დომენი: ეუკარიოტები
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ხრტილოვანი თევზები
რიგი: Orectolobiformes
ოჯახი: ვეშაპისებრი ზვიგენები (Rhincodontidae Müller & Henle, 1839)
გვარი: ვეშაპისებრი ზვიგენები (Rhincodon Smith, 1829)
სახეობა: ვეშაპისებრი ზვიგენი (ლათ. Rhincodon typus)
ვეშაპისებრი ზვიგენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის ზვიგენია. მისი ზომა, ხშირად, 10 მეტრს აჭარბებს. არის მონაცემები 18 და 20 მეტრიან ეგზემპლარებზეც კი, თუმცა ასეთი ზომის ინდივიდები ძალიან იშვიათია.
ვეშაპისებრი ზვიგენი, ზვიგენთა უმეტესობისაგან განსხვავებით მხოლოდ და მხოლოდ პლანქტონით იკვებება. ის საკვებს წყლიდან თავისი განსაკუთრებული ცედილური აპარატის საშუალებით წურავს (მის გარდა ასე მხოლოდ გიგანტური და დიდპირა ზვიგენები იკვებებიან).
ეს თევზი დროის დიდ ნაწილს წყლის ზედაპირის სიახლოვეს ატარებს. ის ძალიან ნელა ცურავს, დაახლოებით 5 კმ/სთ სიჩქარით და გამოირჩევა მეტისმეტად აპათიური ხასიათით, ამიტომ არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ადამიანისათვის. ვეშაპისებრი ზვიგენი, როგორც წესი, არ რეაგირებს არც მყვინთავებზე, რომლებიც ხშირად ეხებიან ხელით მის სხეულს და ზოგჯერ ზურგზეც კი აჯდებიან.
ეს ზვიგენი მსოფლიო ოკეანის ტროპიკულ წყლებშია გავრცელებული. ამასთან, თავისი გავრცელების არეალის ზოგიერთ რეგიონებში მისი რიცხოვნება უფრო მაღალია სხვებთან შედარებით. როგორც წესი, ვეშაპისებრი ზვიგენები მცირე ჯგუფებად გვხვდებიან, იშვიათად - ერთეულებად, კიდევ უფრო იშვიათად, იქ,სადაც დიდი რაოდენობით საკვებია, ასეულობით ზვიგენი გროვდება ერთად. ვეშაპისებრ ზვიგენს საკმაოდ შორეული მიგრაცია ახასიათებს. მათი მიგრაციის მარშრუტი პლანქტონის თავმოყრის ადგილებს ემთხვევა. ამ თევზის ცხოვრების წესი, მისი ქცევის თავისებურებები და გამრავლება დღეისათვის სუსტადაა შესწავლილი, თუმცა ბოლო წლებში, ახალი ტექნოლოგიების წყალობით მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი ცნობები მათი მიგრაციის შესახებ. ვეშაპისებრი ზვიგენის სისტემატიკა სულ ცოტა ხნის წინ შეიმუშავეს. ეს თევზი იმდენად თავისებურია, რომ ცალკე ოჯახად გამოყვეს. ოჯახში ერთი გვარი და ერთი სახეობაა.
ვეშაპისებრი ზვიგენი იშვიათი თევზია. მისი რიცხოვნება არც ადრე ყოფილა მაღალი, ბოლო ასწლეულის განმავლობაში კი სულ უფრო და უფრო მცირდება. მისთვის ძირითად საფრთხეს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელი მეთევზეები წარმოადგენდნენ, რადგანაც ამ რეგიონში ვეშაპისებრი ზვიგენის ხორცი დიდად ფასობდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახეობის სარეწაო ჭერა, დღეისათვის, საერთოდ აკრძალულია, მათი რიცხოვნების აღდგენა ძალიან ნელა მიდის, რისი მიზეზიც მათი ძალიან ნელი ბუნებრივი კვლავწარმოება და ბრაკონიერობაა.
ვეშაპისებრი ზვიგენის ზუსტი რიცხოვნება უცნობია.შესწავლის ისტორიახანგრძლივი დროის განმავლობაში ვეშაპისებრი ზვიგენი მეცნიერებისათვის უცნობი იყო. მას ხედავდნენ მხოლოდ ტროპიკულ ზღვებში მცურავი მეზღვაურები, რომელთა მონათხრობი ხელს უწყობდა ლეგენდების გავრცელებას ზღვის უზარმაზარ ურჩხულებზე.
ზოოლოგების პირველი ნაცნობობა ვეშაპისებრ ზვიგენთან 1828 წელს შესდგა, როცა 4,5 მეტრიანი თევზი დაიჭირეს სამხრეთ აფრიკის სანაპიროსთან. ეს ეგზემპლარი გამოჩენილი ინგლისელი ნატურალისტის -
ენდრიუ სმიტის ხელში აღმოჩნდა. მან ვეშაპისებრი ზვიგენი აღწერა, როგორც სახეობა
Rhincodon typus. ამ ზვიგენის ფიტული პარიზში გააგზავნეს, სადაც დღემდე ინახება მუზეუმში.
