გავაგრძელოთ მადაგასკარის ქამელეონების მიმოხილვა და ამჯერად ვისაუბრებთ
Furcifer-ის გვარის წარმომადგენლებზე, რომელიც დღესდღეობით დაახლოებით 19 სახეობას შეიცავს, საიდანაც 17 სახეობა მადაგასკარის ენდემია. ეს, მცირე, საშუალო და დიდი ზომის ქამელეონები გავრცელებული არიან მადაგასკარის დასავლეთით, სადაც სახეობათა უმეტესობა მშრალ ტყეებში ბინადრობს და მხოლოდ რამოდენიმე სახეობა ტენიან მარადმწვანე ტროპიკულ ტყეებში გვხდება. ზემოთ განხილული
Calumma-ს გვარის წარმომადგენლებისგან ისინი არამარტო გავრცელების არეალით განსხვავდებიან, არამედ უფრო ვიწრო მუზარადით და ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობით. მაგალითად რამოდენიმე მცირე ზომის სახეობების (კერძოდ კი
F. Antimena,
F. lateralis და F. labordi) ასაკი 1 წელს არასოდეს აღემატება. ისინი იბადებიან, მალე, დაახლოებით 4 თვეში აღწევენ სქესობრივ სიმწიფეს, ჯვარდებიან, დებენ კვერცხებს, რის შემდეგ მთლიანი პოპულაცია მათ გამოჩეკვამდე კვდება. ამავე დროს, დიდი ზომის სახეობები (
F. pardalis,
F. oustaleti და
F.verrucosus) დაახლოებით 20 წლამდე ცოცხლობენ.
საინტერესო ფაქტი - გვარის მცირე ზომის სახეობების ფეხმძიმე დედლები მკვეთრ შეფერილობას იღებენ და კონტრასტულობით მამლებს არ ჩამოუვარდებიან. მაგალითად
F. rhinoceratus-ის დედლები ამ დროს ვარდისფრები ან იასამნისფრები ხდებიან.
1968 წელს აღწერილი როგორც
Chamaeleo angeli,
ენჯელის ქამელეონი (Furcifer angeli), რომელმაც თავისი დასახელება ფრანგული ჰერპეტოლოგის პატივსაცემად მიიღო, გავრცელებული არის მადაგასკარის მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთით. ეს საშუალო სიგრძის ქამელეონი (მთლიანი სიგრძე 35 სმ-ს არ აღემატება) არ გამოირჩევა კონტრასტული შეფერილობით. პირიქით, საკმაოდ ერთფეროვანი შეფერილობის სხეულის გასწვრივ გადის ღია ფერის ზოლი. ენჯელის ქამელეონი სქესობრივად დიმორფული სახეობაა - მამლების ღირსება მათი ცხვირისმაგვარი წანაზარდია, რომელიც ასევე დედლებსაც შეიძლება გააჩნდეს, ოღონდ ბევრად მომცრო ზომის. გარდა ამისა დედლები მამლებზე თითქმის ორჯერ უფრო პატარა ზომის არიან.
ენჯელის ქამელეონი - მამალი
ენჯელის ქამელეონი - დედალი 1872 წელს ცნობილი ფრანგული ნატურალისტის ალფრედ გრანდიდიეს მიერ აღწერილი იყო მადაგასკარის სამხრეთ-დასავლეთით აღმოჩენილი ხვლიკი, რომელსაც მან
ანტიმენას ქამელეონი (F.antimena) დაარქვა, მისი აღმოჩენის ადგილმდებარეობის პატივსაცემად. ზომით ეს ქამელეონი არ განსხვავდება ზემოთხსენებული სახეოვისგან, ხოლო შეფერილობას რაც შეეხება, მამლების სხეულის ძირითადი ფონი მწვანე ფერის არის, ზედ ყვითელი ან თეთრი ზოლებით და ზოგჯერ არასწორი ფორმის მოყვითალო კოპლებით. დედლებს ბევრად ერთფეროვანი შეფერილობა ახასიათებთ - როგორც წესი ნაცრისფერი ან მუქი მწვანე. შეფერილობის და ზომების გარდა, სქესის გარჩევა ასევე რქისმაგვარი წანაზარდით არის შესაძლებელი, რომელიც რა თქმა უნდა ენჯელის ქამელეონის მსგავსად მამლების სიფათის ბოლოს ამშვენებს. ამ ორი სახეობის ერთმანეთისგან გარჩევის ყველაზე სწორი მეთოდი ზურგის შუაში განლაგებული ”სავარცხელი” არის, რომელიც მხოლოდ ანტიმენას ქამელეონს აქვს.
ანტიმენას ქამელეონი - მამალი
ანტიმენას ქამელეონი - დედალიF. campani, მცირე ზომის (მთლიანი სიგრძე 15 სმ-დე) ქამელეონი, რომელიც ბინადრობს მადაგასკარის ცენტრალურ მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1800-2300 მეტრის სიმაღლეებზე, სადაც წლიური საშუალო ტემპერატურა 19-20 გრადუსს არ აღემატება. სხეულის შეფერილობის ძირითადი ტონი სალათისფერიდან მუქ ნაცრისფრამდე მერყეობს. გვერდების გასწვრივ გადის 3 ყავისფერი ზოლი. თითოეულის ირგვლივ განლაგებულია ამობურცული ფორმის მქონე ციანიდის ფერის ქერცლი, რის გამოც მათ ”jeweled chameleon”-ს ანუ მარგალიტისებრ ქამელეონს უწოდებენ. ზოგიერთი ეგზემპლარის მუზარადს წითელი ფერის ქერცლი ამშვენებს.


