“ყველაზე ყველაზე”ყველაზე პოპულარული, ყველაზე ცნობილი, ყველაზე კარგად შესწავლილი, ეს ეპიტეთები ერთმნიშნელოვნად გამოიყენება
კატისებრი ლემურის (Lemur catta) ხსენების დროს, რომელიც ასევე ცნობილია, მაკის სახელწოდებით - როგორც მას ადგილობრივი მოსახელობა უწოდებს. მისი პირველი მოხსენიება დათარიღებულია 1625 წლით, როდესაც ინგლისელმა მოგზაურმა და მწერალმა სემიუელ პორშესმა თავის დღიურში აღწერა მაიმუნისხელა არსება, რომელსაც მელიას მსგავსი, ფუმფულა, გრძელი მაგრამ ზოლებიანი კუდი ჰქონდა. სწორედ იმავე წელს შეიტყო ევროპამ დედამიწის ზურგზე ასეთი ცოცხალი ორგანიზმის არსებობის შესახებ. კატისებრი ლემურის უკეთ გაცნობის საშუალება ევროპელებს 1758 წელს მიეცათ, როდესაც კარლლინეიმ აღწერა ჩვენი მოთხრობის მთავარი გმირი და მისი კატისებრი ხმის გამო კატად შერაცხა. იმ დროიდან მიყოლებული, თითქმის ყველა ენაზე, ამ ლემურს კატას სახელით იხსენებენ. მავე წელს ლინეის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში
”ბუნების სიმპტომები” (”Systema naturae”),
ლემურის გვარში (Lemur) 3 სახეობა
(Lemur tardigradus, Lemur catta და Lemur volans) იყო გაერთიანებული. ჩამოთვლილთაგან პირველი დღესდღეობით
ლორისების ოჯახს მიეკუთვნება, ხოლო ბოლო -
ფრთამატყლიანების (Dermoptera) რიგის წარმომადგენელია. ლემურის გვარი მონოტიპური მხოლოდ 1911 წ. ბრიტანელი ზოოლოგის ტომას ოლდფილდის წყალობით გახდა. თუმცა ამაზე გაურკვევლობა არ შეჩერებულა - მეცნიერები დაობდნენ იმაზე, არსებობდა თუ არა კატისებრი ლემურების ქვესახეობები. 1996 წელს წარმოიშვა თეორია, რომლის თანახმადაც, კატას სულ მცირე 1 ქვესახეობა არსებობს. საუბარი იყო მაღალმთიან რეგიონებში მობინადრე ლემურებზე, რომლებსაც უფრო ხშირი და ღია ფერის ბეწვი აქვთ. მაგრამ 2001 წელს პრიმატოლოგ კოლინ გრუვზის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინეს, რომ ამ სხვაობებს არანაირი კავშირი არ აქვთ ქვესახეობებთან, არამედ გარკვეული ადაპტაციაა, რომელიც გვხდება არამარტო სხვადასხვა პოპულაციებს, არამედ ერთსა და იმავე ჯგუფის ლემურებს შორის.
“საოჯახო პორტრეტი”კატა - შედარებით დიდი ზომის ლემურია, რომლის სხეულის საერთო სიგრძე 110 სმ-ს შეადგენს, საიდანაც ნახევარზე მეტი (დაახლოებით 63 სმ) შავი და თეთრი ფერის რგოლებით მორთულ კუდს უკავია. შავი რგოლების რაოდენობა თეთრებზე ყოველთვის ერთით მეტია; 13-14 და შესაბამისად 12-13 რგოლი, ხოლო კუდის დაბოლოება ყოველთვის მუქ ფერშია. სიგრძის მიუხედავად კუდი სულაც არ არის მოქნილი. ის ბალანსირის როლს ასრულებს, ასევე კატები მას კომუნიკაციისთვის იყენებენ. სხეულის ზედა ნაწილი დაფარულია ხშირი, ღია ნაცრისფერი ბეწვით, ყელი და მკერდი - თეთრით. დიდი ზომის ლემურების უმრავლესობისგან განსხვავებით მათი დრუნჩი ვიწრო და წაგრძელებულია. შავი, მუდამ სველი ცხვირით და შავი ფერის სამკუთხა ლაქებით თვალებს გარშემო.
ბინადრობის ადგილები ძირითადად წარმოდგენილია მადაგასკარის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ფოთოლმცვენი ტყეებით, სავანებით, მაღალმთიანი ტენიანი მარადმწვანე ტყეებით და მათი საყვარელი მდინარეების პირას გაშლილი ტყეებით.
