სალამი, კინოთეატრს რუსთაველის და ამირანი სახელით შემიძლია რომ 1-2 სიტყვა გითხრათ...
ზოგადად ძალიან დიდი თემაა ერთ პოსტში ვერ ჩავტევ, მაგრამ შევეცდები, და რა თქმა უნდა შემდეგ უკვე კითხვებზეც გავცემ პასუხს.
პირველ რიგში პრემიერაზე - გვექნება
7 ოქტომბერს, ვგეგმავთ დიდ გახსნას, მოწვეულნი იქნებიან ფილმის რეჟისორი -
ინეკე სმიტსი, მთავარი როლის შემსრულებლები
მედელიფ ბლანკენი, ზურა ჟღენტი, ლაშა ბაქრაძე და რაც ყველაზე მთავარია -
ანამარია მარინკა, მსახიობი, რომელსაც შესრულებული აქვს მთავარი როლი
კრისტიან მუნკიუს "4 თვე, 3 კვირა და 2 დღეში", რომელიც 2008 წელს კანის კინოფესტივალზე გრანპრით დაჯილდოვდა და დარწმუნებული ვარ ყველა იუზერს რომელიც აქ აქტიურად პოსტავს ნანახი აქვს ეს სურათი. ანამარიას ასევე აქვს როლები რამოდენიმე სხვა ფილმში, მათ შორის კოპოლას ერთ-ერთ ფილმში.
შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ანამარიას ბებია და ბაბუა ყავდათ ქართველები, ვადგენთ ამჟამად როგორ მოხდა მათი მიგრაცია რუმინეთში ))
აქვე ძალიან მინდა გამოვყო
გიო ცინცაძის მუსიკა, რომელიც სპეციალურად დაიწერა ფილმისთვის, უბრალოდ გამოვყო კი არა, არამედ აღვნიშნო, რომ
ასეთი ძლიერი საუნდტრეკი დიდი ხანია ქართულ ფილმს არ ქონია, თამამად შეიძლება დავუყენოთ გვერდში გია ყანჩელის ნამუშევრებს.
ბოლო 2 დღეა ოფისში მხოლოდ ეს გვაქვს ჩართული და ყბაჩამოვარდნილები დავდივართ...არ ვაჭარბებ, შემიძლია ავტვირთო ერთი სიმღერა და მიხვდებით.
ბევრი სხვა საინტერესო ინფორმაცია მაქვს, რომლის გაზიარებაც მინდა, თანდათან, ეტაპობრივად...
მანამდე ავტვირთე რამოდენიმე სიუჟეტი რომელიც წამყვან არხებზე გაკეთდა, შეგიძლია გადმოწეროთ.
და აქვე - იქნებ ეცადოთ და არ გაავრცელოთ ამ ფილმის პირატული კოპია, ჩვენც ბევრჯერ გადმოგვიქაჩია არალეგალურად ფილმი და გვინახავს, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ფილმი არც ისე კომერციულია იქნებ თავი შეგვეკავებინა
მადლობა
ქრონიკა. 16.09.2010ქრონიკა. 20.09.2010