ჩემ აზრსაც მოგახსენებთ თქვენის ნებართვით
1) ქართული ნაგაზი - გამოირჩევა საოცარი ერთგულებით და სითბოთი პატრონის და მისი ოჯახის წევრების მიმართ. უყვარს ბავშვები. ვერ გაწვრთნი რადგან დაბადებიდან იცის მისი საქმე, რომ ცხვარი უნდა მწყემსოს და ვერაფერს ვერ ასწავლი. ასე ვთქვათ ჩამოყალიბებული ძაღლია. თვით სრულყოფილება. ერთადერთი ძაღლი რომელიც ერთი ერთზე კლავს მგელს. საფრთხის შემთხვევაში არანაირად არ გააკარებს რაიმე ნადირს პატარა ბავშვთან.
2) გერმანული ნაგაზი - გამოირჩევა განსაკუთრებული ჭკუით. კარგი აღზრდის შემთხვევაში, მასზე ჭკვიანი ძაღლი არ იარსებებს. აქვს ყველაფერის სწრაფად ათვისების უნარი. როგორც ქართულ ნაგაზზე მოგახსენეთ, ისევე შეგიძლიათ პატარა ბავშვი დაუტოვოთ საყარაულოდ თუ სადმე მიდიხართ და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.
3) დობერმან პიინჩერი - ჭკუით არ ჩამოუვარდება გერმანულ ნაგაზს. კარგი აღზრდის შემთხვევაში აგრესიას არ გამოიჩენს. ყველას აშინებს მისი გარეგნობა, მაგრამ ტუ კარგად აღზრდი, საშიში არაფერია

ეს იყო ჩემი 3 უსაყვარლესი ძაღლი. მართალია მე გერმანული ნაგაზი მყავს მაგრამ ქართული ნაგაზი ძალიან მიყვარს და ყველაფერს მირჩევნია