about:blankსრული ჭეშმარიტებაააა....


ჯედაების ორდენი
“რაინდი ჯედაები ათას თაობაზე მეტია იყვნენ მცველები სიმშვიდის და სამართლიანობის ძველ რესპუბლიკაში, ბნელ დრომდე, იმპერიამდე”- ობი-ვან კენობი
ჯედაების ძველი ორდენი ბერ-მონაზვნული ორგანიზაცია იყო სიმშვიდის, სამართლიანობის მცველები რომლებიც ძველი რესპუბლიკის ჩამოყალიბებისას ჩამოყალიბდნენ, მისი წევრები აღიქვამდნენ ძალას გამოსაყენებლად. ჯედაები რესპუბლიკას ნებისმიერი საშიშროებისგან იცავდნენ. მათ გზავნიდნენ სხვადასხვა პლანეტების ხელისუფლებასთან დაერეგულირებინად მათ შორის წარმოშობილი სადაო საკითხები, რადგან ისინი ყოველთვის იჭერდნენ ნეიტრალიტეტს და შეეძლოთ აღმოეჩინათ სიმართლე მათი ლეგენდარული ძალის დახმარებით. ჯედაების ორდენი ფაქტიურად განადგურებული იყო დიდი ჯედაების წმენდის დროს მათი მტრების სითების მიერ, თუმცა აღდგენილ იქნა როგორც ახალი ჯედაების ორდენი ახალი რესპუბლიკის ეპოქაში.
“თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ არსებობს ასიათას დასახლებულ პლანეტაზე მეტი რესპუბლიკაში, ჩვენ კიდევ ახლა მხოლოდ რამდენიმე ათასი ვართ. მილიარდობით ამ პლანეტებზე მცხოვრებლებს ჯედაები საერთოდ არ უნახავთ, მილიონებს საერთოდ არ გაუგიათ ჩვენს ორდენზე და ძალაზე. როდესაც ჩვენ ასეთ პლანეტებზე ვჩნდებით შეიძლება მკვლელები ვიყოთ ან მკურნალები. მადლობა უთხრათ ამაზე ძალას”- ობი-ვან კენობი ჯაბიიმზე ბრძოლის დროს
დასაწყისში, გალაქტიკური რესპუბლიკის დაარსებამდეც სწავლულები სწავლობდნენ ძალას და მის კავშირს მიდიქლორიანებთან. განსაკუთრებით გულმოდგინედ ამით პალადინები ჩატოსის აკადემიიდან, პალავის და დაი ბინდუს ორდენის მიმდევრები პლანეტებიდან: ონდოსი და ჰად აბბადონი იყვნენ დაკავებულები. ჯედაების ორდენი პლანეტა ტიტონზე დაიბადა, სადაც ყველაზე ბრწყინვალე და საუკეთესო ფილოსოფოსები, სამღვდელოება და მეომრები გაერთიანდნენ მათი აღმოჩენის განსახილველად მიმზიდველ, საიდუმლოებით მოცულ და მისტიკურ პოზიტიური ენერგიის გარშემო, რომელსაც აშლა ეწოდა. ისინი რომელთაც უნდოდათ ბოგანის გამოყენება, რომელიც საწინააღმდეგო მხარე იყო ამ ენერგიის საკუთარი სარგებლობისთვის, გააჩაღეს ას წლამდე გაგრძელებული კონფლიქტი რომელსაც ძალების ომი ეწოდა, რომლის ნარჩენებისგანაც წარმოიშვა ჯედაების ორდენი. ბევრმა დატოვა ტიტონი რომ დაეცვათ გალაქტიკა და გახდნენ ცნობილები როგორც ჯედაი-რაინდები. დასაწყისში ჯედაების ორდენი ნაკლებად ცნობილი იყო, თუმცა რაღაც პერიოდის მერე მათ დაიწყეს ბევრად აქტიური და პიდაპირი როლის თამაში გალაქტიკის საქმეებში. ჯედაები მიდევდნენ სინათლის ნათელ მხარეს და იყენებდნენ თავიანთ შესაძლებლობას რამენაირი სიხარბის და სარგებლის მიღების მოტივის გარეშე. მომდევნო ათასწლეულში ჯედაების ისტორია მჭიდროდ გადაეჭდო რესპუბლიკასთან, რომელსაც ისინი ემსახურებოდნენ და სითებს ვისაც ისინი ებრძოდნენ.
ჯედაების ორდენმა ბევრი განხეთქილება გადაიტანა. პირველი დიდი განხეთქილება გამოწვია ქსენდორის ლეგიონებმა ლეტოუმ, თუმცა ყველაზე მძიმე ასწლიანი სიბნელე იყო, რომელიც 7000 წელს იავინის ბრძოლამდე დაიწყო, როდესაც ბნელი ჯედაები დამარცხდნენ და გადაიხვეწნენ ცნობილი კოსმოსიდან. ისინი კორიბანზე მივიდნენ, სითების სამშობლოში პრიმიტიულ მაგრამ ძალისადმი მგრძნობიარე ხალხთან. ბნელმა ჯედაებმა მოაწყვეს სანახაობა ძალის სიძლიერის დემონსტრაციით და მოახდინეს ემოციურად შთამბეჭდავი გავლენა სითებზედა გახდნენ პლანეტების მმართველები და ჩამოაყალიბეს სითების იმპერია. გარკვეული დროის მერე ბნელი ჯედაები და სითები საქორწინო კავშირებით ერთმანეთთან აირივნენ და გახდნენ ერთიანნი. სიტყვა “სითი” მოგვიანებით გახდა არა მარტო გამოყენებადი სიტყვა სითების რასის არამედ ბნელი ჯედაებისაც, რომლებიც ძველი ჯედაების მცნებებს მისდევდნენ. 5000 წელს იავინის ბრძოლამდე სითების იმპერია და ჯედაების შეეჯახენ ერთმანეთს დიდ ჰიპერკოსმოსურ ომში. სითები დამარცხებულ იყვნენ, თუმცა კიდევ დაბრუნდნენ ჯედაებთან შესახვედრად ძველი და ახალი სითების ომების დროს. მომდევნო ათასწლეულში რესპუბლიკამ ჯედაებს გამოუყო მიწა კორუსანტზე ფორს ნეკსუსის-წმინდა მთის გვერდზე. ამ ადგილზე ჯედაებმა დაარსეს ჯედაების ტაძარი 4019 წელს იავინის ბრძოლამდე რომელიც ოთხი ათასი წლის განმავლობაში იდგა.
3996 წელს იავინის ბრძოლამდე დიდი სითების ომის დასრულებისას და 3963 წელს იავინის ბრძოლამდე მანდალორების ომის დაწყებისას ჯედაების გარკვეული ტრადიციები და ორგანიზაციული სტრუქტურა რადიკარულად შეიცვალა. სითების დიდ ომამდე ჯედაებს გახსნილად შეეძლოთ დაქორწინება და ოჯახის შექმნა. ჯედაის თითოეული მოსწავლე სწავლობდა ადგილობრივ პრაქსეუმში ჯედაი ოსტატის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც რამდენიმე მოსწავლე ჰყავდა. ჯედაების მმართველობა ხორციელდებოდა ბევრრანგიანი დროებითი შეკრებებით რომელსაც ჯედაების შეკრება ან ჯედაების ანსამბლეა ეწოდებოდა. სითების დიდ ომის შემდეგ ჯედაები იღებენ ბევრად უფრო მკაცრ ბერ-მონაზვნურ კოდექსს, რომელიც კრძალავდა დაქორწინებას და სხვა ოჯახურ ურთიერთობებს. ჯედაების შეკრებამ ადგილი დაუთმო მუდმივმოქმედ ჯედაების საბჭოს კორუსანტზე, რომელიც 12 პატივცემული ოსტატი ჯედაებისგან შედგებოდა. ადგილობრივი საბჭოები როგორიც დანტუინის ანკლავი იყო განიხილავდა ყოველდღიურ პრობლემებს თავიანთ სივრცეში და აცნობდნენ ყველაფერს ჯედაების უმაღლეს საბჭოს კორუსანტზე. ამ პერიოდში ჩნდება და გავრცელებას ჰპოვებს ტერმინი პადავანი, რომელიც უფრო ინდივიდუალურ ურთიერთობას აღნიშნავდა ოსტატის და მოსწავლის ურთიერთობაში. ამან ოსტატ ოდან-ურს საშუალება მისცა გამოესწორებინა ჯედაების კოდექსი და გაეხადა კანონიკური. ჯედაების ორდენი ორჯერ იყო გადაშენების გზაზე-სითების ძველი ომის შემდეგ და ჯედაების დიდი წმენდის შემდეგ თუმცა ორივერჯერ შესძლო ხელახლა დაბადება.
ძირითადი მოვლენები ორდენის ისტორიაში:
25 000 წელი იავინის ბრძოლამდე- ჯედაების ძველი ორდენის დაარსება
(24 500-24 400 წელი იავინის ბრძოლამდე)-დიდი განხეთქილება
7 000 წელი იავინის ბრძოლამდე- ასწლიანი სიბნელე
5 000 წელი იავინის ბრძოლამდე- დიდი ჰიპერკოსმოსური ომი
(4 015-3 951 წელი იავინის ბრძოლამდე)- ძველი სითების ომი
(2 000-1 000 წელი იავინის ბრძოლამდე)- ახალი სითების ომი
1 000 წელი იავინის ბრძოლამდე- რუსაანის რეფორმაცია ჯედაებს ართმევს სამხედრო ტიტულებს
32 წელი იავინის ბრძოლამდე- სითების გამოჩენა
(22-19 წელი იავინის ბრძოლამდე)- კლონების ომი, ბევრი ჯედაი იღუპება ან მიმართავს სიბნელი ბნელ მხარეს
19 წელი იავინის ბრძოლამდე- ჯედაების დიდი წმენდის დასაწყისი
19 წელი იავინის ბრძოლამდე- სითი იღებს გალაქტიკაზე მმართველობას, რესპუბლიკას გარდაქმნის გალაქტიკურ იმპერიად, რომელიც პალპატინის მრავალწლიანი ეშმაკური გეგმის შედეგი იყო ასევე ცნობილის როგორც დარტ სიდიუსი
4 წელი იავინის ბრძოლის შემდეგ- ლუკ სკაიოუკერი ხდება პირველი ახალი ჯედაი და აბრუნებს მამას ენეკინ სკაიოუკერს ცნობილს როგორც სითების ლორდ დარტ ვეიდერს სინათლის მხარეს. ენეკინის როგორც ჯედაის საბოლოო საქმე დარტ სიდიუსის განადგურება იყო.
11 წელი იავინის ბრძოლის შემდეგ- ლუკი აარსებს ჯედაების პრაქსეუმს იავინ 4-ზე
(25-28 წელი იავინის ბრძოლის შემდეგ)- ომი იუჟან ვონგებთან
130 წელი იავინის ბრძოლის შემდეგ- სითების დაბრუნება
"არ არის ემოცია-არის სიმშვიდე.
არ არის უცოდინრობა-არის ცოდნა
არ არის ვნება-არის აზრების სიცხადე
(არ არის ქაოსი-არის ჰარმონია)
არ არის სიკვდილი-არის დიადი ძალა."-ჯედაების კოდექსი(დაფუძნებული ოდან-ურის მოსაზრებებზე).
ესეც ძალის ბრძოლის სცენა ტიტონზე.....


შევცდები გაგრძელება მალე ვთარგმნო და გაგახაროთ.
This post has been edited by Qlunchxi on 14 Aug 2010, 21:33