ვეშაპისებრი ზვიგენი იშვიათად ხვდებოდა სწავლულების ხელში, რაც აიხსნება მათი მცირე რიცხოვნებით, უზარმაზარი ზომით და აქედან გამომდინარე, ტრანსპორტირების სირთულით. ვეშაპისებრი ზვიგენი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცუდად შესწავლილ ზვიგენის სახეობად.
XX საუკუნეშიც კი ვეშაპისებრი ზვიგენი მცირედ იყო ცნობილი სპეციალისტების ვიწრო წრის იქით. ცნობილია შემთხვევა, როცა 1911 წელს ინგლისური ორთქმავალი, რომელიც ინდოეთში მიდიოდა, ცხვირით შეეჯახა ვეშაპისებრ ზვიგენს, რომლის სიგრძე დაახლოებით 17 მეტრი იყო და 15 წუთის განმავლობაში ათრია ის ფორშტევნით. გემის მგზავრებმა, რომლებმაც, რასაკვირველია, არ იცნობდნენ ვეშაპისებრ ზვიგენს, იფიქრეს, რომ მათ წინაშე იყო მეცნიერებისათვის უცნობი სახეობა. მათ თევზს ლათინური სახელი
Piscis rudyardensis უწოდეს ე.ი. ”რედიარდის თევზი” - ბორტზე მყოფი ცნობილი მწერლის
რედიარდ კიპლინგის საპატივცემულოდ.
1970-იანი წლების დასაწყისშიც კი სწავლულების ხელში მხოლოდ ასამდე ეგზემპლარი იყო მოხვედრილი, თუმცა 1987 წლისთვის ეს რიცხვი 320-მდე გაიზარდა. სარწმუნო მონაცემების არარსებობამ გამოიწვია ის, რომ სხვადასხვა წყაროებში ვეშაპისებრ ზვიგენზე სხვადასხვა ინფორმაციას შეიძლება წაწყდომოდით.
სისტემატიკა და წარმოშობასიტყვა
Rhincodon, წარმოდგება ორი ბერძნული ფუძისგან, რაც ” კბილებმოხრჭიალეს” ნიშნავს.
Typus, მოცემულ შემთხვევაში, ”ტიპურს” ნიშნავს.
თავდაპირველად ეს სიტყვა იწერებოდა, როგორც
Rincodon, თუმცა სმიტმა, რომელმაც ვეშაპიებრი ზვიგენი აღწერა, მისცა მას სახელწოდება
Rhineodon. ხანრძლივი დროის განმავლობაში ორივე სახელწოდება გამოიყენებოდა, სანამ 1984 წელს ზოოლოგიური ნომენკლატურის საერთაშორისო კომისიამ არ დაადგინა სახელწოდების საბოლოო ვარიანტი -
Rhincodon.
ვეშაპისებრი ზვიგენი იმდენად თავისებურია, რომ მისთვის არა მხოლოდ ცალკე გვარი, არამედ ცალკე ოჯახიც კი გამოყვეს -
Rhincodontidae.დადგენილია, რომ ვეშაპისებრი ზვიგენი მეტად თავისებურ, ფსკერზე მცხოვრებ
Orectolobiformes რიგში შემავალ ზვიგენებს ენათესავება (ამ რიგშია გაერთიანებული თვითონაც). სახელწოდება ”ვეშაპისებრი” ზვიგენმა დაიმსახურა როგორც ზომის, ისე კვების წესის გამო - ის ისე ფილტრავს პლანქტონს, როგორც ულვაშებიანი ვეშაპი. ევროპულ ენათა უმრავლესობაში მისი სახელწოდება სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც ”ვეშაპისებრი ზვიგენი, ”ზვიგენი-ვეშაპი” (ინგლ. whale shark, ფრ. requin-baleine, გერმ. Walhai, ესპ. tiburón ballena, ჰოლ. walvishaai, შვედ. valhaj).
სამხრეთ ამერიკაში თევზს ”დომინოს” უწოდებენ დამახასიათებელი თეთრი ლაქების გამო. აფრიკის ქვეყნებში თვლიან, რომ ღმერთმა ამ თევზებს რამდენიმე თეთრი შილინგი ესროლა, რომლებიც თეთრ ლაქებად გადაიქცა. ამის გამო მას ”შილინგების მამას” ეძახიან. მაგადასკარზე ამ ზვიგენს ”მრავალვარსკვლავას” უწოდებენ. კუნძულ იავაზე კი თევზს ”ზურგვარსკვლავა” ქვია.
ვეშაპისებრი ზვიგენის წარმოშობა და ევოლუცია საკმაოდ ცუდადაა შესწავლილი. ცნობილია, რომ თევზები,რომლებიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ვეშაპისებრი ზვიგენის უშუალო წინაპრები, გაჩნდნენ გვიანიურულ ხანაში (166 მლნ. წლის წინ).
თავის მხრივ, ეს თევზები, როგორც ზვიგენთა სახეობების უმეტესობა, წარმოიშვნენ უძველესი, პრიმიტიული გიბოდონტური თევზისგან, რომლის ევოლუცია ქვანახშირის ხანაში მიმდინარეობდა.
