"ძაღლის გადასარჩენად მიდის საშუალო ასაკის კაცი და არა ახალგაზრდა მუტრუკი
მამის სიკვდილი"
იდეაფიქსად ჰქონდა ჯონ კენტს ქცეული, რომ კლარკს თავისი შესაძლებლობები უნდა დაემალა.
"ნახევარი ქალაქის განადგურება, ამდენი უბრალო მოქალაქე რომელ ფილმში მოკლეს აღარც მახსოვს"
ეგ არც მე მომეწონა. კარგი იქნებოდა, კლარკის სურვილი მაინც დაგვენახა, რომ ბრძოლა დაუსახლებელ ადგილზე გადაეტანა.
"ზოდი დედამიწას 2 წუთში შეეჩვია"
მალე რომ შეეჩვია, მისი ფიზიკური მზადყოფნის დამსახურებაა. თვითონვე ხო ამბობს, სხვადასხვა პირობებში ვარ ნავარჯიშებიო, თუ რაღაც ასეთი (ზუსტად არ მახსოვს).
"დატირება"
თუ იმას ამბობ, ზოდი რომ მოკლა და შემდეგ ძალიან განიცადა ეს, მიზეზი ჰქონდა. არ უნდოდა მას ვინმეს მოკვლა, მაგრამ იძულებული გახდა და ძალიან მტკივნეულად შეხვდა ამ ამბავს.
"პატარა კლარკი წითელი მოსასხამითაა, ვის განასახიერებს, თავის მომავალს?"
ეტყობა რამე კომიქსი წაიკითხა და იქ იყო მოსასხამიანი კაცი

გამორიცხულია კომიქსების არსებობა?
იმჰო, დამთხვევა იყო.