ფარენჰეიტთან რაღაც ვერ დავაკავშირე ეს ფილმი (კი, ხელოვნების ნაწარმოებებს ორივეგან წვავენ, მაგრამ რაღაც ძალიან განსხვავებული მგონია ერთმანეთისგან) და აი, ოლდოს ჰაქსლის "Brave new world"-დან ძალიან ბევრი რამ აქვთ აღებული

ემოციების გამანეიტრალებელი წამალი "პროზიუმი" - ჰაქსლისთან კარგ ხასიათზე მომყვანი "სომა" , სიმბოლო "T" ორივეგან, გაღმერთებული ფორდი - ჰაქსლისთან, და ფილმში ის ყველაზე მთავარი "მამას" რომ ეძახიან.. მოკლედ ფილმის სცენარისტი ალბათ კარგად იცნობდა დისტოპიურ ნაწარმოებებს და მშვენივრად გამოიყენა ბევრი ელემენტი

შესაბამისად, ფილმიც კარგად დატვირთული და გემრიელი გამოვიდა (თუმცა როგორც აქ უკვე ახსენეს, ბევრი რამ არ ებმის ერთმანეთს და სერიოზული ხარვეზებია)
ისე შემიყვარდა ბეილი ამ ფილმიდან, რომ გონება მებინდება და სული მიმდის რომ ვუყურებ

მმმმმმმმმმმმმმმ მისი მსგავსი არავინ შემხვდეს თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ
Keep things at arm's length. If you let anything come too near, you want to hold on to it. And there is nothing a man can hold on to.