გაოცებული დავრჩი, ის რეაქციები რაც ზემოთ იყო მოყვანილი და რომელსაც ყველა ამ ძაღლის მფლობელი წაწყდომია მასთან ურთიერთობისას, მე მხოლოდ ამ ძაღლების ჯიუტობად მიმაჩნდა და აქ როგორც წერენ ეს ძაღლი თურმე მოაზროვნეა
ესეც საკმაოდ საინტერესო სტატიაა:
http://qartuli-nagazi.ucoz.com/publ/8-1-0-60"სპორტული წვრთნის მთავარი პრინციპია - „სათამაშო აგრესია - დაჭერა“. კავკასიური ნაგაზის შემთხვევაში კი ეს არ ჭრის. ის უბრალოდ არ აგყვებათ თამაშში - არ ითამაშებს. მათი ცხოვრების ციკლი მარტივი და საიმედოა: ენერგიის დაგროვება, ხანმოკლე, მაგრამ თავდაუზოგავი ჩხუბი - ენერგიის დაგროვება. ენერგიის სირბილში, ყეფაში და „სათამაშოს დაპყრობაში“ დახარჯვა მათთვის არ ყოფილა შექმნილი. მისი ცხოვრების სტილი -დახარჯოს მთელი ძალა და ენერგია რამდენიმე წამში მომხვდურ მტაცებელთან სასიკვდილო ბრძოლაში, ათასწლეულების მანძილზე არ შეცვლილა; მას ჩამოუყალიბდა უნიკალური ხასიათი: სიზანტე, გულგრილობა ფლეგმატურობის ზღვარზე, როცა ყველაფერი წესრიგშია და სწრაფრი რეაქციები, რომლებსაც ანალოგი არ აქვთ ძაღლთა სამყაროში - როდესაც მტრის მოახლოებას გრძნობს. აღელვებიდან დაწყნარებამდე „ჩამოსვლა“ წამის მეათედებში ხდება, თუმცა ის ამას არ აკეთებს წინდაუხედავად - ერთბაშად არ დუნდება - მხოლოდ მას შემდეგ წყნარდება და „ეშვება“, როცა ამის შესაძლებლობას გრძნობს. ეს კი მის უმაღლეს ინტელექტზე მიუთითებს. ამას დავუმატოთ თავისუფლების სიყვარული და შეუპოვრობა. ახლა კი წარმოვიდგინოთ ძაღლების მწვრთნელი, რომელიც 8-10 თვის კავკასიურის ლეკვის წინ დახტის გორგოლაჭებით, ჭრელი ნაჭრებით, ჯოხით ან სათამაშოთი."
"კავკასიური მხოლოდ მაშინ თამაშობს, თუ თვითონ აქვს ამის სურვილი. მისი თამაში აყოლიება მწვრთნელის ძალდატანებით - შეუძლებელია.
და მესამე - მას უცხო ადამიანებთან თამაშის არანაირი სურვილი არ აქვს."
"თუ კავკასიური არის მწვრთნელის მორჩილი წვრთნისას, ხელები და ფეხები ტვინისგან დამოუკიდებლად მოძრაობს. ამ შემთხვევაში შედეგი თითქმის იგივეა, რაც პირველ შემთხვევაში. პირველ ჯერზე, ის იჯერებს რომ მის წინ მდგომი ადამიანი მტერია (მას ამას მწვრთნელი შთააგონებს) და ეცემა მას სახელოებზე. მაგრამ მესამე ან მეოთხე ჯერზე ის უკვე უარზეა შეასრულოს თავისი „სამუშაო“ შემდეგი მიზეზების გამო:
- ეს იდიოტია და არა მტერი;
- ამ იდიოტს რაღაცა აცვია ტანზე - რატომ უნდა ვღეჭო ის? "
"მალე, ახალი მწვრთნელიც დაიღლება უშედეგობით და კავკასიური ეზოში ან ბინაში აღმოჩნდება დაბრუნებული საწვრთნელი მოედნიდან ახალი სტატუსით
- ყველანაირი საქმისათვის გამოუსედაგარი ძაღლი, და ჯიში... "
"ნურასდროს მოთხოვთ კავკასიურს გააკეთოს დამღლელი სამუშაო ან განუწყვეტლივ აკეთოს ერთი და იგივე ბრძანების გამეორების შესაბამისად."
"შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბრძანებების შესრულება არ ნიშნავს იმას, რომ ის გემორჩილებათ. მან შეიძლება შეასრულოს თქვენი ბრძანება „დაჯექ!“ მაგრამ ამასთანავე თუ მის საკვების ჯამს მიუახლოვდებით, შეიძლება დაგასახიჩროთ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან არ გაქვთ ურყევი კავშირი დამყარებული"
"ლეკვის სახლში მოყვანის პირველივე წუთებიდან უნდა დაამყაროთ სწორი ურთიერთობა მასთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაიქვემდებაროთ ძაღლი და იყოთ მისი ლიდერი, მისი ხროვის მეთაური - მოსიყვარულე და თბილი, მაგრამ ძლიერი და შეუბრალებელი, როცა საქმე მის მიერ ჩადენილ არასწორ მოქმედებას ეხება."
"არ დაგავიწყდეთ, რომ კავკასიურს ერთის მხრივ ძალიან დაბალი ტკივილის ბარიერი აქვს, ხოლო მეორეს მხრივ, თანდაყოლილი თვისება აქვს, რომ მკაფიოდ გამოხატოს მისი ხროვის წინამძღოლისადმი პატივისცემა და მორჩილება."
"თუ ლეკვი ჩაგებღაუჭათ ხელზე თქვენ კი მის მოსაგერიებლად არცთუ ძლიერად მოარტყით ხელი და მან „კივილი“ დაიწყო - არ დაიჯეროთ რომ თქვენ მას რამე დაუზიანეთ, ან ისე ატკინეთ, რომ მართლაც „საკივლელი“ იყო. ეს მხოლოდ უბრალო თავის მოჩვენებაა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა სცადოთ ჩადენილის გამოსწორება"
"გახსოვდეთ, რომ კავკასიური ნაგაზი დაუფიქრებლად ასრულებს ბრძანებებს, რომელიც ეხება მის სამუშაოს. მისი სამუშაო კი ერთია - დაცვა."
"ბევრ კინოლოგს გამოუთქვამს თავისი მოსაზრება, რომ კავკასიურის, მართლაც ბრწყინვალე მცველის სისხლში, ურევია როტვეილერის, დობერმანის, ამერიკული სტაფ. ტერიერის სისხლი, რომლებიც ასევე ბრწყინვალე მცველები არიან, თუმცა კავკასიურთან შედარებით, მხოლოდ საშუალო დონის მცველებად თუ შეგვიძლია მივიჩნიოთ. "
"აქ კი კიდევ ერთხელ ვლინდება კავკასიურის მაღალი ინტელექტი - ის წინააღმდეგია დატოვოს ტერიტორია დაუცველი; სწორად ხვდება როდის არის საჭირო გაქცევა (რაც იმაზე მეტყველებს, რომ ძალების განსაზღვრა შეუძლია და ტყუილ-უბრალოდ თავს არ შეაკლავს მოწინააღმდეგე(ებ)ს). მაგრამ ეს თვისება არ მოქმედებს დასაცaვ ტერიტორიაზე. ის იქ სიკვდილამდე, ბოლო წვეთამდე იბრძოლებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი დანებება ფაქტიურად წარმოუდგენელია."
"აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კავკასიური ნაგაზი მტრად არ მიიჩნევს, და შესაბამისად არც ებრძვის მასზე სუსტ ძაღლებს. მაშასადამე, კიდევ ერთი დამატებითი წესი: მოწინააღმდეგე აუცილებლად უნდა მოძრაობდეს მისი მიმართულებით, თუნდაც პასიურად. ხოლო კავკასიურის თვისება „ტერიტორიის საზღვრებამდე დევნა“ უნდა ამოქმედდეს მაშინ, როცა მტერი ტერიტორიას ტოვებს. "
"კავკასიური ყოველთვის თვალებში უყურებს მოწინააღმდეგეს. ეს მტრისთვის უსიამოვნო ფაქტორია: მან არ იცის როდის და სად დაესხმება თავს ძაღლი.
