tinaland
გამარჯობა,
ანიმეს 1993 წლიდან ვუყურებ და ძალიან მომწონს. შეიძლება ბევრს ეგონოს რომ ყველა ანიმეში დიდი თვალები და წაწვეტებული თმებია. მაგრამ ეს არის გავრცელებული ცრუ მოსაზრება იმ ხალხის მიერ, ვისაც მხოლოდ ანიმე სურათები აქვს ნანახი.
ანიმეში მომწონს სიუჟეტები და ხშირ შემთხვევაში გრაფიკაც. ზოგჯერ ანიმეს იმდენად მაღალი დონის გრაფიკა აქვს, რომ ფილმებსაც შეშურდებათ. სიუჟეტებიც კი ფილმებზე გაცილებით უფრო მაგარი აქვთ, ამიტომაც დიდი ხანია რომ ფილმებს აღარ ვუყურებ თავიანთი ბანალურობის გამო.
!!!რაც შეეხება დიდ თვალებს, ანიმეში უკვე თითქმის აღარ ხატავენ დიდ თვალებს, ეს იყო დაახლოებით 90-იანები წლის სტილი, როდესაც დიდ თვალებს იყენებდნენ!!!ნუ გგონია რომ ყველა ანიმე ერთი სტილით არის დახატული. ყოველი ანიმე ერთმანეთისგან განსხვავდება ნახატის მხრივ, სწორად ამით იქმნება კონკურენცია ანიმე სტუდიებს შორის.
მარტივი მაგალითები, თუ როგორ შეიძლება განსხვავდებოდეს ანიმეს ხატვის სტილები ერთმანეთისგან:
http://www.youtube.com/watch?v=B5wv4ZW1QO0თუ მოგწონს იაპონელი კლასიკოსი ნოველისტები, აუცილებლად უყურე Aoi Bungaku-ს, რომელიც დაფუძვნებულია აკუტაგავაზე და სხვა ცნობილი ნოველისტების ნაწარმოებებზე.
http://www.youtube.com/watch?v=hq_NifY8JiMსამწუხაროდ ეს ფორუმი არ მაძლევს იმის საშუალებას რომ უფრო კარგად აგიხსნა ყველაფერი. თუ გინდა მომწერე " სკაიტი" XD ან მსნ-ი და ჩაგამატებ.
This post has been edited by Ice_Queen on 14 Jul 2010, 11:48