#35296348 · 21 Feb 2013, 17:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
vaxo420
QUOTE | ურთიერთგამომრიცხავი |
რომელი წამალია ურთიერთგამომრიცხავი?
სულფოკამფოკაინი ქვია წამალს. გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის დროს ინიშნება, იხმარება შოკის დროსაც.
არასტერიოდულიტკივილგამაყუჩებელია.
ძირითადად, როგორც დამამშვიდებელს ისე იყენებენ.
სპაზმოლიტიკია.
დიცინონია სწორი. სისხლდენის შემაჩერებელია. რომელი პრეპარატი გგონია, რომ არასწორად გაუკეთა ვეტერინარმა? ან რომელია ურთიერთგამომრიცხავი?
QUOTE | ჯერ პირველ რიგში არ უნდა შეამოწმო ექოსკოპიაზე და რენტგენზე? |
უბედური შემთხვევის დროს ჯერ პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ ხოლმე, ექოსკოპიამდე მისვლისას ავადმყოფი ხელში რომ არ ჩააკვდეთ. მე არ ვიცი იქ რა მოხდა,შეიძლება, მართლა დამნაშავეები არიან ვეტერინარები, შეიძლება შენ ცდები და ძაღლს ყველაფერი გაუკეთეს იმისთვის,რომ გადარჩენილიყო, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდნენ. ოღონდ ეს უნდა დაადგინოს იმ ვეტერინარულმა დეპარტამენტმა, სადაც შენ საჩივარი წარადგინე. თუ ისინი იტყვიან, რომ ძაღლი ვეტერინარების გამო დაიღუპა, მერე შეგიძლია ამ ადამიანების დადანაშაულება. ახლა რასაც აკეთებ ცილისწამებაა და სხვა_არაფერი. ჯერ საიდან ამტკიცებ, რომ ეს ამბავი მართლა მოხდა და კონკურენტი ვეტერინარის მიერ აგორებული შავი პიარი არ არის?
--------------------
"როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე, როცა მოიწამლება უკანასკნელი მდინარე, როცა დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი, თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმება.”
|