ნამდვილი სახელი:ჰიუ ჯონ მუნგო გრანტი (Hugh John Mungo Grant)
დაბადების თარიღი:09 სექტემბერი 1960
დაბადების ადგილი:ლონდონი ინგლისი
პროფესია:მსახიობი
ბიორგაფია/Biography:
ხიუ ჯონ მუნგო გრანტი დაიბადა ლონდონში. სწავლობდა ოქსვორდის უნოვერსიტეტში. სტუდენტობის დროს დაიწყო თამაში კომიკოსების დასში 'ხუმარები ნორფოლკიდან'. 1982 წელს ხიუ პირველად გამოჩნდა დიდ ეკრანებზე ფილმში 'პრივილიგირებული'.
1986 წეკს რეჟისორი ჯეიმს აივორი მოიწვევს გრანტს, რომელიც იმ დროისთვის პოპულარული გახდა ინგლისში ბრიტანულ ტელევიზიაზე სერიალებში ონაწილეობის შემდეგ, მონაწილეობისთვის ფილმში 'მორისი'. როლისთვის მორისში გრანტი აღნიშნული იყო 41–ე კანის კინოფესტევალის პრიზით, რომელიც მან გაყო ფილმის პარტნიორთან, ჯეიმს უილბისთან.
თან ხიუ კვლავ გამოჩნდა ეკრანებზე, როდესაც მაიკალ რედფორდის სურათში მიიღო მონაწილეობა 'თეთრი ბოროტება'. ერთი წლის შემდეგ გრანტი ითამაშებს ფილმში 'თეთრი ჭიის ბუნაგი', შემდეგ კი პირველად ეკრანზე განასახიერებს შოპენს ფილმში 'ნოკტიურნები'.
1991 წელს, ამერიკულ ტელევიზიაზე რამოდენიმე ნამუშევარი შემდეგ, გრანტი ევროპაში ბრუნდება და კვლავ თამაშობს შოპენის როლს ფილმში 'ექსპრომტი'. 1992 წელს რომან პოლანსკი შესთავაზებს გრანტს როლს თავის 'მწარე მთვარეში'. მომდევნო წელს ჯეიმს აივორი ბრიტანელ მსახიობს გადაიღებს თავის მომდევნო ფილმში 'The Remains of the Day'.
კომედიის 'ოთხი ქორწილი და ერთი გასვენება' წარმატების შემდეგ გრანტი გახდა ერთერთი ყველაზე ბრიტანელი მსახიობი ჰოლივუდში, სადაც გადავიდა თავის მეგობარ გოგონასთან ერთად, მსახიობთან და მოდელთან ელიზაბეტ ხიორლისთან 1994 წლის ბოლოს.
1995–1996 წლებში გრანტმა მონაწილეობა მიიღო შვიდ ფილმში. მათ შორის ყველაზე ცნობილი როლებია – ფილმში 'გრძნობა და მგრძნობიარება' – ინგლისელი მწერლის ჯეინ ოსტინის რომანის ბრწყინვალე ეკრანიზაციაში; მონაწილეობა ნიუელის კიდევ ერთ ფილმში 'საშნლად დიდი თავგადასავალი' და ნამუშევარი კრისტოფერ მონგერის სურათში 'ინგლისელი, რომელიც მაღლობზე ავიდა და მთიდან ჩამოვიდა'.
1995 წელს, ხიუ გრანტის მონაწიეობით მომდევნო ფილმის გამოსვლის ცოტა ხნით ადრე – პოპულარული ფრანგული რიმეიქის 'ცხრა დღე', გრანტი პოლიციამ დააკაცა, როდესაც მას ორალური სექსი ჰქონდა მეძავთან დივაინ ბრაუნთან თავის მანქანაში ჰოლივუდის ბულვარზე. ხიუ და დივანი დააპატიმრეს. გრანტი სახალხოდ შეარცხვინეს, დივანი კი გახდა მრავალი თოქ–შოუს გმირი და შეძლო მრავალათასიანი კონტრაქტის დადება ჩულქების რეკლამაში მონაწილეობაზე.
1996 წელს გრანტმა ელიზაბეტთან ერთად დააფუძნა საკუთარი პროდიუსერული კომპანია «Simian Films» , რომლის პირველი პროექტი გახდა ' უკიდურესი ზომები'.
1999 წელს, სამწლიანი შესვენების შემდეგ გრანტი გამოჩნდა კომედიაში 'ნოტინგ ჰილი'. იმავე წელს მსახიობმა ითამაშა მთავარი გმირის როლი განგსტერულ კომედიაში 'ცისფერთვალება მიკი' – თავისი პროდიუსერული კომპანიის მეორე დიდ პროექტში.
ფილმოგრაფია/Philmography:
1.
გაქცეული მორგანები/Did You Hear About the Morgans? (2009)2.
მუსიკა და ლირიკა/Music and Lyrics (2007)3.
ამერიკული ოცნება/American Dreamz (2006)4.
ბრიჯით ჯონსი/Bridget Jones- The Edge of Reason (2004)5.
ჩემი ბიჭუნა/About a Boy (2002)6.
სიყვარული შეტყობინებით/Two Weeks Notice (2002)7.
ბრიჯით ჯონსის დღიური/Bridget Jones's Diary (2001)8.
ცისფერთვალება მიკი/Mickey Blue Eyes (1999)9.
ნოტინგ ჰილი/Notting Hill (1999)10.
უკიდურესი ზომები/Extreme Measures (1996)11.
ცხრა თვე/Nine Months/(1995)12.
გონება და გრძნობები/Sense and Sensibility (1995)13.
ოთხი ქორწილი და ოთხი დაკრძალვა/Four Weddings and a Funeral (1994)14. მწარე მთვარე/Bitter Moon (1992)

