karduდიდი მადლობა ეს ტოპიკი რომ გახსენი!!! ძალიან მიყვარს შიამალანის ფილმები, განსაკუთრებით The Village. მუააააააააგარი სცენარია და მსახიობები ხოოოო საერთოდ გადასარევად თამაშობენ! ერთი ოთხჯერ მაქვს ნანახი და ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ და რამე ახალს ვხედავ ხოლმე. ბრაის დალასი (აივის როლს ასრულებს) და ჰოაკინ ფენიქსი არაჩვეულებრივად ლამაზი წყვილია! ხელი რო აქვს გაწვდილი აივის და ლუციუსს რომ ელოდება - ჩემი საყვარელი სცენაა ამ ფილმში, ვისაც ნანახი გაქვთ, გახსოვთ ალბათ ეგ მომენტი
უუუუუუჰ, ამ ფილმზე ბევრი შეიძლება ილაპარაკო.
Signs - მელ გიბსონს ვენაცვალე ზოგადად და კერძოდ ამ ფილმში
ვეთანხმები ფილმის იდეას - ყველა მოვლენას ჩვენს ცხოვრებაში აქვს დანიშნულება, მაგრამ ხშირად ჩვენ არ გვესმის, რაშია ეს დანიშნულება.
Lady in the Water კარგია და ალბათ პირველად შიამალანის ფიმში ფინალი არაა საოცრად მოულოდნელი და არ შეიცავს მთავარ ინტრიგას, თუმცა ინტრიგაც არის და დაძაბული ვითარებაც, მაგრამ ეს დაზაბულობა მთელ ფილმში იგრძნობა.
აგრეთვე პირველადაა, რომ ნაით შიამალანს დიდი როლი აქვს საკუთარ ფილმში (საერთოდ პაწია ეპიზოდებს ასრულებს ხოლმე).
The Sixth Sense უკვე კლასიკად შეიძლება ჩაითვალოს ალბათ. მე ამ ფილმში ის მაკვირვებს, რომ ბრიუს უილისს ასე მოუხდა როლი, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტებს არ დასდევს, არ ისვლის, ცუდ როჟებს არ ხოცავს და მსოფლიოს გადარჩენას არ ცდილობს
IMHO რეჟისორის დამსახურებაა, რომ მის ფილმებში ასე შესანიშნავად თამაშობენ მსახიობები, თან ბევრი მათგანი - მათთვის უჩვეულო ამპლუაშია.