F. campaniმადაგასკარის სამხრეთ-დასავლეთური ნაწილის ენდემური
F. balteatus, როგორც ტენიანი, ასევე მშრალი ტყეების ბინადარი არის. ეს საკმაოდ დიდი ქამელეონი, რომლის საერთო სიგრძე 50 სმ-ს აღწევს, როგორც წესი მწვანე შეფერილობის არის, ხოლო სხეულის გვერდების გასწვრივ გადის 2, ერთმანეთის პერპენდიკულარული თეთრი ან უბრალოდ ღია ფერის ზოლი, რის გამოც მას ”ორზოლიან ქამელეონს” უწოდებენ. ამ სახეობის სქესობრივი დიმორფიზმი გამოიხატება მამლების მოდიდო ზომებში და მათ თავზე არსებულ 2 გრძელ რქის ფორმის მქონე ქერცლოვან წანაზარდში.
F. balteatus-ის მამალი
F. balteatus-ის დედალიგადაშენების კრიტიკულ ზღვარზე მყოფი
ბელანანდას ქამელეონი (F. belalandaensis), პირველად აღმოჩენილი და აღწერილი იყო 1970 წელს იმავე სახელწოდების ქალაქში და ბოლო მონაცემების მიხედვით ბინადრობს დაახლოებით 4 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ტერიტორიაზე.
მადაგასკარის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქამელეონი არის 1800 წელს აღწერილი
F. biffidus, რომელიც ბინადრობს სამხრეთის სანაპიროს ტენიან ტყეებში
F. buffidus-ის მამალისაშუალო ზომების
ლაბორდის ქამელეონი (F. labordi) გავრცელებულია მადაგასკარის დასაველთ-სამხრეთით. როგორც წესი, მამლების შეფერილობა ნაცრისფერი ან მწვანე და თავს დიდი ”ცხვირი” ამშვენებს. ამ დროს დაახლოებით ორჯერ უფრო მცირე ზომის დედლები ბევრად ლამაზად არიან შეფერილი. მწვანე სხეულის გვერდებზე განლაგებულია მოლურჯო არასწორი ფორმის კოპლები, ხოლო ყელი კი დაზოლილია წითელი ხაზებით.

F. labordi-ს მამალი
F. labordi-ს დედალიF. lateralis, საშუალო ზომის (25 სმ) კიდევ ერთი ლამაზად შეფერილი ქამელეონია, რომელიც ძირითადად მადაგასკარის ცენტრალურ ნაწილში არის გავრცელებული.
F. campani-სგან განსხვავდება მოდიდო ზომებით, სხეულზე ციანისფერი ამობურცული ქერცლების და 3 ღია ფერის ჰორიზონტალური ზოლის უქონლობით.
F. lateralis-ის მამალი
F. lateralis-ის დედალიF. minor ბინადრობს მადაგასკარის ცენტრალური პლატოს ტერიტორიაზე, მაღალმთიანი რაიონების ტყეებში და ასევე წარმოადგენს ქამელეონთა იმ სახეობათა უმცირესობას, სადაც დედლები მამლებზე ლაზამად არიან შეფერილი. თუმცა მამლების ქარიზმა თავის ”შავ” საქმეს მაინც აკეთებს


F. minor-ის მამალი
F. minor-ის დედალიF. nicosai – გვარის ერთ-ერთი ყველაზე გვიან აღწერილი სახეობა, რომელიც 1999 წელს
ცინგი დე ბემარაჰას ნაციონალურ პარკში იყო აღმოჩენილი.
F. nicosai-ს მამალიმალაგასური გიგანტური ქამელეონი (F. oustaleti), დაახლოებით 65 სანტიმეტრის სიგრძეს აღწევს და ”მადაგასკარის ყველაზე დიდი ქამელეონის” წოდებაში პარსონის კალუმას უწევს კონკურენციას.
F. oustaleti-ს მამალი
F. oustaleti-ს დედალი კვერცხების დადების დროს