Abrama777მე არ მითვამს რომ არ მოგეწონა, მოგვიწოდე რომ თუ არ მოგვწონს ნუ ვუყურებთ მაგრამ არ არის მასე მეგობარო
ოჰ როგორ მეზარება მაგრამ დავეცემი ისე ქადაგად, მერამდენედ?
ამ საცოდავი ქვეყნის ბედი რომ შენს და ჩემს ხელშია ხომ იცი?
რატომ არ გამოდის არაფერი საქართველოში? რატომ ვდგავართ ერთ აგილზე?
იმიტომ რომ
მაღაზიაში შედიხარ და გამყიდველი გიღრენს, არ გინდა და ნუ შემოხვალო
ტელევიზორს ჩართავ და თუ არ მოგწონს გადართეო
კინოში შეხვალ თუ არ მოგწონს ნუ უყურებო
კაფეში შეხვალ თუ არ მოგწონს ნუ შემოხვალო
სამსახურში დაიწუწუნებ თუ არ მოგწონს წადიო
მარკეტინგზე ზოგადი წარმოდგენა მაინც თუ გაქვს?
დრელის სვერლოს რომ აწარმოებდე, მომხმარებელი შენგან სვერლოს კი არ ყიდულობს, ნახვრეტებს ყიდულობს, რომელიც ამ სვერლოთი უნდა გააკეთოს. ახლა დაფიქრდი ამ სიტყვებზე და ისე მიპასუხე, რატომ უნდა გავამართლო ეს ფილმი როდესაც არც მეცინება, არც მეტირება, არის სრული კრეტინიზმი და მხოლოდ იმიტომ რომ ქართულია ვაქო და ვადიდო????? რატომ??? მე ხომ მაყურებელი ვარ, რამე ხომ უნდა მივიღო ამ ფილმიდან ????
ახლა შემოვა ვინმე და მეტყვის არ გკიდია ნერვებს რატომ იშლიო
არ მკიდია, რადგანაც ვთვლი რომ თუ მწარმოებელს, ამ შემთვევაში რეჟისორ ჯაჭვლიანს, ცალ ფეხზე ეკიდება რას ფიქრობს მაყურებელი და ჩათვლის რომ ასეთი ნაგავი შეძლება ქართულ პროდუქტად გაასაღოს, ეს გამოიწვევს ბაზარზე ხარისხის დაგდებას, რადგანაც არაფერი ისე არ იზიდავს ქართველს როგორც სხვისი მიბაძვა და წამხედურობა და დავიღუპებით თუ ჩავთვლით რომ ეს ყველაფერი მისაღებია ჩვენთვის.
მოგეწონა? კი ბატონო, არ გეკითხები რატომ მოგეწონა, მაგრამ 100 ადამიანიდან 89 -ს თუ არ მოსწონს , იმ 11-ს რა უფლება აქვს რომ მოუწოდოს თუ არ მოგწონთ ნუ ნახავთო? აბა რა ვნახოთ? ტვში გაუშვეს, არ წავიდა ეს ხალხი კინოში და მოართვეს სახლში, გინდა თუ არა ნახეთო, რატომ რატომ????