გიბოდონტური ზვიგენი (რეკონსტრუქცია)
* * *
გარეგნობა და აგებულების თავისებურებებივეშაპისებრი ზვიგენი სხვა თევზში ვერ აგერევათ. არა მარტო თავისი ზომის, არამედ გამორჩეული გარეგნობის გამოც. ვეშაპისებრ ზვიგენს საკმაოდ მძლავრი და სქელი სხეული აქვს,თავი კი შედარებით პატარა. თავის ფორმა საკმაოდ თავისებურია - ის ძლიერ გაბრტყელებულია, ამასთან ყველაზე ბრტყელი დინგის ბოლოსკენაა. ლაყუჩის ხვრელი 5 აქვს. ის მეტისმეტად ფართო და გრძელია (12 მეტრიან ზვიგენს, დაახლოებით, 1,5 მეტრის სიგრძისა აქვს). ხახა დინგის ბოლოშია მოთავსებული, როგორც სხვა ზვიგენების უმეტესობას. ხახა ძალიან ფართოა და სიგრძეში 1,5 მეტრს აღწევს (12,8 მეტრიან ეგზემპლარს ხახის სიგრძე 1,36 მეტრი ჰქონდა). თევზს შეუძლია პირის საკმაოდ ფართოდ გაღება. სრულად გახსნილი ხახა ოვალის ფორმას iღებს. ხახის კუთხეებთან მდებარეობს კანის გამონაზარდები, რომლებიც მცირე ზომის ულვაშებს გვანან.
ვეშაპისებრი ზვიგენის ხახათევზის თვალები ძალიან პატარაა და ღრმად ჩასმულია. ისინი თითქმის ხახის კუთხეებთან მდებარეობენ ხაზზე, რომელიც ზურგის მუქ შეფერილობას თეთრი მუცლის შეფერილობისაგან გამოყოფს. ყველაზე დიდი ეგზემპლარის თვალების ზომაც კი ძლივs აღწევს გოლფის ბურთის ზომას (დაახლოებით 5 სმ.-ია დიამეტრში).
ვეშაპისებრ ზვიგენებს არ აქვთ სახამხამო აპკი, მაგრამ თვალების დახუჭვა შეუძლიათ კანის სქელი ნაკეცის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ საკმაოდ მოზრდილი ობიექტი ზვიგენის თვალს მიუახლოვდება, თევზი თვალს შეწევს და ნაოჭით დაფარავს. ეს თვისება უნიკალურია ზვიგენებს შორის. თითქმის თვალებთანაა განლაგებული მოზრდილი საშხეფავები.
ვეშაპისებრი ზვიგენის სხეული თავისკენ თანდათან უფრო მსხვილდება, ზურგი დამრეცი კუზის სახეს იღებს. სხეული ყველაზე სქელი სწორედ თავთანაა, მერე თანდათანობით თხელდება.
ზურგის ფარფლი ორია. პირველი ფარფლი მაღალი და ფართოა, ფორმით თითქმის ტოლგვერდა სამკუთხედის მსგავსი. კუდის ფარფლი, სხვა ზვიგენების მსგავსად, მკვეთრად ასიმეტრიულია.: მისი ზედა ნაწილი თითქმის 1,5-ჯერ აჭარბებს ქვედას. ამასთან, ზედა ფარფლს არ აქვს ჭრილი, რომელიც ზვიგენების უმეტესობისთვისაა დამახასიათებელი. 12 მეტრიანი ეგზემპლარის კუდის ფარფლის სიგრძე 4,8 მეტრი იყო, ხოლო მკერდი ფარფლებისა კი - 2,4 მეტრი.
სხეულის უკანა ნაწილში კანი რამდენიმე წაგრძელებულ ნაოჭს ქმნის.
კუდივეშაპისებრი ზვიგენის შთამბეჭდავი აღწერილობა დაგვიტოვა ცნობილმა ნორვეგიელმა მკვლევარმა
ტურ ჰეიერდალმა (Thor Heyerdahl), რომელიც ამ თევზს ტივ ”კონ-ტინკი”-ზე ცურვისას აკვირდებოდა;
”თავი საზარელ ურჩხულს მიუგავს და საკმაოდ უზარმაზარია. ისეთი საშინელია, რომ მოულოდნელად ცხვირწინ გაჩენილი ზღვის გველი ვერ დაგაფრთხობთ ასე ძლიერ. პატარა თვალები ფართო და ბრტყელი თავის კიდეებში სხედან, გომბეშოსებრი პირი, კუთხეებში გრძელი არშიით 1,5 მეტრზე ნაკლები არ იყო სიგრძეში. მძლავრი სხეული მთავრდება გრძელი, ნაზი კუდით. მახვილი, ვერტიკალური კუდი მოწმობს, რომ ეს არსება ვეშაპი არ არის. სხეული, საერთო ჯამში, მურა ფერისაა, მაგრამ სხეულიც და თავიც დაფარულია პატარა თეთრი ლაქებით.
