მაგარი სერია იყო მეცამეტეც, მაგრად ვისიამოვნე. ორნ ფრი ტაა რა დღეში იყო

ეჰ ჰყვარებია ობი-ვანს ჰერცოგინია სატინი.

როგორ უთხრა თავის დროზე სიყვარული, რომ აგეხსნა ჯედაი აღარ ვიქნებოდიო.

დასახელება
ყველგანმავალი AT-AT (All Terrain Armoured Transport)

მწარმოებელი
კუაიტ დრაივ იარდსი (KDY)
სიგრძე
20.8 მეტრი
სიმაღლე
15.5 მეტრი
ეკიპაჟი
3 (მძღოლ-მექანიკოსი, იარაღის ოპერატორი, ეკიპაჟის მეთაური)
დესანტი
40 ქვეითი სრული შეიარაღებით ან 5 სპიდერი, 2 AT-ST, 6 მძიმე ტანკი S-1
სიჩქარე
60 კმ/ს(ზედაპირის შესაბამისად)
ძრავა
KDY FW-62
შეიარაღება
2 მძიმე ლაზერული ქვემეხი კაბინის ქვეშ(ან მსუბუქი სახომალდო ტურბოლაზერი) და 2 სწრაფმსროლი ბლასტერული ქვემეხი საშუალო სიძლიერის განლაგებული კაბინის გვერდებზე
ბრონი
მძიმე ბლასტერმშთანთქავი ბრონირებული ზედაპირი
ფარი
არ აქვს
* * *
ესეც დასარული......

ეკონომიკა
გალაქტიკური რესპუბლიკის გავლენა გალაქტიკურ ეკონომიკაზე დაკავშირებული იყო მის რეგულირებად უფლებამოსილებასთან, რესპუბლიკური კრედიტების შექმნასთან და აუცილებელი სტურქტურების ნებართვასთან. გალაქტიკური რესპუბლიკის ეკონომიკის გულად პლანეტარული ვაჭრობა ითვლებოდა. შიდასაპლანეტო ვაჭრობას შეეძლო მხარი დაეჭირა აგგილობრივი ეკონომისთვის, თუმცა ბევრ შემთხვევაში დიდი დონე სამთავრობო ხარჯების საჭირო საზოგადოების განვითარებისთვის, შეეძლო მხოლოდ პლანეტაშორისო ექსპორტს უზრუნველყო. ზოგიერთი პლანეტა ამ პერიოდში ინახავდა საკუთარ ფლოტს, თუმცა ბევრს დიდი სატვირთო ფირმების იმედი ქონდა, როგორიც სისტემა კსიზორის სატრანსპორტო ფირმა იყო ან დამოუკიდებელ ტვირთ-გადამზიდავებს ტვირთების საჭირო მარშუტამდე მისტანად.
კორპორატიული სექტორი ფორმირებული იყო 490 წელს იავინის ბრძოლამდე, განსათავისუფლებლად სხვადასხვა საკანონმდებლო და კორპორატიული ბიზნესმენებისგან. ბოლო ათასწლეულში გალაქტიკური რესპუბლიკის კომერსანტებმა დაიწყეს გაერთიანება გილდიებში, რადგან მოეხდინათ საჭირო გავლენა საკანონმდებლო სფეროში უფრო ეფექტური დონის მისაღწევად. ამ დროს ბევრი მსგავსი გილდია, როგორიც სავაჭრო ფედერაცია, ტექნო-კავშირი და სავაჭრო გილდია დაეცნენ კლონების ომის შემდეგ, გადარჩენილმა წევრებმა უფლებამოსილი კორპორატიული სექტორი შეკრიბეს. ათასობით ვალუტა გამოიყენებოდა მთელ გალაქტიკაში. გალაქტიკური რესპუბლიკის კრდიტები ყველაზე გავრცელებული ვალუტის ფორმა იყო. რესპუბლიკის განსაკუთრებული მდგომარების გამო, კრედიტებს ყველა პლანეტაზე იღებდნენ, მხოლოდ ყველაზე შორეული პლანეტების გარდა.
საზოგადოება კულტურა
გალაქტიკური რესპუბლიკა მრავალფეროვანი კულტურით გამოირჩეოდა. პლანეტები, რომლებიც რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდნენ, შესაძლებლობა საკუთარი კულტურა ჰქონოდათ ადგილობრივ რწმენის, წეს-ჩვეულების და ტრადიციის შესაბამისად. რესპუბლიკაში ფართოდ იყო წარმოდგენილი სხვადასხვა კულტურებით: რელიგიური კავშირებიდან დაწყებული ჯედაების მსგავსად კომუნ-ულევამდე. აგრეთვე რესპუბლიკა იჭერდა ლიბერალურ პოლიტიკას ხელოვნების მიმართ. გალაქტიკური რესპუბლიკის ეპოქაში დომინირებული სტილი მხატვრობაში სიმდიდრე და მორთულობა იყო. თუმცა ადამიანთა ცენტრალიცაზია არაკანონიერი იყო მგრძნობიარე გალაქტიკური კონსტიტუციით, ის არსებობდა ყველგან გალაქტიკური რესპუბლიკის ცხოვრებაში. ადამიანთა კომპანიები, ცერკას მსგავსად, იმონებდნენ არადამიან რასებს, ამავე დროს პლანეტა ტარისი საუკეთესო ტერიტორიებს სთავაზობდა ადამიანებს, იძულებულს ხდიდა არადამიანებს ეცხოვრათ გეტოებში. გალაქტიკაში მონების უმრავლესობა არადამიანი იყო.
შეიარაღებული ძალები
რესპუბლიკის ადრეული დღეები არ იყო მშვიდობიანი, რესპუბლიკის გაფართოვებამ გალაქტიკაში გავლენა მოახდინა ბევრ სამხედრო კონფლიქტზე. რესპუბლიკას მშვიდობის შესანარჩუნებლად ჯარი და ფლოტი სჭირდებოდა. რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები იბრძოდნენ ბევრ კონფლიქტში, დიდი ჰიპერკოსმოსური ომის და სხვადასხვა კონფლიქტის სახით როგორიც ძველი და ახალი სითხების ომები იყო. რუსაანთან ბრძოლის შემდეგ, რესპუბლიკამ დაშალა შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი, შეინარჩუნა არც ისე დიდი ნაწილი უაფრთხოების შესანარჩუნებლად, მოგვიანებით ცნობილი როგორც სასამართლო განყოფილება. ამას უნდა დაემტკიცებინა რესპუბლიკის სამშვიდობო იდეალები, რამდენადაც რესპუბლიკა ჯედაებს იყენებდა როგორც “მშვიდობის დამცველებს.” ზოგიერთი სავაჭრო ორგანიზაცია, სავაჭრო ფედერაციის, გალაქტიკაშორისი საბანკო კლანის და სავაჭრო გილდიის ტიპის, საკუთარ შეიარაღებულ ძალებს ინარჩუნებდნენ, საკუთარი მოგების დასაცავად, თუმცა ხშირად იმუქრებოდნენ ამ ძალით, როგორიც ნაბუსთან ბრძოლა იყო. ცალკეული სექტორები აგრეთვე ინარჩუნებდნენ საკუთარ უსაფრთხოების ძალებს, სამეფო უსაფრთხოების ძალების და კორელიის კორსეკის მსგავსად, ზოგჯერ ისინი გამოიყენებოდნენ არც ისე დიდ ბრძოლებში. მაგრამ არ არსებობდა არავითარი ცენტრალური საკომანდო პუნქტი, თან რესპუბლიკის ბოლო პერიოდში წევრებს სძულდათ ცვლილებები. კლონების ომმა ეს ყველაფერი შეცვალა. რესპუბლიკას არ გააჩნდა მუდმივი შეიარაღებული ძალები დამოუკიდებელ კონფედერაციის სისტემასთან საბრძოლველად, რომელმაც შეიარაღებული ძალების შექმნის აქტის წარმოდგენა გამოიწვია, რომელსაც ბევრი პაციფისტი რესპუბლიკის ლიდერი ეწინააღმდეგებოდა პადმე ამიდალის მსგავსად ნაბუდან, რომელსაც ომში ჩართვის ეშინოდა. შეიარაღებული ძალების აქტის შექმნის მომხრეები ორნ ფრიი ტა რილოტიდან და ასკ ააკი მალასტარიდან იყვნენ. ათწლეულით ადრე კლონების ომამდე, შორეულ პლანეტა კამინოზე საიდუმლოდ შექმნილი იყო კლონების ჯარი. როცა ეს გახდა ცნობილი, კონფედერაციამ უარყო მოლაპარაკებები რესპუბლიკასთან, რესპუბლიკამ მიიღო ეს ჯარი, რომელიც ყველგანმავალ AT-TE-ს,

