ValenTine_Kellyვამპირი რო არაა მე იმას ვაღიAრებ
ბრედ პიტთან ინტერვიუ დასავლელმა ჟურნალისტებმა ჩაწერა– როგორია ნამდვილი ბრედ პიტი?
– ის თქვენ წინაშე ზის.
– ისევ დიდი ბავშვი ხართ?
– არა, ბავშვი აღარ ვარ, მე უკვე 6 ბავშვის მამა ვარ და უფლება არ მაქვს, ანჯელინასათვის მეშვიდე ბავშვი ვიყო.
– ცხოვრებაში ბედნიერება იპოვეთ?
– კი, ახლა იმ ცხოვრებით ვცხოვრობ, რომლისკენაც ყოველთვის მივილტვოდი.
– გჯერათ ღმერთის, სულის, უკვდავების?
– არა, დაახლოებით 20 პროცენტით ათეისტი ვარ და 80 პროცენტით – აგნოსტიკი. სანამ არ მოკვდები, აზრი არა აქვს იმქვეყნიურზე ფიქრს.
– სიბერის გეშინიათ?
– ჭაღარა თმა ლამაზად ფარავდა მის დანაოჭებულ სახეს. რა მშვენიერი გამოთქმაა, არა? არ მეშინია.
– აღწერეთ ის დღე, როცა საკუთარი შვილების მამის როლზე მუშაობთ.
– ადრე ვდგები, ვამზადებ საუზმეს, ვაცმევ ბავშვებს და მიმყავს სკოლაში. ამ დროს ანჯელინა ალბათ გადაღებებზეა, რადგან ვმორიგეობთ.
– ანჯელინამ ერთხელ ახსენა, რომ თქვენს საძინებელში გიგანტური საწოლია, სადაც მთელი ოჯახი თავისუფლად ნებივრობთ.
– ჩვენი საწოლის სიგანე 3 მეტრია, მაგრამ ის ჩვენთვის მაინც პატარაა. როცა ბავშვები შემოგვესევიან, უკვე ვეღარ ვეტევით.
– დრო გრჩებათ სიყვარულისათვის?
– რა?
– ანჯელინასთან განმარტოებას თუ ახერხებთ?
– რა თქმა უნდა. ამის გარეშე ჩვენი ურთიერთობა შეუძლებელი იქნებოდა.
– როგორ ახერხებთ, სად?
– ეს ჩვენი ოჯახური საიდუმლოა.
– პასუხებს ძალიან მოკლედ და სწრაფად იძლევით.
– 6 შვილის მამა ვარ და ამიტომ ვალდებული ვარ, ვიყო სწრაფი და მობილიზებული.
– რა მანქანით დადიხართ?
– მოტოციკლი მირჩევნია.
– რამდენი მოტოციკლი გყავთ?
– მაპატიეთ, ვერ გიპასუხებთ, რადგან არ ვიცი. ბევრი.
– რაც გაგაჩნიათ, მათ შორის ყველაზე ძვირფასი რა არის თქვენთვის?
– ჩემი ოჯახი და რამდენიმე მოტოციკლი.
მიმაგრებული სურათი