თინეიჯერულ ასაკში ვუყურე და ახლა გადავიმეორე რეჟისორის ვერსია- ანუ 3 საათიანი რომ არის
თავის დროზე დიდად არ მომეწონა,მაგრამ დავიწყებული მქონდა ძირითადი სიუჟეტი და ბუნდოვნად მახსოვდა.
სხვადასხვა ჯგუფებში ისეთი ხალხი აქებდა გაქცევა შაუშენკიდან და შინდლერის სია რომ ყველაზე მაგარი კინო ჰგონიათ, ამიტომ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და მჯეროდა, რომ პაპსა ფილმი იყო, თუმცა ვეცადე ობიექტურად შემეფასებინა.
ფილმის ყურება დავიწყე აპრილში და ისე არ მომეწონა დღეს დავამთავრე
მოკლედ, იმაზე საშინელება აღმოჩნდა,ვიდრე ველოდებოდი
გასაგებია რომ შეიძლება ადამიანს მოეწონოს,მაგრამ მე არ მჯერა კაცმა კინო კარგად იცოდე და გესმოდეს და ამ ფილმზე თქვა შედევრიაო
ტიპმა კოელიოს ალქიმიკოსის მსგავსი სიბრძნე ფილმი დააბრეხვა
ტიპიური ჰოლივუდური კლიშეებით გატენილი ბანალური დრამა
საბრძოლო სცენები არის კატასტროფა
ტროა არ ვარგა ფილმი,მაგრამ საბრძოლო სცენები ძაან კარგია, განსაკუთრებით აქილევსის კუნძულზე დესანტირება
იგვე მაკედონელში ბევრად მაგარი სცენებია
აქ იმენა საბავშვო ბაღია
საშინელი სლომოუშენი
ჯვაროსნების გიჟებად და მანიაკებად გამოყვანა, განსაკუთრებით ის რიჟა წვერიანი ტიპი რა კვერცხობა პერსონაჟია
ბაზარი არაა საშინელებებს ჩადიოდენ ჯვაროსნები,მაგრამ ტიპი იმენა ჩვეულებრივი მანიაკია თვითონაც რომ არ იცის რისთვის იბრძვის არადა მანამდე საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად კეთროვან მეფეს ეამბორა ხელზე
სექსის უაზრო სცენის ჩაკვეხება თანამედროვედ მოაზროვნე მასტი გაჩითა მთავარ გმირათ
კარგი ჯანდაბას ეგ ეპატიება
ნეტავ ეგ იყოს მხოლოდ მაგ ფილმის მინუსი
ეხ, რიდლი რიდლი
რამოდენიმე ფილმი მართლა კარგი გაგივარდა ძმაო
მარა არ ხარ შენ ისეთი დიადი რეჟისორების კლანის წევრი 10 ფილმიდან 5 მაინც შედევრს რომ იღებდენ წაწყობილი
შენ არ ხარ კინოს არც მესი და არც რონალდო შენ ხარ კაკა
რამოდენიმე სეზონის კაცი