"უძინართა მზე" ძალიან კარგი ფილმია.
ბევრი მიიჩნევს, რომ ყალბია და ზოგს გული ერევა კიდეც ამ "სიყალბეზე", მაგრამ მე არ მინახავს სურათი, რომელშიც უფრო მეტი ნაღდი და მართალი გულისტკივილი იყოს ჩადებული. ემოციური ადამიანი ყველა ეპიზოდზე ცრემლად დაიღვრება, ალბათ.

თან, მეორედ რომ უყურებ, ემოცია მატულობს. რამდენი მაგარი მომენტია: ვირთხები რომ გაექცევა ექიმს, ავადმყოფს რომ ვერ მიუსწრებს და ა.შ და ა.შ
ცოტა ხელოვნური და ყალბი, ჩემი აზრით, შეიძლება, მოგეჩვენოს დათოს დის, აგნესას, თამაში, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ არაპროფესიონალი მსახიობები ასრულებენ როლების უმეტესობას, თუმცა უმრავლესობა მშვენივრად ართმევს ამოცანას თავს.
ელგუჯა ბურდულის მეტი არავინ თამაშობს წესიერადო, ერთგან წავიკითხე. ეს მაშინ, როცა 11 000 კაცში აარჩია ბაბლუანმა დათოს გმირი!
ზოგადად, მაგარი ტიპაჟებია ფილმში.
მსახიობებს, საერთოდ, თავი დავანებოთ და ხშირად შეხვდები ასეთ ძლიერ სცენარს, თანაც ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზება რომ არ იყოს?! ჯერ მარტო ის რად ღირს, დათო რომ ტირის ფილმის ბოლოს, მერე ამოიხრებს და სკამზე ჩამოჯდება, რამხელა ტკივლია გადმოცემული, უსიტყვოდ, ზედმეტი მოქმედებების გარეშე! არავითარი ყბედობა და ძალად გაწელილი ქრონომეტრაჟი, უამრავ, საყოველთაოდ აღიარებულ, ამერიკულ ფილმს რომ ახასიათებს.
ახლა გამახსენდა, მამა რომ საყვედურობს დათოს, შენ მე, საერთოდ, არ გიყვარვარო, თუ რაღაც მსგავსი და დათო, რომ პასუხობს: "მაგას ნუ მეტყვი და რაც გინდა ის მითხარი!"
ისეთ ფილმებში, როგორიცაა "ტიტანიკი", "გაქცევა შოუშენკიდან", "მწვანე მილი" და სხვ. მთელ დიალოგებს მოისმენ და მაინც ვერ ამბობს რეჟისორი სათქმელს ბოლომდე. მილიარდები კი იხარჯება, რაღაც სასწაულით! ჩამოთვლილი ჰოლივუდური ფილმებიც ძალიან მომწონს, სხვათა შორის, მაგრამ... მაგრამ რაღაც აკლიათ, უფრო მეტი გრძნობა და დახვეწილობაა, საჭირო, ვფიქრობ.
ეჰ, სცენარი იყოს კარგი და უზარმაზარი ბიუჯეტი არ სჭირდება კარგი სურათის გადაღებას, მინიმალური სახსრებითაც იქმნება შედევრები!
ფილმის საუნდტრეკი კიდევ ცალკე თემაა. ცნობილ "რამდარიროს" არ ვგულისხმობ. ის მუსიკა მაქვს მხედველობაში, დაძაბულ ეპიზოდებს რომ გასდევს და კონტრასტს რომ ქმნის თავისი სიწყნარითა და სევდით.
მუსიკაზე საუბარი ყოველთვის მიჭირს, ჯობია თავად მოუსმინოს, ვისაც აინტერესებს.
ბერლინალეზე რომ გაიმარჯვა ფილმმა ამასაც დავამატებ და მოვრჩები, გამიგრძელდა სიტყვა, მგონი.
This post has been edited by varisvincvar on 25 Jan 2013, 23:54