სიამის კატა
სიამის კატა აღმოსავლური ჯიშების პირველი მკაფიოდ აღიარებული წარმომადგენელია. ჯიში წარმოშობილია ტაილანდში /ყოფილი - siam/, სადაც მათ ,,მთვარის ალმასებს” უწოდებდნენ.
ევროპაში სიამის კატის პირველი წყვილი ინგლისის სამეფო კარზე გამოჩნდა, როცა სიამის მეფემ საჩუქრად უძღვნა ისინი ინგლისის მეფეს.
მე - 20 საუკუნეში სიამის კატა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიში გახდა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
დღეს უკვე სიამის კატა ძალზედ პოპულარულია თავისი სილამაზით და განსაკუთრებული ინდივიდუალურობით.
ჯიშის წარმოშობის შესახებ ბევრი თეორია არსებობდა, ამჟამად არსებობს ცნობები რომ ეს ჯიში იყო უძველეს სიამში ქალაქ აუდჰაში, რომელიც დაარსდა 1350 წელს და იყო სიამის დედაქალაქი 1769 წლამდე, სანამ ცეცხლი გაანადგურებდა ქალაქს
ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბანკოკში არსებობს ცნობები სიამის კატაზე, სადაც ისინი აღწერენ კატას, რომელიც იყო: შავი კუდით, ფეხებით და ყურებით თეთრი სხეულით და ლურჯი თვალებით რომელიც ცეცხლივით ანათებდა.
სუფთა ჯიშის კატას კუდი წატეხილი აქვს, რამაც განაპირობა რამდენიმე ლეგენდის წარმოშობა.
ერთ–ერთის თანახმად, ტაილანდში მყოფი კატები ძვირფას ვაზებს და ჭურჭლებს დარაჯობდნენ. ისინი ჭურჭლის გარშემო წვებოდნენ და კუდს ვაზის ყელში ყოფდნენ, ამიტომ კუდმა ასეთი ფორმა მიიღო.
მეორე ლეგენდის მიხედვით, როცა სიამის პრინცები საბანაოდ მიდიოდნენ, თავიანთ ძვირფას ბეჭდებს კატების კუდებზე აცვამდნენ. კატებს კუდების მოგრეხვა უწევდათ, რომ ბეჭდები არ დაეკარგათ. თუმცა, ერთ კატას მაინც დაეკარგა ბეჭედი. ამის შემდეგ მათ კუდებს უნასკვავდნენ.
სხვა ლეგენდის მიხედვით, ერთ პრინცესას ყაჩაღები მისდევდნენ. პრინცესა სასახლეში ჩაიკეტა, მისმა ერთგულმა კატამ კი გასაღების ჭუჭრუტანაში კუდი შეყო, რომ ყაჩაღებს ვერ გაეღოთ. ასე დარჩა კუდი მოტეხილი.
სხვა სახელწოდებები - მთვარის ალმასი, სამეფო კატა.
ქვეყანა - ტაილანდი
ჯიშური ჯგუფი -Shorthair
წონა: მამრი - 4-6,5 ; მდედრი - 2.7 – 4,8
მინდაოში სიმაღლე: მამრი - 29-31სმ; მდედრი 27-31 სმ
ზომა - საშუალო
შეფერვა - მყარი, ტაბი, კუსებური
ფერები - თეთრი, შავი, ყავისფერი, ვერცხისფერი
კნუტების რაოდენობა - 3-6
სიცოცხლის ხანგრძლივობა - 9-15 წელი
ნაწყვეტი პრეზენტაციიდან by ნათია ქარცხია