ბრძოლა ოცნებისთვის,მიზნის მისაღწევად გადადგმული ავანტიურა,შეუპოვარი სული-თუნდაც "ბუნების დაუნდობელ ტიტანებთან" ჭიდილში,სწორედ ასე დავახასიათებდი ნანახსა და განცდილს.
მთელი ფილმი ერთგვარი ხორცშესხმული ალეგორიაა,ადამიანის მისწრაფებებსა და სურვილებზე.
განსახიერებული მსვლელობა პირობითად ეგზოტიკურ სივრცესა და დროში.
ფიქრთა ექსპანსია ამაზონის ჯუნგლებში,ადამიანის შინაგანი სამყაროს წარმოდგენით და დატვირთვით.
რეჟისორი აშკარად ქადაგებს-ჭეშმარიტებას ქადაგებს!
ხო და შემოქმედებაში საუკეთესოთა შორის ფიცკარალდო და აგირე უდავოდ!
ლილიპუტებიც,უბრალოდ ძალიან აგრესიული კინოა.
სტროშეკიღა შერჩა ინტერესთა სფეროს,მოყომარდება ესეც...

