გუშინ ვნახე

მიყვარს გაი რიჩი და მის წინა ნამუშევრებსაც აშკარად ჯობია რაღაცით, რითი ვერ ვხდები... ( შეიძლება გაზრდილმა ბიუჯეტმაც იმოქმედა)
თოთოეული სცენა არის კარგი, მოკლე და საჭირო.... (ანუ they make sense) და უაზროდ გაწელილი კადრები არ არის... ჩხუბის სცენების დროსაც კი ( რისი შემოკლებაც რიჩისთვის ძალიან რთული და მტკივნეული პრცოცესი იქნებოდა დამეთანხმებით

) კელტური მარშის ფონზე საკმაოდ მოზომილი ქრონომეტრაჟია...
არის ნაკლები სისხლი და გინება ( ესეც რიჩის ძალიან ფაქიზი წერტილი)
რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ეს მხოლოდ მისი ნამუშევარი არ არის, და ვერც იქნებოდა...მთელი ჰოლივუდია ჩართული და ეტყობა ამის გავლენა, ეს ნორმალურიცაა ვორნერ ბრაზერსი ამ პროექტის 100 %-ით გაკეთებას მას ვერ მიანდობდა და საბოლოოდ ეს თანამშრომლობა საკმაოდ კარგ box office-შიც აისახა. ( ნუ ავატარის ფონზე რა თქმა უნდა )
იუმორი და პერსონაჟების ხასიათიც ძალიან კარგად არის გადმოცემული.
გაფორმება, კოსტუმები, იმ პერიოდის ლონდონი და ის ხიდიც მშენებლობის პროცესში, ამერიკის სამოქალაქო ომიც კი და ბრიტების ცინიკური დამოკიდებულება ამის მიმართ...
ყველაფერია ზომიერადაა გადმოცემული..
და რაც ყველაზე მთავარია რობერტ დაუნი ჯუნიორი და ჯუდ ლოუ...განუმეორებელი წყვილი აღმოჩნდა..ეკრანზე აქვთ რაღაც წარმოუდგენელი chemistry...ძალიან კარგად მოერგნენ როლს...მაგრამ აი მაგრამ უნდა ავღნიშნო ჯუდ ლოუ

....წარმოუდგენლად ახალგაზრდა და ნიჭიერი ვატსონი დახატა, განუმეორებლად ითამაშა...განსაკუთრებით ველოდებოდი მას ამ როლში და მოლოდინს გადაარჭაბა თავისი დაკვირვებული და ჭკვიანური თამაშით...განუმეორებელი იყო...
ჯამში ფილმს 8/10 შევაფასებდი..
p.s ის პატარა ძაღლი მინიმუმ ოქროს გლობუსს იმსახურებს...
რა თქმა უნდა ზოგადად ბანალურობა იყო ფილმში ზოგიერთ სცენებში წინასწარ მიხვდებოდი რა მოხდებოდა, მაგალითად ვატსონის საცოლის შემთხვევაში ვიცოდი რომ იტყოდა ჩემი წინა საქმრო გარდაიცვალაო... და ისიც ვიცოდი რომ ბლექვუდი ბოლო სცენაში ჩამოხრჩობით მოკვდებოდა...მაგრამ ამას ისევ ჰოლივუდის გავლენით ვხსნი და ზოგადად ფილმს არ აზარალებს...