აბა ამ ფილმს ვინ გამოიცნობს:
ახალგაზრდა ინგლისელი მხატვარი მიიწვიეს ერთერთ მდიდარ ოჯახში
ლონდონის მახლობლად (ზუსტად არ მახსოვს) , რათა გაკვეთილები ჩაუტაროს ხატვაში ორ დას. მოკლედ ერთერთ დას და ამ მხატვარს ერთმანეთი შეუყვარდებათ. შემდეგ იწყება უბედურებები , იმიტომ რომ ეს გოგო არის დანიშნული და გარდაცვლილ მამას როგორც შეპირდა ისე უნდა მოიქცეს და სხვა ადამიანს გაყვეს ცოლად.
იმედგაცრუებული მხატვარი წავა სამხრეთ ამერიკაში (ერთ ერთ ექსპედიციაში მოხალისედ ჩაეწერება)
მის ჩამოსვლამდე დიდი ამბები დატრიალდება , თავისი შეყვარებული საგიჟეთში მოხვდება(უფრო სწორედ თავისი ქმრის და მისი ძმაკაცის ერთერთი გრაფის წყალობით).
მთავარი ისაა რომ სინამდვილეში ამ გოგოს ყავს კიდევ ერთი და(მამა ყავთ ერთი , ოღონდ ეს საიდუმლო ყვეკლამ არ იცის) , რომელიც მას გავს გაჭრილი ვაშლივით. მოხდება ესეთი რამ : ყველას გონია რომ
დაიღუპა ამ ბიჭის შეყვარებული , სინამდვილეში კი მოწამლეს ამ გოგოს ორეული
და საფლავის ქვას ამ ბიჭის შეყვარებულის სახელი დააწერეს.
როდესაც დაბრუინდება მხატვარი სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებიდან , იგი სასაფლაოზე მივა სადაც შემთხვევით გადაეყრება ორივე დას .
მაგრამ მისი შეყვარებული უკვე სრულ ჭკუაზე აღარ არის.
ამის შემდეგ იწყება შურისძიება , მაგრამ მისი მოწინააღმდეგეები სერიოზული და საშიში ხალხია .
მათ იციან , რომ მხატვარი იძიებს მათ ჩადენილ დანაშაულს და
თვითონაც უთვალთვალებენ ამ ბიჭს,
აქ კიდევ მესამე კატეგორიის ხალხი ერევა საქმეში , ერთერთი სიცილიური ორგანიზაციის "სიცილიელი ძმების" აგენტები, რომლებიც თავის მხრივ დასდევენ ამ გრაფს და მის ხალხს(მათ მიერ ადრე ჩადენილი დანაშაულისთვის იტალიაში),
მათ მხოლოდ ამ სიცილიელების ეშინიათ.
"სიცილიელ ძმებს " არანაირი კავშირი არა აქვთ ამ მხატვართან ,ისინი ინგლისში არიან მხოლოდ ამ გრაფის დასასჯელად , მაგრამ თავისდაუნებურად ბევრჯერ უშველიან მას , ვინაიდან ისინი აშინებენ ხოლმე ამ გრაფს და მის აგენტებს .
მოკლედ ბევრი რამის თქმა შეიძლება კიდევ , მაგრამ თუ ვინმეს ნანახი აქვს უნდა მიხვდეს. ამიტომ ბოლოს იმას ვიტყვი , რომ ეს მხატვარი აიძულებს ამ გრაფს დაწეროს რაც ჩაიდინა , რათა თავისი შეყვარებული დაუბრუნოს საზოგადოებას. გრაფს სიცილიელი ძმების აგენტი მოუღებს ბოლოს .
აქ ერთი მაგარი სცენაა , ეს მხატვარი რის ვაივაგლახით და იარაღის მუქარით
შეძლებს რომ გრაფს დააწერინოს აღიარება ( ჩხუბიც მოუწევს მასთან და ბოლოს როგორც იქნება იმარჯვებს და იარაღს ისევ თვითონ ჩაიგდებს ხელში) და შემდეგ ძალიან ფრთხილად დატოვებს მის ოთახს. ამ დროს შემოდის ეს "სიცილიელი ძმა" , რომელმაც მიაგნო გრაფის ადგილსამყოფელს და გრაფი მონუსხულივით უკანუკან დაიწყებს წასვლას და დაეცემა სავარძელში და მგონი შიშისგან გაუსკდება გული(ეს სცენა დაგამახსოვრდებოდათ თუ გინახავთ).
მოკლედ ბოლოს ყველაფერი კარგად მთავრდება ამ წყვილისთვის,ის გოგო გამოკეთდება , ისევ დაუბრუნდება საღი აზროვნება.
აბა ამდენი დავწერე ეხლა ტყუილად ხომ არ ვიწვალე
ვინმემ მაინც გამოიცანით........
This post has been edited by paata_3dartist on 12 Jul 2009, 16:41