ურჩხული ნელა, ზანტად დაცურავდა ჩვენს წინ...ახლა ჩვენ შეგვეძლო ახლოდან შეგვეთვალიერებინა ეს არსება... უოლტ დისნეის მდიდარი წარმოსახვაც კი ვერ მოიფიქრებდა ამაზე უფრო საშინელ მონსტრს.”ვეშაპისებრ ზვიგენს საკმაოდ მრავალრიცხოვანი კბილები აქვს. მათმა რაოდენობამ რამდენიმე ათასიდან 15 ათასამდე შეიძლება მიაღწიოს. კბილები რამდენიმე რიგად არის განლაგებული ზედა და ქვება ყბაზე. კბილები საკმაოდ მცირე ზომისაა. ყველაზე დიდი ზომის ზვიგენსაც კი არ აქვს 6 მმ.-ზე უფრო დიდი ზომის კბილები.
ვეშაპისებრი ზვიგენის ტვინი სხეულის ზომასთან შეფარდებით საკმაოდ პატარაა.
მისი აგებულება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებითაა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ის მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ზვიგენების ტვინისაგან. ვეშაპისებრი ზვიგენის ნათხემი უფრო ძლიერაა განვითარებული, ვიდრე სხვა ხრტილოვან თევზებში. ტვინის სხვა თავისებურებები განპირობებულია გუნდური ცხოვრების წესით. ვეშაპისებრ ზვიგენს მნიშვნელოვნად მცირე ზომის ღვიძლი აქვს, ვიდრე ზვიგენების უმეტესობას, ამიტომ სხეულის ცურვადობის რეგულირებისთვის ის ხშირად ყლაპავს ჰაერს.
ზომავეშაპისებრი ზვიგენი, უდავოდ, ყველაზე დიდი თანამედროვე თევზია. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ყველაზე დიდი, სარწმუნოდ დაფიქსირებული ეგზემპლარის სიგრძე 12,65 მეტრი იყო, ახსენებდნენ, აგრეთვე, 13,7 მეტრის ზომის თევზსაც. ცნობას 20 მეტრიანი ვეშაპისებრი ზვიგენის არსებობის შესახებ სერიოზულად არავინ თვლიდა. 1990-იანი წლების ბოლოს სამეცნიერო წრეებში გაჩნდა ინფორმაცია 20 მეტრის სიგრძისა და 34 ტონა მასის მქონე ეგზემპლარზე (საშუალო ზომის კაშალოტის წონა). ამიტომ, თანამედროვე წყაროებში ვეშაპისებრი ზვიგენის სიგრძედ 20 მეტრის მითითება სრულიად მისაღებია. მთელ რიგ წყაროებში არსებობს მონაცემები 21,4 მეტრის სიგრძის ზვიგენზე დაკვირვების შესახებ, მაგრამ, საერთო ჯამში, 12 მეტრზე უფრო დიდი თევზები ძალიან იშვიათად გვხვდებიან. ვეშაპისებრი ზვიგენი საშუალოდ 12 ტონას იწონის.
როგორც ზვიგენთა უმეტესობაში, ვეშაპისებრი ზვიგენის მდედრები უფრო დიდები არიან, ვიდრე მამრები.
ვეშაპისებრი ზვიგენის ტყვეობაში შესწავლის გამოცდილებით (ოკეანარიუმებში) გამოიტანეს დასკვნა, რომ ისინი ასეთ პირობებში დაახლოებით 1,1-1,3-ჯერ უფრო სწრაფად იზრდებიან, ვიდრე ველურ ბუნებაში. შესაძლოა, ეს გამოწვეულია ოკეანარიუმში საკვების სიჭარბით.
ვეშაპისებრი ზვიგენები ახალგაზრდა ასაკში გაცილებით უფრო სწრაფად იზრდებიან, რაც მტაცებლებისაგან თავისდასაცავი საშუალება უნდა იყოს.
ტყავი და მისი შეფერილობავეშაპისებრი ზვიგენის ტყავი ძალიან მტკიცე და სქელია. მოზრდილ ეგზემპლარებში მისი სისქე 10-14 სმ.-ს აღწევს. მისი ტყავი, სხვა ზვიგენთა მსგავსად, დაფარულია ძალიან წვრილი პლაკოიდური ქერცლებით, რომლებსაც, დაახლოებით 0,75სმ. სიგრძის და 0,5 მმ. სიგანის წვეტიანი ეკლების სახე აქვთ. მისი აგებულების თავისებურება შესამჩნევად განსხვავდება სხვა ზვიგენების ქერცლების აგებულებისაგან. სავარაუდოა, რომ ასეთი აგებულების ქერცლები აუმჯობესებს თევზის სხეულის ჰიდროდინამიკულ თვისებებს. მუცელზე ტყავი 3-ჯერ უფრო თხელია.როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო, რომ ზვიგენი მყვინთავის მიახლოებისას ინსტინქტურად მისკენ ზურგით ბრუნდება, რომელიც უკეთაა დაცული.
ვეშაპისებრი ზვიგენის შეფერილობა ძალიან სახასიათოა. ზურგი და გვერდები მუქი ფერისაა: ჩვეულებრივ ნაცრისფერი, ცისფერი ან ყავისფერი ელფერით. მუქ ფონზე საკმაოდ მოწესრიგებულად არის დალაგებული ჭუჭყიანი თეთრი ფერის განივი და სიგრძივი ზოლები, რომელთა შორის, ასევე მოწესრიგებულადაა განლაგებული იგივე ფერის ლაქები. თავსა და მკერდის ფარფლებზე ლაქები უფრო წვრილი და უფრო ხშირია, თან უწესრიგოდაა მიმოფანტული.
