქვს ჩაღრმავება, რომელიც ზუსტად ემთხვევა დედლის ჩაღრმავებას მუცელზე. ამ ჩაღრმავებების შეთავსებით, ვიღებთ მზა ბუდეს, სადაც მშობლები დებენ კვერცხს. მამალს კუდზე 3 წვრილი და მაგარი ”ძაფი” აქვს, რომლის
მეშვეობით იგი დედალს კრუხობის პერიოდზე მტკიცედ ზურგზე ამაგრებს. ამ დროს ფრინველები ფართოდ ძლიან კუდებს და ფრთებს, რაც ჰაერში ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე ლევიტაციას ხელს უწყობს. სავარაუდოდ, გარდა ცის ნამისა სხვა არაფრით იკვებებიან.”რა თქმა უნდა ეს იყო ლამაზი ”ზღაპარი”, თუმცა ხალხმა დაიჯერა და მაშინაც სჯეროდა, როდესაც ავტორიტეტულმა ჰოლანდიელმა მეცნიერებმა გამოკვლევის შემდეგ განაცხადეს, რომ ეს უბრალოდ აბსურდი იყო. და მხოლოდ მე-XVII-ე საუკუნეში ხალხმა ნახა ნამდვილი სამოთხის ფრინველების ფიტულები, რა თქმა უნდა ფეხებით.

))
იმ დროის ბუნების მკვლევარები ნებისმიერი ხერხით ცდილობდნენ პაპუა-ახალ გვინეაზე მოხვედრას და ამ ფრინველების ბუნებრივ პირობებში ნახვას. შემდგომ საუკუნეებში ამ მიზნის მისაღწევად არაერთმა მეცნიერმა იმსხვერპლა თავი: ზოგი გარდაიცვალა ეპიდემიისგან, ზოგი აბორიგენების ისრებს ქვეშ მოჰყვა და ა.შ.
პირველი ადამიანი, ვისაც ფორტუნამ გაუღიმა, იყო ფრანგი მეაფთიაქე რენე ლესონი. მან კუნძულზე 13 დღე გაატარა და ამ დროის განმავლობაში თვალი ადევნა სამოთხის ფრინველებს ბუნებრივ პირობებში, ადგილობრივი ხალხისგან გაიგო თუ როგორ იჭერენ მათ. შემდეგში ფრანგმა აღწერა ფრინველების სიმღერები, საქორწინო ცეკვები და სხვა დამახასიათებელი ჩვეულებები.
იმ დროიდან მოყოლებული ამ ფრინველების 40 სახეობაზე მეტი იქნა აღწერილი - ბოლო 1938 წელს.
მაგალითად მკვიდრი მოსახლეობის თავსაბურავების უმეტესობას ამშვენებს
პრინცესა სტეფანიას ასტრაპიას (Astrapia stephaniae) კუდის შავი გრძელი ბუმბული.

დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა საქორწინო ცეკვები. სამოთხის ფრინველების მამლები დედლებთან შედარებოთ გაცილებით მკვეთრად არიან შეფერილნი. თავიდან მეცნიერებს დედლები სხვა ფრინველების სახეობა ეგონათ. მაგრამ დავუბრუნდეთ საქორწინო რიტუალებს. დედალის მიზიდვა და მოწონება საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესი ყოფილა. ბევრი რომ არ ვწერო და კითხით არ დაგღალოთ, გთავაზობთ ამ ვიდეოს ყურებას: