სურათი მსოფლიოს კინოთეატრებში 20 მაისს გამოჩნდება 2D, 3D და IMAX 3D ფორმატში. თბილისში კი მისი პრემიერა 19 მაისს შედგება.
ხოდა წინა მცდელობისას, როცა ,,რანგოზე" ვიყავით ძალიან კარგი დრო გავატარეთ

ყველამ ვისიამოვნეთ

არამარტო ფილმის ყურებით

მეტა: ნეო , სკო, დარკნოდო, ლესტატი, ტუნა, ხორუმი


მოკლედ წინა შეკრების შემდეგ იმედი მაქვს თქვენც დადებითად შეხედავთ ამ იდეას

სკო-ს გახსნილ თემაში ვაპირებდი დაწერას , მაგრამ ბოლოს ვიფიქრე , რომ ასე აჯობებს, იმედია მოდერები არ მიწყენენ
ერთი მოგონებაც


ხოდა ეხლა ამ ფილმზე წავიდეთ, მემგონი ეს ნაწილიც ძალიან კარგი გამოვიდა და კიდევ ერთხელ ვისიამოვნებთ ერთად

მოკლედ სულ ეს არის.....
meta : SCO , Andy Warhol , Darknodo , xorumi , samii , Tuna , Le fou , Erekle_var_Ra
Gigisha88 , Neo77 , Dexter_Holland , E madame , What_katy_did_next , NII , Marco Matterazi , cros, Monica
რანგოზე უკეთესს დროს გავატარებთ, ფილმის შემდეგ როგორც წინაზე შეგვიძლია სახინკლეში ან სადმე წავიდეთ, ნუ მირზაანიც გამოდგება

ერთი დღე ავარჩიოთ, სავარაუდოდ კვირა იქნება და ერთად წავიდეთ რა

ეს კი imho მეკობრეებზე მოკლედ

კარიბის ზღვის მეკობრეების კიდევ ერთი სერიის თბილისურ პრემიერამდე რამდენიმე დღეღა რჩება. “კარიბის ზღვის მეკობრეები: უცხო ნაპირებზე” (Pirates of the Caribbean: On Stranger Tides) არის ტრილოგიის გაგრძელება, რომელიც კვლავინდებურად მოგვითხრობს დისნეის საკულტო პერსონაჟის კაპიტანი ჯეკ ბეღურას შესახებ. გორ ვერბინსკი სარეჟისორო სკამზე ჩაანაცვლა რობ მარშალმა (ჩიკაგო, გეიშას დღიურები, ცხრა) და გადაწყვიტა დისნეისთვის მეორე ტრილოგია გადაეღო. ფილმი მოგვითხრობს ჯეკისა (დეპი) და ბარბოსას (ჯეფრი რაში) შესახებ, რომლებიც ცდილობენ ერთმანეთს დაასწრონ უკვდავების წყაროს მიგნება. ამ დროს ბეღურა აღმოჩნდება “შავი წვერის” გემზე “დედოფალი ანას შურისძიება”. აღსანიშნავია, რომ ედვარდ ტიჩი (იან მაკშეინი), იგივე “შავი წვერი” ნამდვილი პიროვნებაა, რომელიც 1716-1718 წლებში მეკობრეობდა კარიბის ზღვაში.
ფილმი წინამორბედთაგან ძალიან განსხვავებული იქნება. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მეკობრეების პირველ სამ სერიაში მიუხედავად იმისა, რომ მთავარ პერსონაჟად ჯეკი ითვლება, დატვირთვა გადანაწილებული იყო რამდენიმე მეორეხარისხოვან გმირზე. მათვე უკავშირდებათ ფილმის მთავარი სასიყვარულო ისტორია. ამ მხრივ მარშალის ფილმი განსხვავებულია. სურათში მხოლოდ ჯეკი, ბარბოსა და რამდენიმე სხვა პერსონაჟი ბრუნდება. უილიამისა და ელიზაბეთის წასვლამ შექმნა ფილმში ახალი რომანტიკული ისტორიის შემოტანის საჭიროება, რისთვისაც რეჟისორმა მსახიობი თავისი წინა ფილმიდან მოიყვანა. პენელოპე კრუზის გმირი ანჯელიკა ჯეკის ძველი სიყვარული და მისი მტრის, “შავი წვერის” ქალიშვილია.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ახალ სერიას წინამორბედების სტილის არაფერი სცხია. ცოტა ხნის წინ დისნეიმ გამოაქვეყნა პირველი ვიდეო ფილმიდან, რომელიც ასახავს იმას თუ როგორ უსხლტება ხელიდან ბეღურა უკვე ბრიტანეთის ოფიცრად ქცეულ ბარბოსას და მის ჯარისკაცებს. ის უეჭველად მოგაგონებთ ანალოგიურ სცენას პირველი ფილმიდან.
1,2,3,მილანი,რეალი,მანჩესტერი,რომა,არსენალი,9,10..