რა დამაძინებს,რა დამაძინებს,
უსაშველოა წუხილი ჩემი,
შენი თვალების ზღვაში ჩავძირე
იმედისა და ოცნების გემი,
ვერ დამათრობდა კარგი თამადაც,
ერთი ღიმილით შენ რომ დამათვრე,
რატომ შემხედე ასე თამამად?
თვალები რატომ შემომანატე?
მას შემდეგ ჩემთვის ყველგან ღამეა,
და ყოველ წუთას უფრო ღამდება,
ჩემი სიღერაც განა რამეა?
ოღონდ ეგაა-არ დამთავრდება,
რა დამაძინებს რა დამაძინებს,
უკვე მეზიენა მე ჩემი წილი,
მაგრამ ამ მიწას ვიდრე ვამძიმებ,
არ გეღირსება შენც მშვიდი ძილი..