სხეულის ქვედა მხარე ჭუჭყიანი თეთრია. ტყავსა და ფარფლებზე, როგორც წესი, საკმაოდ ბევრი ნაკაწრია, რომლებიც ინდივიდუალურ სურათს ქმნიან და მეცნიერებს ზვიგენების იდენტიფიკაციაში ეხმარებიან.
ცნობილია, რომ ლაქების მიერ შექმნილი სურათი ასაკის მატებასთან ერთად არ იცვლება, რაც აადვილებს ცალკეული ინდივიდების ამოცნობას.
საინტერესოა, რომ ფოტოგრაფირებული ვეშაპისებრი ზვიგენების იდენტიფიკაციისათვის წარმატებით გამოიყენება აპარატურა,რომელიც ასტრონომიული დაკვირვებებისთვისაა განკუთვნილი. ხელსაწყო, რომლის დახმარებითაც ცაზე ვარსკვლავების გადაადგილებას აკვირდებიან და ციური სხეულების სულ მცირე გადაადგილებასაც კი აფიქსირებს, ასევე ეფექტურად ავლენს ზვიგენის ლაქებიან სხეულებს შორის განსხვავებას.
სხეულის ასეთი შეფერილობა მფარველობითია. არსებობს მოსაზრება, რომ ეს შეფერილობა ვეშაპისებრ ზვიგენებს ევოლუციური წინაპრებისაგან გადმოეცათ. სხვა ჰიპოთეზა ამტკიცებს, რომ ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ვეშაპისებრი ზვიგენი, როგორც წესი, წყლის ზედაპირთან ახლოს დაცურავს, ამიტომ ძლიერად განიცდის ულტრაიისფერი გამოსხივების ზეგავლენას, რაც მის მუქი შეფერილობის ტყავზე თეთრი ლაქებისა და ზოლების გაჩენას განაპირობებს.
ლაქებიანი შეფერილობაგავრცელების არეალივეშაპისებრი ზვიგენი თბილი წყლების ვიწრო სარტყელშია გავრცელებული და ამ ადგილებში თითქმის ყველგან გვხვდება, თუმცა არსად არ არის მრავალრიცხოვანი.
მისი გავრცელების არეალი, ძირითადად, მოიცავს წყლებს ჩრდილოეთით 30°-სა და სამხრეთით 35° განედებს შორის, თუმცა ზვიგენები, შეიძლება შეგვხვდნენ უფრო ჩრდილოეთითაც 40°-მდე.
დადგენილია, რომ ვეშაპისებრი ზვიგენები უპირატესობას ანიჭებენ ოკეანის იმ რაიონებს, სადაც წყლის ტემპერატურა 21°C-დან 25° C-მდეა და სიღრმეში გაცილებით უფრო ცივი დინებაა (17°-მდე), ხოლო წყლის მარილიანობა 34-35 პრომილეა. როგორც ჩანს, ასეთ ადგილებში პლანქტონის რაოდენობა გაცილებით მეტია.
ვეშაპისებრი ზვიგენი ღია ოკეანეში ცურვას ამჯობინებს და სანაპიროს გამონაკლის შემთხვევებში უახლოვდება, თუმცა არის მოწმობა იმის შესახებ, რომ ისინი წყალმეჩხერ ლაგუნებსა და დიდი მდინარეების შესართავებშიც რომ შეცურებულან.
ვეშაპისებრ ზვიგენებს ყველაზე ხშირად ხვდებიან ტაივანისა და სეიშელის კუნძულების სიახლოვეს. აქ ისინი მთელი წლის განმავლობაში ბინადრობენ, თუმცა მათი რიცხოვნების პიკი ამ წყლებში ივნის-აგვისტოსა და ოქტომბერ-ნოემბერშია. ვეშაპისებრი ზვიგენების შედარებით დიდი რაოდენობა გვხვდება აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აფრიკის სანაპიროებთან, მათი რიცხოვნების ცვალებადობაც სეზონურია.
ამასთან, ზოგიერთი გამოკვლევის მიხედვით ვეშაპისებრი ზვიგენების მსოფლიო პოპულაციის 19% მოზამბიკის სანაპიროსთან გვხვდება.
სხვა რაიონები, სადაც ვეშაპისებრი ზვიგენი ჩვეული ბინადარია, არის: მექსიკის ყურე, ფილიპინების წყლები, ჩილეს სანაპიროები, ავსტრალიის ზოგიერთი სანაპირო. სხვა ადგილებში ვეშაპისებრი ზვიგენები ძალიან იშვიათად, სეზონურად გვხვდებიან ხოლმე.
ვეშაპისებრი ზვიგენი ქვესახეობას არ ქმნის. მექსიკის ყურესა და ფილიპინების სანაპიროსთან ბინადარი თევზების გენეტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ ისინი ერთმანეთის იდენტურები არიან.
გავრცელების არეალი.
მიგრაციაცნობილია, რომ ვეშაპისებრი ზვიგენები საკმაოდ შორეულ მიგრაციას ახორციელებენ. ზვიგენების მიგრაციის შესწავლა მონიშვნის საშუალებით ხდება. სხეულზე მიმაგრებული ნიშნები მათი თანამგზავრიდან დააკვირვების საშუალებას იძლევა. თუმცა, ასეთი გზით მიღებული ცნობები საკმაოდ მწირია.
დამკვირვებლები თვლიან, რომ ვეშაპისებრი ზვიგენების პოპულაციები ერთმანეთ სქესისა და ზომის მიხედვით გამოეყოფიან. შესაძლებელია, რომ ახალგაზრდა ზვიგენები სხვა რაიონებში არიან გავრცელებულები და მოზრდილები, სხვაგან და სხვადასხვა სქესის გუნდებს მიგრაციის სხვადასხვა გზა აქვთ.
კვებავეშაპისებრი ზვიგენის კვება ძალიან ჰგავს ულვაშიანი ვეშაპის კვებას, რომელიც, აგრეთვე პლანქტონით იკვებება. ოღონდ ულვაშიანი ვეშაპები შეწოვილ წყალს ზედა ყბის სასაზე არსებული ულვაშების ფირფიტებს შორის ფილტრავენ, ვეშაპისებრი ზვიგენის ცედილური აპარატი კი 20 ხრტილოვანი ფირფიტისაგან შედგება, რომლებიც ლაყუჩის რკალებს ერთმანეთს ცხაურივით უკავშირებს. მათზე კანის კბილაკებია განლაგებული.
ვეშაპისებრ ზვიგენს კვებისას შეუძლია 6 ათასი კუბური მეტრი წყალი გაფილტროს საათში. პლანქტონით მდიდარი წყლის შეწოვის შემდეგ თევზი პირს ხურავს, რის შემდეგაც წყალი ლაყუჩის ხვრელებში იფილტრება, პირში დარჩენილი პატარა ორგანიზმები კი წვრილი (10 სმ.-ზე მეტი არ არის დიამეტრში) საყლაპავის გავლით კუჭში ხვდებიან.
ასეთი კვების გამო ვეშაპისებრ ზვიგენს საკმაოდ მცირე ზომის კბილები აქვს. ისინი არა მსხვერპლის კბენისთვის, არამედ მისი პირში შეკავებისთვის გამოიყენება.
ვეშაპისებრი ზვიგენი იკვებება ყველაფრით, რაც წყალთან ერთად მის პირში ხვდება და შეუძლია გადაყლაპოს. უმეტეს შემთხვევაში ეს პლანქტონის ორგანიზმებია - კიბოსნაირები, პატარა კალმარები, მედუზები და ა.შ. ჭამს პატარა, გუნდებად მცურავ თევზებსაც - ქაფშიებს, სარდინებს, მცირე ზომის სკუმბრიასებრებს და პატარა თინუსებსაც კი. სხვა პლანქტონისმაჭამელი ზვიგენებისაგან განსხვავებით, რომლებიც ნელა დაცურავენ ფართოდ გაღებული პირით საკვებით მდიდარ წყალში, ვეშაპისებრი ზვიგენები აქტიურად იწოვენ წყალს პლანქტონის მიკრონაწილაკებთან ერთად.
კვებისას ზვიგენი ძალიან ნელა მოძრაობს, დაახლოებით 1მ/წთ, ხშირად კი საერთოდ ჩერდება და პლანქტონს იწოვს. ამ დროს ზვიგენი, ზედაპირის მიმართ თითქმის ვერტიკალურად დგება. ზოგჯერ თევზი პლანქტონს უშუალოდ წყლის ზედაპირზე ამოსული იწოვს.
კვებისას ზვიგენი 7-20 ყლაპვით მოძრაობას აკეთებს წუთში, ამასთან ყბების მოძრაობა ლაყუჩების ხვრელების მოძრაობის სინქრონულია.
იმის განსაზღვრაში, თუ სად არის კონცენტრირებული საკვები, ვეშაპისებრ ზვიგენს მახვილი ყნოსვა ეხმარება. მას კარგად განვითარებული ნესტოები ზედა ყბაზე აქვს განლაგებული.
გამრავლებავეშაპისებრი ზვიგენის გამრავლების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, თუმცა მას უკვე 100 წელზე მეტია რაც აკვირდებიან. ცნობილია, რომ ვეშაპისებრი ზვიგენი კვერცხცოცხლადმშობიარე - ჩანასახი კვერცხის კაფსულაში ვითარდება და დედის წიაღში იჩეკება, თუმცა ადრე თვლიდნენ, რომ ეს თევზი კვერცხებს დებდა. ვეშაპისებრი ზვიგენის ჩანასახი და კვერცხი მხოლოდ და მხოლოდ ХХ საუკუნეში აღმოაჩინეს.
დაბადებისას ლიფსიტები ძალიან მცირე ზომისანი არიან, დაახლოებით 0,5 მეტრი. მათ საკვები ნივთიერებების საკმაოდ კარგი მარაგი აქვთ, რაც საშუალებას აძლევს დიდი ხნის განმავლობაში გაძლონ საკვების გარეშე.
