მიყვარს ძალიან ეს რეჟისორი. მისი"მემანქანე" (პატარა სანდრინო გახსოვთ? ), "განქორწინება იტალიურად", "ქალბატონები და ბატონები", "ალფრედო ალფრედო"....

სხვათა შორის, "განქორწინებაში" ციტირებულია ფელინის "დოლჩე ვიტა" - გახსოვთ, მთელი კადრებია შემოტანილი და აღწერილია ის აჟიოტაჟი, რაც ფელინის შედევრმა შემოიტანა იტალიურ ცხოვრებაში
მე არ მეგულება სხვა რეჟისორი, ასეთ გულუხვ PR-ს რომ უგორებდეს თ ა ვ ი ს ფილმში სხვა, თუნდაც ძალიან დიდი თანამედრვის კინოს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ დიდი ტალანტი არასოდეს არ არის შურიანი
ჩემს ცხოვრებაში მას აქეთ არაფერი არ მინახავს ისე მიმზიდველი, როგორიც სტეფანიაა იმ ფილმში....

და რაც ძალიან მნიშვნელოვანია -
კარლო რუსტიკელი...

ლეგენდა ამბობს, რომ ფედერიკო ფელინიმ გააცნო ერთმანეთს პიეტრო ჯერმი და კარლო რუსტიკელი, მაგრამ კაცმა არ იცის.
ყოველ შემთხვევაში, ყველამ ვიცით ნინო როტა და ენცო მორიკონე, მაგრამ არა მგონია, რომ ვიცით ეს მუსიკოსი, ჯერმის ფილმების თანაავტორი... არა და - მაგარია

მაგის საუნდტრეკები დაბრედვაა, ჭკუაზე გადაგაყენებენ............
This post has been edited by Johnnie Walker on 8 Aug 2008, 01:48