ქეთი, მწარე გამოცდილების გამო, მე თავს შევიკავებდი ბიბუს საცოლის შერჩევაში და შემდეგ მათი შეჩვევის პროცესში ჩარევისაგან.
ჩემი პასუხი კი არის შემდეგი.

თუმცა კი გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს და არის შანსი რომ ჩავერიო.
მე უკვე დავაფიქსირე პირველი, თუმცა კი ძალიან უხეში შეცდომა.
რას ქვია დავაბარე? ეს ხომ პური არ არის რომ მაღაზიაში ვინც მიდის, მას დააბარო მოტანა.
თავად უნდა აარჩიო თუთიყუში. ნახო როგორი ხასიათი აქვს, როგორ იქცევა სხვა თუთიყუშებთან,
ხალხზე და განსაკუთრებით შენზე როგორი რეაქცია ექნება, გაარკვიო როგორ პირობებშია.
შეიძლება მომშენებელს სთხოვო და ნახევარი საათი აკვირდებოდე თუთიყუშს, სანამ გადაწყვეტდე ყიდულობ თუ არა.
შემდეგ გაანალიზო ამ კონკრეტული თუთიყუშის პლიუსები და მინუსები, რამდენად შეეწყობა შენი ბიბუს ხასიათს და ასევე შენს და
შენი ოჯახის ხასიათს. ამ ყველაფრისათვის შეიძლება რამოდენიმე დღეც დაგჭირდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიაკითხო მომშენებელს.
მე შემიძლია შემოგთავაზო მომშენებელთან გამოყოლა და ადგილზე უკვე თუთიყუშის არჩევაში დახმარება.
ოღონც მხოლოდ იმ პირობით რომ არჩევა/შეჩვევის პროცესში დაგვიჯერებ მხოლოდ მე და სანდროს. მეტს არავის!!!
მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩავერევი.
რაც შეეხება კითხვას, არასწორადაა დასმული. თუმცა კი 1-2,6 წლამდე დედლებზე გავაკეთებდი აქცენტს.
მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. ბიბუ შეიძლება შეეჩვიოს X დედალ თუთიყუშს, რომელიც 2 წლისაა.
მაგრამ ვერ შეეჩვიოს Y დედალ თუთიყუშს, რომელიც ასევე 2 წლისაა. ანუ რა გამოდის?
X=Y=2 წელს. მაგრამ X შეუყვარდა და Y - არა. რატომ მოხდა ახლა ეს?
X თუთიყუშთან მეტი საერთო ნახა. ერთნაირი ენერგეტიკა და ხასიათები აღმოაჩნდათ.
Y თუთიყუშთან კი მხოლოდ ის აერთიანებს რომ ორივე თუთიყუშები არიან.
ასე რომ მხოლოდ ციფრებზე ფიქრი არ გამოგვადგება.
კვირის ბოლომდე იფიქრე ჩემს შემოთავაზებაზე, რადგან შემდეგ აღარ ჩავერევი. შუაში თუ არ გაითვალისწინებ ჩემს "არგუმენტირებულ"
რჩევას კი, გამოვა რომ შეჩვევის პროცესს ვეღარ გავაკონტროლებ და შესაბამისად მის კარგ თუ ცუდ შედეგზეც "ვეღარ" ვიქნები პასუხისმგებელი.