ოთარ იოსელიანი 1934 წელს, თბილისში დაიბადა.
1952 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის, დირიჟორისა და ფორტეპიანოს განხრებით.
1953 წელს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ორი წელი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.
1961 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (რუს. ВГИК) ალექსანდრ დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით.
1962 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმი "აპრილი", ხოლო 1964 წელს დოკუმენტური ფილმი "თუჯი" გადაიღო, უკვე ამ ფილმებში გამოჩნდა რეჟისორის ორიგინალური სტილი, რომელიც აშკარა იყო მის პირველ სრულმეტრაჟიან სურათში "ფოთოლცვენა" (1966). ამ ფილმისთვის მან კანის კინოფესტივალის სპეციალური კინოპრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი - საუკეთესო სადებიუტო ფილმისათვის დაიმსახურა.
1971 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "იყო შაშვი მგალობელი", ხოლო 1976 წელს კი რეჟისორმა დადგა "პასტორალი", რომელმაც ბერლინის ფესტივალის კინო-პრესის ჯილდო დაიმსახურა.
1980-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მუშაობს, სადაც რამდენიმე დოკუმენტურ და მცირემეტრაჟიან ფილმს იღებს.
1984 წელს "მთვარის ფავორიტებმა" ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეც. პრიზი დაიმსახურა. იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც - "და იყო სინათლე" (1989) და "ყაჩაღები თავი VII" (1996).
1986 წელს ოთარ იოსელიანი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო.
1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი ""In vino veritas!", რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს თავად ასრულებს.
2000 წელს საფრანგეთის კინოსკოლის მისაღებ გამოცდებზე ჟიურის თავმჯდომარეობდა.
2001 წელს დონოსტია-სან-სებასტიანის 49-ე კინოფესტივალზე ოთარ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივა მოეწყო. ასევე მისი ფილმების ჩვენება 2003 წელს, ბუენოს აირესის თავისუფალი ფილმების მე-5 საერთაშორისო ფესტივალზეც გაიმართა.
ფილმოგრაფია:1958 – "აკვარელი”, მოკლემეტრ. TV – რეჟისორი
1959 – "საპოვნელა”, მიკლემეტრ. – რეჟისორი
1961 - "აპრილი”, რეჟისორი, სცენარისტი
1964 – "თუჯი”, მოკლემეტრ.რეჟისორი
1966 – "გიორგობისთვე”, რეჟისორი
1969 – "ძველი ქართული სიმღერა”,რეჟისორი
1970 - "იყო შაშვი მგალობელი", რეჟისორი, სცენარისტი
1976 - "პასტორალი", რეჟისორი
1982 - Lettre d’un cinéaste ,TV – რეჟისორი
1983 - Sept pièces pour cinema noir et blanc – რეჟისორი, მსახიობი
1983 - Euzkadi été 1982 ,TV - რეჟისორი
1984 - "Les Favoris de la lune" (მთვარის ფავორიტები) რეჟისორი, სცენარისტი, მონტაჟი
1988 - "Un petit monastère en Toscane" რეჟისორი, მონტაჟი
1989 - "Et la lumière fut" (და იყო სინათლე) რეჟისორი, სცენარისტი, მონტაჟი
1992 - "La Chasse aux papillons" (ნადირობა პეპლებზე) რეჟისორი, სცენარისტი, მონტაჟი
1995 - "Seule, Géorgie" (საქართველო, ეული )
1996 - "Brigands, chapitre VII" (ყაჩაღები. თავი VII)
1999 - "In vino veritas!" (ცნობილი აგრეთვე როგორც "მშვიდობით, მშობლიურო მიწავ!) რეჟისორი, სცენარისტი, მონტაჟი, მსახიობი
2002 - "Lundi matin" (ორშაბათი დილა) რეჟისორი, სცენარისტი, მონტაჟი, მსახიობი
2006 - "Jardins en automne" (შემოდგომის ბაღები)
2010- "Chantrapas" (შანტრაპა)
ჯილდოები:"ფიპრესის პრიზი" - "Pastorali", ბერლინის საერთ. კინოფესტივალი, ახალი ფილმების ფორუმი, 1982
ჟიურის სპეციალური გრან-პრი –" Favoris de la lune, Les” - ვენის კინოფესტივალი, 1984
ჟიურის სპეციალური გრან-პრი – "Et la lumière fut” ვენის კინოფესტივალი, 1989
ნომინაცია - "ევროპული კინოჯილდო" - "Chasse aux papillons,La","ეუროპიან ფილმ ევარდსი" - ევროპული კინოფესტივალი, 1993
ანდრეი ტარკოვსკის ჯილდო - "Chasse aux papillons, La", მოსკოვის საერთ. კინოფესტივალი, 1993
ჟიურის სპეციალური გრან-პრი - "Brigands, chapitre VII" , ვენის კინოფესტივალი, 1996
ნომინაცია "ოქროს ლომი" - "Brigands, chapitre VII", ვენის კინოფესტივალი, 1996
"ნიკა" - "Brigands, chapitre VII" ,საუკეთესო რეჟისურა - "ნიკა ევორდსი" - რუსეთის საერთ. კინოფესტივალი, 1999
Prix Louis Delluc(Won) - "Adieu, plancher des vaches!" (1999) Prix Louis Delluc
"ფიპრესის პრიზი" - "Adieu, plancher des vaches!", "ეუროპიან ფილმ ევარდსი" - ევროპული კინოფესტივალი, 1999
"ფიპრესის პრიზი" - "Lundi matin", ბერლინის საერთ. კინოფესტივალი, 2002
"ვერცხლის დათვი" - "Lundi matin", საუკეთესო რეჟისურა - ბერლინის საერთ. კინოფესტივალი, 2002
ნომინაცია "ოქროს დათვი" - "Lundi matin" , ბერლინის საერთ. კინოფესტივალი, 2002
ჟიურის სპეციალური პრიზი - "Jardins en automne", "მარ დე პლატას" კინოფესტივალი, 2007
ნომინაცია - "საუკეთესო ფილმი" - " Jardins en automne", "მარ დე პლატას" კინოფესტივალი, 2007
რესურსები ინტერნეტში:wikipediaIMDB This post has been edited by Andy Warhol on 14 Apr 2018, 16:03