თუ სხვა ძაღლები ამ შემთხვევაში „ჩააფრინდებიან“ შეთავაზებულ ნაწილს (ჩვენ შემთხვევაში - მკლავს) და ადგილზე „დაამუშავებენ“, კავკასიური ჩაეჭიდება მას მისი თეთრი, ძლიერი კბილებით და მისკენ წათრევას შეეცდება, სადაც მხოლოდ თვითონ იცის რას უზამს მას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ დროს ის კვლავ თვალებში უყურებს მტერს."
"კავკასიური ყოველთვის „იპარავს“ სივრცეს. ეს ნიშნავს, რომ ის იყენებს შესატევად კარგი მომენტის არჩევის ტაქტიკას. ის მტერს თავის ტერიტორიაზე მოჩვენებითი სიმშვიდით შეიტყუებს, და შემდეგ „ფეთქდება“!"
"მოწინააღმდეგის ჩავლების შემდეგ, კავკასიური ყოველთვის იტოვებს შესაძლებლობას ახალი შეტევის წამოსაწყებად. მოდით დავიწყოთ შემდეგი ფაქტით: კავკასიური ყოველთვის ცდილობს, რომ შეტევა მიმართოს მოწინააღმდეგის (ადამიანის) სახისკენ ან ყელისკენ. მაგრამ სხეულის რომელიმე ნაწილის დასახიჩრებისა, გარდა ზემოთ ხსენებული ორისა, ის ძლიერი ბიძგით აგდებს მოწინააღმდეგეს მიწაზე, და სხვადასხვა ადგილებში ელვის სისწრაფით კბენს. ეს არის იმის მიზეზი, რომ კავკასიურის ნაკბენი ასე განსხვავდება სხვა „შემტევი ძაღლების“ ნაკბენისაგან. თუმცა თუ კავკასიურმა მიაღწია სახეს ან ყელს, ის კბილებს ბოლომდე ასობს."
"კავკასიური ნაგაზი ჩხუბობს შეუბრალებლად და ყურადღებით, სწრაფად და ზუსტად რეაგირებს მტრის მოქმედებებზე. რას აკეთებენ ე.წ. ვესტერნის სკოლები ძაღლების დუელისთვის მოსამზადებლად? - ასწავლიან ძაღლებს შებოჭვას. თუ მოწინააღმდეგე ურტყამს? - შებოჭვა. ყველა შემთხვევაში - შებოჭვა! ასე იყვნენ „დარიგებულნი“ გერმანელი მწვრთნელები."
"ჩვენთვის, სხვა რამეა მნიშვნელოვანი: ცხოვრებამ და ბუნებამ კავკასიურ მთის ძაღლს თვითონ ასწავლეს სწრაფი, მაგრამ წინდახედული ტაქტიკა ბრძოლისთვის. ტაქტიკა, რომელიც ეხმარება კავკასიურს დაიტოვოს შესაძლებლობა ყველაზე მოწყვლად ადგილას იერიშის მიტანისთვის."
"კავკასიური უნდა იწვრთნებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას, მის მფლობელ-ლიდერთან ურყევი, მტკიცე კავშირი აქვს გაბმული და გათავისებული აქვს, რომ მისი მფლობელი, მისი ლიდერიც, ხროვის წინამძღოლიცაა.
კავკასიური ნაგაზის მცველად გაწვრთნა დაფუძნებული უნდა იყოს აგრესიაზე მაქსიმალურად რეალურ პირობებში. "
"ბრძოლის წარმართვის ტაქტიკა, მდგომარეობს იმაში, რომ ის მუშაობს „კოხტად“ და ბოლომდე: „იპარავს“ დისტანციას და არღვევს ბარიერს. ირჩევს რა შესატევად შესაფერის მომენტს, ის ფეთქდება და ცდილობს რომ ოპონენტი (ადამიანი) დააგდოს.
თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ კავკასიური ნაგაზის ეს თვისება თანდაყოლილია, ყველა მცდელობა, ამ ძაღლის ჯოხით და თამაშით გაწვრთნისა, დანაშაულია ჯიშის წინაშე. " * * *
giorguna22