ბიორნ ანდრესენი: "ტაძიოს როლი ჩემთვის ტრავმა არ ყოფილა, მაგრამ მძიმე ჩრდილი აღმოჩნდა. მის გარეშე ცხოვრება უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ არა ასეთი საინტერესო."
ტაძიო როგორც დიონისეს არქეტიპის განსახიერება.
ყმაწვილი, უწვერული დიონისე, რომელიც მშვენიერია და ექსტაზს იწვევს.
მისი ფიზიკური სრულყოფილება და მაგნიტურობა აშენბახში აკვიატებას იწვევს. ტაძიო ნიცშეს გაგებით დიონისურ პრინციპს განასახიერებს - წმინდაა, ინსტინქტური, თავისუფალი და ამით უპირისპირდება აშენბახს, რომელიც აპოლონურ პრინციპს განასახიერებს - მკაცრია და რაციონალური.
მარად ახალგაზრდაა დიონისე, განახლებასთან დაკავშირებული. ქაოსი, ვნებათაღელვა შემოაქვს მას.
ტაძიოში გაცხადებული დიონისე აშენბახმა ბოლოს ზღვის ფონზე იხილა. ზღვა ყოვლისმომცველია, ხილვა კი ბუნდოვანი, როგორც სიზმარი, ზღვარი იშლება ცხადსა და ზმანებას შორის. ეს არის დიონისური ვნება, რომელიც სრულად შთანთქავს ადამიანის პიროვნებას, თრობის ღმერთი დაშლა-დანაწევრების ეფექტს იწვევს, ვნებები სრულად იპყრობს ადამიანს კვდომის პროცესში.
ზღვიდან ელოდებიან დიონისეს მეორედ მოსვლას. როდესაც ადამიანში რაციონალიზმი იმარჯვებს და მას ჰგონია, რომ ინსტინქტები საბოლოოდ მოთოკა და ყურადღება გადაიტანა, ამ დროს აღელვებული აფექტებიდან (ზღვიდან) მობრუნდება დიონისე ტრიუმფით, როგორც პირველყოფილი ლტოლვების განსახიერება.


რევოლუცია ჭადის ჭამა არ გეგონოს. (გურულ მეამბოხეთა გამოთქმა)