მცდელობისთვის რომ შეექმნათ ფილმი, ოდნავ განსხვავებული რასაც აქამდე იღებდნენ საქართველოში - 5
დანარჩენ ყველაფერში - 2
როცა იდეას/სიუჟეტს/პლოტს "იპარავ", ის მაინც უნდა სცადო რომ შენი ფილმი უკეთესი იყოს ვიდრე ორიგინალი. (თვითონ "მოპარვას" არაუშავს, ბერძენი ტრაგიკოსების შემდეგ ბევრი ახალი ისედაც არაფერი შექმნილა

)
ასი ახალი ფილმიდან 99 კარგად დავიწყებული ძველი ფილმების "ნაირსახეობაა." თვითონ სეზონის მსგავსი პირველი ფილმი ამერიკაშია გადაღებული 1964 წელს (თუ არ ვცდები) შავ-თეთრი, იაფფასიანი ფილმია და ქვია "სულის კარნავალი."
ფრანგებსაც აქვთ გადაღებული 80-იან წლებში: "გზის ბოლო." ასეთი ფილმების (რაოდენობა და) ნაირსახეობა მრავალფეროვანია მაგრამ იდეა ერთია: მთავარი გმირი ან მკვდარია ("მეექვსე გრძნობა") ან კომაშია ("გზის ბოლო") ან ოცნებობს (დემი მური თამაშობდა, გმირი აბაზანაში წევს და ოცნებობს

) ან სიზმარს ხედავს (ყველაზე სულელური

80 -იანი წლების, უნგრული ფილმი იყო მგონი: გმირი რიცხვებს იცნობდა კაზინოში

რაც შეეხება გინებებს... რაც უფრო მეტია გინება და "მტლაშა-ტლუში," მით უფრო ნაკლებია სცენარის ხარისხი. თითეული პერსონაჟის ხასიათის/პრობლემის/მიზნის უკეთ ჩვენების ნაცვლად, ადგილი ფურცელზე იხარჯება გინება/ფურთხებაზე.
"სეზონმა" ისეთი შთაბეჭდილება დატოვა რომ, ან სცენარი საერთოდ არ ქონიათ და "მოდი იმ ფილმში როა ისე გავაკეთოთ"-სავით გადაიღეს, ან არადა, სცენარი ზედიზედ ორჯერ თვითონ სცენარისტსაც არ წაუკითხია

ყოველშემთხვევაში, წარმატებას ვუსურვებ მომავალში. შედევრს პირველ ჯერზე გენიოსებიც ვერ იღებენ