კატები ერთადერთი ლემურები არიან, რომლებიც მიწაზე ბინადრობენ, ყოველ შემთხვევაში უმეტესწილად. მაგალითად კვებისთვის ახალი ტერიტორიის ძებნის დროს დაფარული მანძილის 80% მიწაზე სიარულით გადაილახება. ისინი ყველაზე მაღალსოციალური ლემურები არიან. თითოეული ჯგუფის ტერიტორია 6?40 ჰეკტარს შეადგენს, თავად ჯგუფი კი როგორც წესი 13-15 ცხოველისგან შედგება, თუმცა განსაკუთრებით დიდი ოჯახები 30 წევრსაც იტევენ. ჯგუფის ზომის ძირითადი შემზღუდველი ფაქტორები - ბინადრობის ადგილი და მისაწვდომი საკვების რაოდენობაა, რომელსაც წარმოადგენს ხილეული, კენკრა, მცენარეული საკვები და ცხოველური წარმოშობის საკვები (როგორიცაა უხერმხელოები, ასევე მცირე ზომის ფრინველები და ქვეწარმავლები). თუმცა განსაკუთრებულად უყვართ
თამარჰინდის (Tamarindus) ნაყოფი. ჯგუფში მკაცრი მატრიარქატი სუფევს. თითქმის მთელი წლის განმავლობაში (გამრავლების სეზონის გარდა), დედლები მამლებს აკონტროლებენ და ზედმეტს არ აბედინებენ. ჯგუფს 1 მთავარი დედალი მართავს, რომელიც თავისი სოციალური სტატუსის ყველანაირი პრივილეგიებით სარგებლობს. თავის მხრივ მამლებიც ამყარებენ იერარქიას ერთმანეთს შორის. კატისებრი ლემურები პოლიგინანდური ცხოველები არიან. რაც იმას ნიშნავს, რომ გამრავლების სეზონის დროს, რამოდენიმე მამალი იგივე რაოდენობის დედალთან წყვილდება, თუმცა დომინანტ მამალს შეუძლია უფრო მეტ დედალთან შეჯვარება. გამრავლების სეზონი წელიწადში 1 თვეს იკავებს - აპრილის შუიდან მაისის შუა რიცხვებამდე. სექტემბერში, მშრალი სეზონის მოახლოებისას, 135 დღიანი მაკეობის შემდეგ დედალი 1, იშვიათად 2 ნაშიერს შობს, რომელთა წონა 70 გრამს შეადგენს და ისინი ინსტინქტურად დედის მუცლის ბეწვს ჩაეჭიდებიან რაც შეიძლება ახლოს ხელებთან, სადაც განლაგებულია 2 ძუძუს თავი (დედალს 4 ძუძუს თავი აქვს, მაგრამ მხოლო წინა წყვილი ფუნქციონირებს). ზრდასთან ერთად პატარები დედის ზურგზე გადაადგილდებიან, საიდანაც ბევრად კარგი ხედი იხსნება, ჩანს მთლიანი ჯგუფის ყველა წევრი და მათთან კონტაქტის და იერარქიის დამყარება შეუძლიათ.
“Oh rly?!”რა თქმა უნდა ყველაზე კარგად მთავარი დედალის პატარას ეპყრობიან, როდესაც სხვა დედლებს და მათ შვილებს მუდამ უწევთ ბრძოლა ჯგუფში ადგილის დამკვიდრებისთვის. პატარა კატების ნახევარზე მეტი ცხოვრების 1 წლის მანძილზე იღუპება - ზოგი სასტიკ მოპყრობას ვერ უძლებს, ზოგი მტაცებლების მსხვერპლად იქცევა ან უბრალოდ ხიდან ჩამოვარდნის შედეგად კვდება, როგორც ეს ყველაზე ცნობილ და უნიკალურ პატარა კატას მოუვიდა: როდესაც 1997 წელს მეცნიერების ჯგუფი კატების საკმაოდ დიდ ოჯახს გადაეყარა, მათი ყურადღება პატარა, თეთრმა, ლურჯთვალება ლემურმა მიიპყრო. მისი ლამაზი თვალების გამო მაქსიმალურად შესაფერისი სახელი - საფირონი დაარქვეს. მართალია, დროთა განმავლობაში ბუნებაში იბადებიან ალბინოსი კატები, მაგარმ საფირონი უნიკალური იყო - ის მთლიანად თეთრი ბეწვით არ იყო დაფარული, კუდი ჩვეულებრივი შეფერილობის ჰქონდა. სამწუხაროდ მორიგი მიგრაციის დროს პატარა საფირონი ჯგუფს ჩამორჩა, სცადა დაწეოდა და მაღალი ხის ტოტიდან ჩამოვარდა...

”პატარა პრინცი
”ახალგაზრდა ლემურები ზრდასრული ლემურების საკვებზე მხოლოდ 5 თვის ასაკის მიღწევისას გადადიან, 2,5-3 წლის ასაკში კი ზრდასრულები ხდებიან.
This post has been edited by Jaguar paw on 23 Jul 2013, 22:02