DJ_PUNK
არაფერს!
დავიწყოთ პირველი კითხვიდან
1) ვერ გეტყვი ფასების მიხედვით როგორა არჩიო, რადგან ამ საიტს საერთოდ არ ვიცნობ. ფასებს არ მიაქციო ყურადღება, არამედ ჯიშს. ვიდრე იყიდი, გამყიდველს გამოჰკითხე ლეკვის წარმომავლობა და მიიღე ამომწურავი ინფო მის შესახებ. მაგალითად ასეთი კითხვები: რამდენი წელია იცნობს ამ ჯიშს, ვისგან აიყვანა პირველი ლეკვი, როგორ წვრთნის და უვლის, სად აცხოვრებს ძაღლს, როგორ კვებავს, და ასე შემდეგ კითხვები რაც შეიძლება მეტი, რომ მიიღო მთლიანი სურათი
2)აიყვანე მოკლე ბეწვიანი, ნაკლები პრობლემა გექნება მოვლასთან დაკავშირებით. გრძელბეწვიანი ძირითადად საგამოფენო ვარიანტია.
3)თუ 2 თვემდეა აბა რას იზამ, აიყვანე2 თვემდე, ადრე არ გინდა რადგან 2 თვემდე ლეკვმა აუცილებელია მიიღოს დედის რძე, რომ ორგანიზმმა სწორად განაგრძოს განვითარება. უკეთესია 6 თვის მაგრამ თუ სხვა გზა არაა რას იზამ...)
4)თუ მანქანით წამოიყვან ლეკვს ნუ აჭმევენ ნურაფერს, რადგან სალონს გაგისვრის სერიოზულად. მოიყვანე სახლში და გაუშვი, პირველი 2 დღე დაიწყებს დამალვას ან წკმუტუნს ან შეიძლება არც კი ჭამოს საჭმელი. ესაა ადაპტაციის პერიოდი.
5)ბევრ აქსესუარს ნუ იყიდი, მომავალში მიხვდები რომ ზოგიერთი საერთოდ არც კი დაგჭირდება. იყიდე ჩვეულებრივი აშეინიკი ფიქსატორით, რომელიც არეგულირებს თიკის გაგრძელება დამოკლებას. სხვა არაფერი არ დაგჭირდება. მომავალში თავად მიხვდები რა დაგჭირდება
6)მე გირჩევდი რომ როცა გაასეირნებ თოკის გარეშე ისეირნოს. სახლიდან რომ გამოიყვან დაახლოებით 5 წუთის მერე შეგიძლია მოხსნა და ისეირნოს თავისუფლად, თან დაუძახე დაელაპარაკე და რაც მთავარია პატარა პაკეტი სუხარიკი არ დაგავიწყდეს. სუხარიკი არის მათი სუსტი წერტილი. და რაც შეიძლება ხშირად მიმართე სახელით.
7) თუ აივანზე გეყოლება არანაირი კარტონის სახლი არაა საჭირო, ეს იქნება ზედმეტი. კურდღელს ხომ არ ყიდულობ

)))))))) ხუმრობით რათქმა უნდა.
8)ვფიქრობ რომ მოუვა, მით უმეტეს ლეკვი. თუ მაგალითად საღამოს 11-ზე გაასეირნე ბოლოს, გამოდის რომ 12 საათი მოუწევს მოითმინოს და დაელოდოს როდის გაასეირნებენ. ალბად ვინმეს მაინც მოუწევს გასეირნება დილით ადრე, ან ძაღლი უბრალოდ აივანზე იზამს და მორჩა. ეს კი ანტისანიტარიაა. თან ძაღლი ამის გამო ბევრჯერ კიდეც დაისჯება და რაც მთავარია იგი არაფერში არ იქნება დამნაშავე. ძაღლი ესაა პასუხისმგებლობა
9)ბეწვი სცვივა ნებისმიერ ძაღლს. ადამიანსაც კი ყოველ სამ თვეში
10)ხასიათს გააჩნია, მაგრამ დიდი ალბათობით არ უნდა უკბინოს არავის ისე რომ სისხლი ცამოუვიდეს.
11)კი აცრა გაუკეთე. 100%-ით ვერ იქნები დაცული. აცრა უკეთდება პროფილაკტიკის მიზნით. საერთოდ წლამდე უკეთდება აუცილებელი.
12)ღამე აუცილებლად დააბი თორემ გოგოებისკენ აუცილებლად წავა და შეიძლება ვეგარც კი იპოვო ან რამე აიკიდოს. დღისით სასურველია და აუცილებელიც რომ არ იყოს დაბმული, რადგან როცა ხშირადაა დაბმული ძაღლს ნერვოზი ემართება და ჩათვალე რომ მისი დადებითი თვისებები კარგავს ძალას. დასაბმელად თუ გინდა აიყვანე რომელიმე დვარნიაგა და იყეფებს დღე და ღამე.
13) კვების რაციონი უკვე დავწერე წინაპოსტში. პერიოდულად მიეცი ძვლები ძროხის, არანაირი ქათმის ან სხვა. ეს იმიტომ რომ წარმატებით გამოიცვალოს კბილები.
14) ტუალეტი ასწავლე პირველივე დღიდან. ვირთხაზე და ხვლიკზე რეაქცია სწავლების გარეშე ექნება. გველის ძაღლებს ეშინიათ როგორც წესი.
სპეც სკოლა არაა აუცილებელი, უბრალოდ მეტი ყურადღებაა საჭირო და მეტი ინფო ძაღლის გაწრთვნაზე. ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია მონდომება და ყველაზე მთავარი მოთმინება და მოთმინება...
გისურვებ წარმატებას და კარგი და ჯანმრთელი ლეკვის შეძენას. ეს ჯიში არის ძალიან მეგობრული ბავშვებთან.
ველით სურათებს