საბრძოლო ვერტმფრენებს LAAT-ის სერიის

, ჯაგერნაუტებს A5 და A6, ვარსკვლავთმფრენებს გამარჯვება-I კლასის, ვარსკვალთმფრენს მონადირის კლასის და ბევრ სხვა ტექნიკას და ვარსკვლავთმფრენს, რომელიც გაერთიანებული იქნა დიად რესპუბლიკის ჯარში.

სამხედრო ნათლობა ჯარმა 22 წელს იავინის ბრძოლამდე ჯეონოსისზე მიიღო სეპარატისტების დროიდებთან ბრძოლის დროს. კლონების არმიამ მონაწილეობა მიიღო ბევრ ბრძოლაში ისეთ პლანეტებზე, როგორიცაა: მუუნილისტი, დაკი, დჟაბიიმი, კატო, ნეიმოიიდია და კორუსანტი. უმაღლესმა კანცლერმა პალპატინმა 19 წელს იავინის ბრძოლამდე გარდაქმნა გალაქტიკური რესპუბლიკა გალაქტიკურ იმპერიად. კლონი-მეომრები დიდი რესპუბლიკის არმიის შეცვლილი იყვნენ დამრტყმელებით, რეგულარული ჯარი და ვარსკვლავთმფრენები გაყოფილ იყვნენ იმპერიულ ჯარად და ფლოტად შესაბამისად.
ასტროგრაფია
გალაქტიკური რესპუბლიკა შედგებოდა არსებითად ცნობილი გალაქტიკური ნაწილით, ვრცელდებოდა ძირითადი სამყაროდან ველურ კოსმოსამდე, ითვლებოდა რომ, მთავრობას ჰქონდა მცირე ძალაუფლება შორეულ მხარეებზე და ყურადღებას ამახვილებდა ძირითად სამყაროზე. გალაქტიკური რესპუბლიკის დედაქალაქი კორუსანტი იყო. პლანეტა გალაქტიკის კულტურული და ეკონომიკური ცენტრი იყო, იმის მიუხედავად რომ, ბირთვის გარეთ მდებარეობდა. იმისთვის რომ, ხაზი გაესვათ მისი მნიშვნელობისთვის გალაქტიკურ საქმეებში, კორუსანტს მიანიჭეს კორდინატებო 0-0-0 სტანდარტულ გალაქტიკურ კოორდინატთა სისტემაში.
This post has been edited by Qlunchxi on 9 Feb 2010, 23:30