1990-2000 წლების გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ვეშაპისებრ ზვიგენს საკმაოდ ხანგრძლივი სქესობრივი მომწიფების პერიოდი აქვს. სქესობრივ სიმწიფეს მხოლოდ 30, 35 და 50 წლის ასაკშიც კი აღწევენ, თუმცა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც საკმაოდ დიდია - 70-დან 100 წლამდე. არის მონაცემები 150 წლის ზვიგენების შესახებაც.
ვეშაპისებრი ზვიგენების გუნდების გამოკვლევით აღმოჩნდა, რომ მამრების რაოდენობა, როგორც წესი, აჭარბებს მდედრების რაოდენობას. ზოგჯერ ეს დისპროპორცია ძალიან დიდია.
ქცევავეშაპისებრი ზვიგენი, ჩვეულებრივ, აპათიურობითა და სიზანტით გამოირჩევა.
უპირატესობას ანიჭებს ზყლის ზედა ფენებს, როგორც წესი, 70 მეტრზე ღრმად არ ჩადის. ღრმა ჩაყვინთვისას შეუძლია ჩაეშვას 700 მეტრამდე სიღრმეში, სადაც წყლის ტემპერატურა დაახლოებით 7°-ია.
ვეშაპისებრი ზვიგენი დაცურავს სხეულის უკანა ნაწილის ტალღისებრი მოძრაობით, ამასთან, არა მარტო კუდის, არამედ სხეულის 2/3-ის დახმარებით. დაცურავს ძალიან ნელა, ჩვეულებრივ შემთხვევებში_დაახლოებით 5 კმ/სთ, ხშირად კი უფრო ნელაც.
აქტიური დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და მხოლოდ ხანმოკლე დროით იძინებს ხოლმე.
ვეშაპისებრი ზვიგენები პატარა გუნდებს ქმნიან, იშვიათად მარტოც დაცურავენ, ძალიან იშვიათად კი 100-მდე ზვიგენი იკრიბება ერთად. გამონაკლის შემთხვევებში თევზების რაოდენობა, შესაძლოა რამდენიმე ასეული იყოს.
რიცხოვნება და დასაცავად მიღებული ზომებივეშაპისებრი ზვიგენის რიცხოვნების აღრიცხვა პრაქტიკულად არ ჩატარებულა, ამიტომ, ზუსტი მონაცემები მათ რაოდენობაზე არ არსებობს. რაც არ უნდა იყოს, ვეძშაპისებრი ზვიგენი არასდროს არ ყოფილა მრავალრიცხოვანი სახეობა. არსებობს მონაცემები ,რომ დედამიწაზე ამ თევზების მხოლოდ 1000 ეგზემპლარია დარჩენილი. თუ ეს ინფორმაცია ზუსტია, გამოდის, რომ ვეშაპისებრი ზვიგენი თევზების ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სახეობაა და გადაშენების ზღვარზე იმყოფება.
1990-იანი წლების შუიდან მთელ რიგ სახელმწიფოებში აიკრძალა ვეშაპისებრი ზვიგენების დაჭერა. აკრძალვა მოქმედებს მალდივის კუნძულებზე 1993 წლიდან, ფილიპინებზე - 1998 წლიდან, მექსიკაში, ტაილანდსა და ბელიზში - 2000 წლიდან, ინდოეთში - 2001 წლიდან. 2008 წელს ამ თევზებზე ნადირობა აიკრძალა ტაივანშიც.
ავსტრალიასა და აშშ-ში აკრძალვა 1980-იანი წლებიდან მოქმედებს, მაგრამ ეხება მხოლოდ იმ რაიონებს, სადაც ვესაპისებრი ზვიგენები ძირითადად გვხვდებიან.
საერთაშორისო წითელი წიგნის თანახმად ვეშაპისებრ ზვიგენებს აქვთ დაუცველის სტატუსი (ინგლ.vulnerable). ეს სტატუსი მათ 2000 წელს მონაცემების დაზუსტების შემდეგ მიიღეს.
საფრთხევეშაპისებრი ზვიგენისათვის ძირითადი საფრთხე მათი სარეწაო ჭერაა. მიუხედავად დაცვის ზომებისა ბრაკონიერობა მაინც ხდება. ეს ამ თევზის პოპულაციის შემცირების ერთ-ერთი მიზეზია.
გვიან ასაკში სქესობრივი მომწიფება და გამრავლების დაბალი ტემპი აფერხებს რიცხოვნების სწრაფ აღდგენას. ვეშაპისებრი ზვიგენების ბუნებრივი დანაკლისი 5-6%-ია წელიწადში.
გამოკვლევების თანახმად, ზვიგენების რიცხოვნება ყოველწლიურად კლებულობს.
ბუნებრივი მტრები,ავადმყოფობები და პარაზიტებიმოზრდილ ვეშაპისებრ ზვიგენსაც კი არ აქვს თავდაცვის რამე საშუალება, მაგრამ ამ თევზის უზარმაზარი ზომა და სქელი, მკვრივი კანი ძალიან ამცირებს შესაძლო მტაცებლების რიცხვს.
