ძენ ბაღი თუ აინტერესებს ვინმეს, ბაღის ელემენტებზე და მათ მნიშვნელობაზე ვიპოვე რაღაცა და მოვთარგმნე

მე მომწონს ძალიან და კარგი ნამუშევრებიც მაქვს ნანახი. საინტერესო მიმდინარეობაა ძალიან

ძენ ბაღის ხსენებისას ალბათ ყველას დატალღული ქვიშა და აქა-იქ დალაგებული ქვები ახსენდება. სწორედ ამ მასალებით იქმნება ძენ ბაღი მონასტრის ირგვლივ, რათა ბუდისტ ბერებს საკუთარ თავთან განმარტოებისა და ფიქრისთვის მშვიდი ადგილი ჰქონდეთ.
ქვიშიანი ლანდშაფტის მოვლა და შენარჩუნება მებაღისთვის ერთგვარი მედიტაციაა.
ბაღი მინიმალისტურია და სივრცეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისი დანიშნულება კი ყოველდღიური სტრესის განდევნაა. როგორც ამბობენ, ღია სივრცე და დამამშვიდებელი სიცარიელე ამისთვის საუკეთესო საშუალებაა.
ბაღში თითოეული ელემენტის მნიშვნელობა და მათი ურთიერთქმედება აბსოლუტურად აბსტრაქტული და სუბიექტურია. მნახველმა ყველა დეტალს თავად უნდა მიანიწოს კონკრეტული მნიშვნელობა.
ქვიშა
ძენ ბაღის მთავარი ელემენტი ფოცხით დამუშავებული თეთრი ან ღია ნაცრისფერი ქვიშაა. თუმცა ქვიშასთან ერტად კენწები და გრანიტეს ნატეხებიც გამოიყენება.
ფოცხით დამუშავებული ქვიშის ტრადიცია სინტოისტურ რწმენას უკავშირდება, რომ სულებს თეთრი ქვიშით განწმენდილი სივრცე სწირდებათ, რათა ბაღი ტაძარივით სასურველი იყოს მათთვის.
თანამედროვე ძენ ბაღებში ქვიშა წყლის სიმბოლოა, ფოცხით დამუშავებული ზედაპირი კი ტალღები.
ქვები
ბუნებრივად (Natural looking) განლაგებული ქვები პირველქმნილი ბუნებისა და ხელოვნურად შექმნილი ბაღის ბალანსზე მიუთითებს.
ქვების რაოდენობა ბაღის სიდიდეზეა დამოკიდებული. ჯგუფურად დალაგებულ ქვებს - ქვიშის დატალღულ ოკეანეში კუნძულის ან ღრუბლების სქელი ფენიდან ამოწვერილი მთების ანტურაჟი აქვს. ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ცხოველების ფორმის ქვები.
ქვების ფორმების ინტერპრეტაციაც სუბიექტურია. შვეული ფორმები ჩვეულებრივ ჩინეთის ყვითელ მთებთან ასოცირდება, რომელიც ჩინურ და იაპონურ ხელოვნებაში (ლანდშაფტის დიზაინში) შთაგონების წყაროა.
შემაღლება (პლატფორმა)
შემაღლება ძენ ბაღის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. რამდენადაც ფოცხით დამუშავებულ ქვიშაზე მხოლოდ მებაღეს შეუძლია გავლა, პლატფორმა, საიდანაც ბაღის საუკეთესო ხედი იშლება, მშვენიერი ადგილია დასასვენებლად.
პლატფორმა ჩვეულებრივ ქვიშიან ზედაპირთან ახლოს მდებარეობს და ტაძრისთვის ერთგვარ ვერანდას წარმოადგენს.
კედელი
ქვიში ლანდშაფტი დაბალი კედლით ან გალავნითაა შემოსაზღვრული. რადგანაც ძენ ბაღი ტრანსცენდენტალური პასუხების ძიებისთვის იდეალურ ადგილს წარმოადგენს და სივრცე ერთობ მნიშვნელოვანია, კედელი ერთგვარი დაცვაა, რათა სიცარიელე უნებლიეთ არ შეივსოს. (ვინმე არ გადაბოდიალდეს რუდუნებით მოვლილ ბაღში)
მცენარეები
ძენ ბაღში შეიძლება მცენარეები გამოყენება, თუმცა აუცილებელი არ არის. ჩვეულებრივ მარადმწვანე წიწვოვნები გამოიყენება, რაც მთავარია მინიმალური რაოდენობით. ლიქენები და ხავსები კი ქვებს უფრო ბუნებრივ ელფერს აძლევს.
* * *
ბოდიში, ბადრი ვინ არის და რა შუაშია?!
I'm leaving because the weather is too good. I hate London when it's not raining.