12 საათიანზე ვიყავი, ვინმე იყავით ჩემთან ერთად ?
მოკლედ ბრაცი
სანამ ფილმს შევაფასებ, ასეთ კომენტარს დავწერ
ვინც ამ ფილმს ღლეობას უწოდებს :
1) ნოლანის ჰეითერია და არ უნდა რომ აღიაროს
2) რაღაც-რაღაც დეტალები ვერ გაიგო და გადახარშვა უჭირს
3) Science fiction ჟანრი არ ევასება
4) 3 საათიან ფილმებზე იღლება
5) სეანსის დროს მესიჯობდა
6) ოცელოტია
სხვა შემთხვევაში შანსი არაა არ დაგევასოთ
გასცდა ეს კაცი ნოლანურ სტანდარტებს
ჯიბეში ჩაისვა ყველა Science fiction ფილმი, რაც კი მინახავს
ოდისეა ბაგა-ბაღში გაუშვა
ციმერის საუნდებს რაც შეეხება, არა მგონია დავჯდე და ნაუშნიკებში ვუსმინო, მარა ფილმის ყურების დროს მაგრად მოიტანა
იტოგში ნოლანმა იმენა დრამა რო გადაიღოს, ჰოლივუდის ნახევარ დრამებს არდადეგებზე გაუშვებს და ფილმის ნახვის შემდეგ მიხვდებით რატომაც (თუ ქვის გული არ გაქვთ რა თქმა უნდა)
ნოლანის საუკეთესო ფილმია უდავოდ
ქასთი - ფაქინ ფერფექთ