საერთოდ გირჩევნია სახლთან ახლოს რომ იყოს, ვიდზეც ნორმალური რომ იყოს.
ისე ვიცი ქალაქში რამდნეიმე კლინიკებს აქებენ: ზოოპარკის ტერიტორიაზე რომ არის და ნუცუბიძის ქუჩაზე (ბოლოსკენ).
სადღაც თემაც უნდა იყოს მაგის თაობაზე ფორუმზე.
მე პირადათ მთაწმინდაზე ვცხოვრობ, და აქვე დამყავს სახლთან ახლოს.
* * *
რა მაინტერესებს, რითი ახდენთ თვენი ძაღლების ტრანსპორტირებას?
ბაგაჟნიკში რომ ჩავსვა, მაგის მერე ბეწვებს ვერ მოვაშორებ მანქანას.
აქამდე პარკს ვუფენდი ხოლმე, მაგრამ ეს მოუხერხებელია, იმიტომ რომ პარკი იხევა და მაგის დამაგრება საკმაოდ ძნელია.
ინტერნეტში ვნახე სპეციალური რეზინის დასაფენები რომლებიც იდება ბაგაჟნიკში და გადმოსაწევიც აქვს ბამპერის დასაცავად, როდესაც ძაღლი ხტება მანქანაში.
მაგრამ ასეთი რამე აქ არა მგონია რომ ვიშოვო სადმე, და რომც იშოვებოდეს საკმაოდ ძვირი ეღირება.
თუ გაქვთ ვინმეს რამე მოსაზრება მაგ თემაზე, იქნება დაწეროთ.
შეიძლება ვინმეს აქვს უკვე მოფიქრებული რამე.
აი ასეთი რამ:
* * *
სად ხართ კავკასიური ნაგაზების პატრონებო?

არავის არ დაყავს ძაღლი მანქანით?
This post has been edited by Macho on 8 Mar 2011, 17:22