პატარა ზვიგენები ხშირად ხდებიან მტაცებელთა მსხვერპლი. ცნობილია ერთეული შემთხვევები, როცა ახალგაზრდა ვეშაპისებრი ზვიგენი ცისფერი ზვიგენის მსხვერპლი გახდა (პატარა ზვიგენი მის კუჭში იპოვეს), სხვა შემთხვევაში ლურჯი მარლინის (ლათ.Makaira nigricans) ნაწლავებში აღმოაჩინეს ზვიგენის ნარჩენები.
არის მონაცემები ცელნამგალა ვეშაპების (Orcinus orca) თავდასხმის შესახებ, რასაც 8 მეტრიანი ვეშაპისებრი ზვიგენი შეეწირა.
მოზრდილი ვეშაპისებრი ზვიგენის სხეულზე შეიძება აღმოვაჩინოთ იარები, რაც ცელნამგალა ვეშაპების კბილების კვალი შეიძლება იყოს. აღასანიაშნავია, რომ ვეშაპისებრ ზვიგენს ძალიან ადვილად უხორცდება ჭრილობები - აღწერილია შემთხვევა, როცა ზვიგენმა ორი სერიოზული ჭრილობა მიიღო მუცელზე, თუმცა 2 წლის შედმდეგ ჭრილობის ადგილას იარაც კი არ ემჩნეოდა.
თევზი ლოცმანი (ლათ.Naucrates ductor), როგორც წესი, ვეშაპისებრი ზვიგენის ჩვეული თანამგზავრია.
ექტოპარაზიტებიდან აღწერილია სხვადასხვა ნიჩაბფეხა კიბოსნაირი, რომლებიც, მაგ. თევზის საყლაპავში იმყოფებიან. ვეშაპისებრი ზვიგენის სხეულზე შეიძლება ვნახოთ პრილიპალოები, რომლებიც ზვიგენს არანაირ ვნებას არ აყენებენ.
ტყვეობაშიპირველი ცნობილი შემთხვევა ვეშაპისებრი ზვიგენის ტყვეობაში ყოფნის შესახებ 1934 წელს ეკუთვნის. ოღონდ მაშინ თევზი არა აკვარიუმში, არამედ იაპონიის ზღვის ყურის შემოსაზღვრულ ნაწილში იყო მოთავსებული. ამ ეგზემპლარმა 122 დღე იცოცხლა. იაპონიაში 1980 წლიდან 1996 წლამდე ტყვეობაში სულ 16 ზვიგენი ყავდათ.
კ. ოკინავაზე არსებულ ტიურაუმის ოკეანარიუმში დღეისათვის 4,6 მ. სიგრძის (ყველაზე დიდი თევზი ტყვეობაში) მამრი ზვიგენი ყავთ, რომელიც აკვარიუმში 1995 წელს ჩასვეს. ოკეანარიუმში მყოფი ყველა ზვიგენი ოკინავის ახლოსაა დაჭერილი. თევზები 19-29° ტემპერატურის წყალში ყავთ და კვებავენ კრილის, პატარა კალმარებისა და წვრილი თევზების ნარევით.
2007 წელს 2 ვეშაპისებრი ზვიგენი (3,7 და 4,6 მეტრის სიგრძის) მოათავსეს ატლანტაში ჯორჯიის ოკეანარიუმში.
ორივე თევზი დაიჭირეს ტაივანთან ახლოს და ატლანტაში თვითმფრინავის საშულებით ჩაიყვანეს. აკვარიუმის მოცულობა, სადაც ისინი ცხოვრობენ, 23 845 კვადრატული მეტრია.
ზვიგენები ყავთ ტაივანშიც, 4 მეტრიანი ვეშაპისებრი ზვიგენი ყავთ დუბაის ოკეანარიუმშიც.
ვეშაპისებრი ზვიგენი მსოფლიო ხალხთა კულტურაშითავისი იშვიათობის გამო ვეშაპისებრ ზვიგენს რამე შესამჩნევი როლი არ უთამაშია იმ ხალხთა კულტურაშიც კი, რომლებისთვისაც, შეიძლება, ნაცნობი ყოფილიყო ეს თევზი.
იაპონელი მეთევზეები დიდი ხანია იცნობენ ამ ზვიგენს და მასთან შეხვედრას კარგ ნიშნად მიიჩნევენ. ამის გამო იაპონიაში ვეშაპისებრ ზვიგენებს, პრაქტიკულად, არ იჭერენ და მის ხორცს არ ჭამენ.
ძალიან დიდი პატივს სცემენ ვეშაპისებრ ზვიგენებს ვიეტნამელი მეთევზეებიც. ვიეტნამში მას საპატიო სახელით მოიხსენებენ, რაც ითარგმნება, როგორც ”ბატონი თევზი” (ვიეტნ.Ca Ong), რაც იმავდროულად ზღვის ღმერთიც სახელია, რომელსაც მეთევზეებისთვის წარმატება მოაქვს.
ვეშაპისებრი ზვიგენი, როგორც ტურისტული ინტერესისი ობიექტიზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ვეშაპისებრი ზ
This post has been edited by MITIATO on 2 Aug 2012, 22:51