ეჰჰ ესეა წუთისოფელი,,

სამი წელიწადი იმეფა კაკო ტრაკომ თავის სამფლობელოში, სამი წელი იჟღურტულა და გვეძმაკაცა ყველას. სამი წლის მანძილზე ყოველი დილა იწყებოდა მისი ჭყიპინით და ლაპარაკით: ,,კაკო ბიჭოო კაკო ტრაკო მოდი გაკოცო კაკო კაი ბიჭია კაკო ტრაკოოოოო ტრრ ტრრრ"
ყოველ საღამოს ოჯახის უფროსი რო მოდიოდა სახლში აჭიკჭიკდებოდა ხოლმე ყვირილით : " გოჩაა გოჩა გოჩა ბიჭო"
მივიდოდა გოჩაც და გამოუშვებდა გარეთ.

იწყებდა ოთახიდან ოთახში ფრენას დაარტყამდა ორ სამ კრუგს მთელ სახლს და შემდეგ შემოჯდებოდა თავის სამეფო ადგილას ჭაღზე და ზევიდან გადმოგვყურებდა ყველას.
დაიძახებდა ხოლმე : " კაკო ბიჭოოო ბიჭოოოო მოდი გაკოცო ბიჭოო" და გაიფხორებოდა ხოლმე არწივივით.
ასე გადიოდა დღეები თვები წლები. სწავლობდა ახალახალ სიტყვებს, ხანდახან ტვინიც მიქონდა ხოლმე მაგრამ რა გვექნა მარტო იყო და თავის თავს ელაპარაკებოდა ხოლმე
http://www.myvideo.ge/?video_id=175348
მოგვიანებით მეორე თუთიყუშიც მოვიყვანე სახლში და კოკა დავარქვი . დროთა განმავლობაშI გაუგეს ერთმანეთს . კოკა დაუძახებდა ხოლმე კაკო ბიჭოო იქიდან კი კაკო დაიძახებდა კოკატრაკოოოო

და ასე ჰარმონიაში ატარებდნენ დროსს
ერთ დღესაც ზამთრის ცივი ამინდი იყო მივედი და გავუღე გალიის კარები კაკოს მაგრამ არ გამოვიდა გარეთ იყო მობუსული და აფხორილი ქონდა წვერები

მივხვდი რო რაღაც ვერ იყო კარგად საქმე . მერე თითქოს გამოკეთდა და ისევ დაიწყო ჭიკჭიკი მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ ჩამოყარა ფრთები . ყურს მოაკლდა მისი ჭიკჭიკი . იჯდა თავისთვის ჩუმათ ხმაამოუღებლად, ვიფიქრე ალბათ მალე მოკვდებათქო და რამდენიმე დღის შემდეგ ხელში ავიყვანე . გაფრენის თავიც აღარ ქონდა და წინააღმდეგობა არ გაუწევიაა, ძალით დავალევინე წყალში გახსნილი წამალი რომელიც ვეტერინარმა მომცა მარა ამანაც ვერ უშველააა
ყველა დააბული ვიყავით ვიცოდით რო ამ ქვეყნის აღარ იყო კაკო. მარტო კოკა ბიჭი იჯდა და გაჰკიოდა ბოლო ხმაზე კაკო ბიჭოოოოო
მეტი არაფერი იცოდა. კაკო კი პასუხს არ სცემდა და ამიტო კოკა ისევ აგრძელებდა კაკო ბიჭო კაკო ბიჭოოოოოოო
და აი გუშინ 11 მარტს ღამით მივედი კაკოსთან საჭმელს გამოვუცვლი მეთქი და ვხედავ ძირს ზის ფრთებ ჩამოყრილი და კანკალებს. ერთი ამოიჭყიპინა "ტრრრრრრრრ" და იმის მერე კაკოს ხმა აღარ გამიგია . ეს იყო მისი ბოლო სიტყვაა
ტრრრრრრრრრ

This post has been edited by OLO-212 on 12 Mar 2009, 11:05