http://www.info.ge/Director.aspx?id=43იქნებადა არ იცით რომ აქ დევს
აკი კაურისმიაკი
04.04.1957 - ფინელი სცენარისტი, პროდიუსერი და რეჟისორი. ფინური კინოს კლასიკოსი, მან გააერთიანა დასავლეთი და აღმოსავლეთი თავის შემოქმედებაში. დაიწყო კარიერა როგორც მეორე რეჟისორმა თავისი ძმის ფილმებში. მისი დებიუტი როგორც დამოუკიდებელი რეჟისორისა შედგა 1983 წელს ფილმით “დანაშაული და სასჯელი”, დოსტოევსკის კრიმინალური ისტორია, რომელიც ვითარდება თანამედროვე ჰელსინკიში. მსოფლიო პოპულარობა მოუტანა ფილმმა “ლენინგრადელი კოვბოები ამერიკაში მიდიან”. განიცდის ლიუბიჩის, ბრესონის, ბუნუელის, მაკენდრიკის, ოდეუს, ტატის, პუდოვკინის და ბეკერის გავლენას. წაგების მეფე _ რეჟისორის ერთადერთი და საყვარელი გმირია. ეს არის თანამედროვე რასკოლნიკოვი (“დანაშაული და სასჯელი” 1983), არანაკლებ თანამედროვე ჰამლეტი (“ჰამლეტი შედის საქმეში” 1987), დღევანდელ პარიზში მოთავსებული ანრი მიურჟეს პერსონაჟები (“ბოჰემის ცხოვრება” 1992). კაურისმაკი შესანიშნავად გადმოსცემს ქრესტომატიულ სიუჟეტს XX საუკუნის მეორე ნახევრის ვიზუალურ ყოფას. მისი მხედეველობა სრულყოფილია _ კამერა ახდენს სასწაულს იქ, სადაც საშუალო დონის რეჟისორი ვერაფერს გახდება. გამომსახველობითი სიზუსტე და ასკეტიზმი ენერგიის კონცენტრირებაში ეხმარება. მოქმედება, როგორც წესი, ნაჩვენებია სტილიზებული კლიშეების სახით. იყენებს ჟანრულ სქემებს, პაუზებს. თავისი ფილმების სტრუქტურაში დებს თემაზე ნებისმიერი თვალსაზრისის შესაძლებლობას. აკონტროლებს ფილმის ყველა ელემენტს, აერთიანებს ირონიას და სენტიმენტალიზმს. არასოდეს აჩვენებს ლამაზ ლანდშაფტებს და ეროტიკულ სცენებს. შექმნა ე.წ. “პროლეტარული ტრილოგია” (“ჩრდილები სამოთხეში” 1986, ”არიელი” 1988, “გოგონა ასანთის ფაბრიკიდან” 1990), რომელშიც აჩვენა დღევანდელი ფინეთი. შესანიშნავი იუმორი _ რეჟისორული სტილის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით. მეგობრობს ჯიმ ჯარმუშთან, რომელიც ერთხელ თავის ფილმში გადაიღო.
ჯილდოები
Bangkok International Film Festival
2003 საუკეტესო სცენარი (Mies vailla menneisyyttä)
2003 ნომინირებული: საუკეთესო ფილმი (Mies vailla menneisyyttä)
Berlin International Film Festival
1999 C.I.C.A.E. (Juha)
1992 FIPRESCIს ჯილდო ახალი ფილმისთვის (Vie de bohème, La)
Cannes Film Festival
2006 ნომინირებული: ოქროს პალმის რტო (Laitakaupungin valot)
2002 ნომინირებული: ოქროს პალმის რტო (Mies vailla menneisyyttä)
2002 ნომინირებული: ოქროს პალმის რტო (Kauas pilvet karkaavat)
2002 გრან პრი (Mies vailla menneisyyttä)
2002 ჟიურის მთავარი პრიზი (Mies vailla menneisyyttä)
1996 ჟიურის მთავარი პრიზი (Kauas pilvet karkaavat)
César Awards, France
2002 ნომინირებული: საუკეტესო ევროპული ფილმი (Mies vailla menneisyyttä)
European Film Awards
2002 ნომინირებული: საუკეტესო რეჟისორი (Mies vailla menneisyyttä)
2002 ნომინირებული: საუკეტესო ფილმი (Mies vailla menneisyyttä)
2002 ნომინირებული: საუკეტესო სცენარი (Mies vailla menneisyyttä)
1992 ნომინირებული: საუკეტესო ფილმი (Vie de bohème, La)
1990 ნომინირებული: საუკეტესო ფილმი (Tulitikkutehtaan tyttö)
Moscow International Film Festival
1989 FIPRESCI-ს პრიზი ( Ariel)
ფილმები:
1983 - საიმა-მოვლენა / Saimaa-ilmiö
1983 - დანაშაული და სასჯელი / Rikos ja Rangaistus
1985 - კალამარის კავშირი / Calamari Union
1986 - ჩრდილები სამოთხეში / Varjoja paratiisissa
1987 - ჰამლეტი მიდის ბიზნესში / Hamlet liikemaailmassa
1988 - არიელი / Ariel
1989 - ლენინგრადელი კოვბოები ამერიკაში მიემგზავრებიან / Leningrad Cowboys Go America
1990 - გოგონა ასანთის ქარხნიდან / Tulitikkutehtaan tyttö
1990 - მე მკვლელი დავიქირავე / I Hired a Contract Killer
1992 - ბოჰემური ცხოვრება / La vie de bohème
1994 - თავსაფარს გაუფრთხილდი, ტატიანა / Pidä huivista kiinni, Tatjana
1993 - ლენინგრადელი კოვბოები ხვდებიან მოსეს / Leningrad Cowboys Meet Moses
1996 - სადღაც ღრუბლებში / Kauas pilvet karkaavat
1999 - იუჰა / Juha
2002 - ადამიანი წარსულის გარეშე / Mies vailla menneisyyttä
2002 - ათი წუთით უფროსი - ვიოლანჩელი (ეპიზოდი”ძაღლები ჯოჯოხეთში არ მიდიან”)/ Ten Minutes Older: The Trumpet (segment Dogs Have No Hell)
2006 - გარეუბნის ჩირაღდნები / Laitakaupungin valot
მე ახლა ჩავუჯექი ნელნელა
თითქმის ყველა ფილმი დევს