კი, ახასიათებს ეგ ანიმეს
ნარუტოს ყველა სერიას განვიცდიდი, მერე უცბად შევეშვი
არ ვნანობ
"მოჩვენებისგან მოტაცებული"
ახლაც მაქვს გაურკვეველი შიში, მისტიური პერსონაჟები, პატარა-დიდი ბავშვისაც კი და ზოგადად გარემოსი
ოჯახი შედის გვირაბში და იქედან გასულს სხვა სამყარო ხვდება
მშობლები იწყებენ ჭამას ღორებად იქცევიან
გოგონა გარბის და ჯადოსნურ სამყაროში ხვდება
სრული ჰორორ-სიუჟეტია
კიდევ ერთხელ უნდა ვუყურო, მიუხედავად იმისა რომ მეორედ ყურებისას არანაირი ემოცია არ ჩამრჩენია
ახლა მახსენდება, მანდ იყო ერთი სული, რომელსაც ნაგავი ჰქონდა აკიდებული და გოგონა ჩამორეცხავს
ვფიქრობ და მას ვამსგავსებ ზუსტად დამძიმებულ სულს, რომელიც ხელს უშლის სხვებს და საკუთარ თავსაც
გათავისუფლებული კი პეპელას ჰგავს, დიდი ხელოვნებაა ნახატის საშუალებით ნაგვის გროვა გარდაქმნა პეპლად და ბავშვსაც კი აგრძნობინო თავისუფლების და განწმენდის ძალა
შიშს მივუბრუნდები: არამარტო მე, დავასკვენი რომ ყველა პერსონაჟს ეშინია ერთმანეთის, და თავიანთი პრობლემების
ბოლოს აღმოჩნდება რომ ბოროტი გმირი არავინაა, უბრალოდ შემთხვევითობა, რომელიც მათ აუბედურებთ
გოგონას მენტორი მოჩვენება მახინჯ სახეს მალავს მგონი, ასე მახსოვს
ასე არ შეიძლება, კიდევ უნდა ვუყურო, ის კი მახსოვს რომ ეს სულიც მოწყენილია
წყალში მიმავალი მატარებელი, ღმერთიუსს!!
სასოწარკვეთილება სუფევს, გოგონა იბრძვის და იღწვის
მთავარი პრობლემა წინაა, მას არ ეშინია სიკვდილის, მაგრამ მეშინია სხვების სიკვდილის
დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს ახლო ადამიანებზე რომ კითხო, დაუფიქრებლად გიპასუხებს, რომ ურჩევნია ჯერ თავად მოკვდეს და მერე ისინი
კარგად ჩანს ამ ეპიზოდში ბავშვის მშობლებზე მიჯაჭვულობაც
და ბოლოს გაურკვევლობა, სიზმარი იყო ეს ყველაფერი თუ ცხადი? როგორ გავუმხილოთ მშობლებს?
როგორ დავსვათ კითხვა რომელიც შეიძლება სულელური აღმოჩნდეს
კვლავ დიდი პარალელი ცხოვრებასთან: ბავშვის მიერ ბევრი საკუთარ თავში დატოვებული კითხვა, გაურკვევლობა, რომელიც სულს ამძიმებს
ნამდვილად გამოადგებათ ეს ანიმე ბავშვებს, უფრო სწორად შეამზადებთ საშიში ცხოვრებისთვის, ასწავლის რომ გვირაბიდან გამოსვლა არ ნიშნავს უკეთესობისკენ სვლას, მითუმეტეს მის ბოლოში გასვლა
ამ ტემას განვავრცობ მერე კიდევ რადგან, მართალია გვირაბს ორი მხარე აქვს მაგრამ შესასვლელ-გამოსასვლელებს თუ დათვლი 4 გამოდის, გააჩნია საიდან საით იყურები
ასე რომ, და ვსტრეჩი