ბევრს არ დავწერ.
მაგრამ ჯერ ცუდით დავიწყოთ:
1) უკეთესი pacing უნდოდა ამ ფილმს და ვინც დაჭრა/გადააბა სცენები გასაშვებია სამსახურიდან სასწრაფოდ (მიუხედავად იმისა, რომ მაინც ფეხები მოჭამა ფილმს ამ არაპროფესიონალიზმმა), განსაკუთრებით პირველ აქტში, ცოტა არადამაჯერებლად სწრაფად განვითარდა მოვლენები... არ მჯერა რომ, 2:49 საათიან ფილმზე ვამბობ ამას, მაგრამ კიდევ ერთი ნახევარი საათი არ აწყენდა აქა-იქ რაღაცების ამოსავსებად

2) შეგეცი ნოლან: უცნაური შეგრძნებაა რომ აღფრთოვანდები რაღაცით და პარალელურად ნერვები გეშლება... გააააჩერეე ეს დედამოდღნული კიდე 4-5 წამით დიდხანს იმ ძალიან მაგარ კადრებზე, დიდის ამბით რომ გაიარე კონსულტაციები ნასას ფიზიკოსებთან, რეალისტურად რომ გაგეკეთებინა და ნუ აკვეტებ ამ არაფრისმომცემ გაოგნებულ სიფათებს ყოველ წამს.....

არ ეხერხება ამ კაცს ვიზუალის ეფექტიურად წარმოჩენა და იმასუქენი.....
3)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საკმაოდ ბევრი შეუცვლია იმ სცენარიდან.
და ყველაზე მეტად რაზეც დამწყდა გულიმ ისაა,რომ ამოიღო ჩემითვის საუკეთესო ნაწილი...
სად იყო ყინულის პლანეტაზე ყინულისქვეშეთში ჩასვლა, სადაც სრულიად ახალ სამყაროს აღმოაჩენენ; უცნაური ტყე, რომელიც ძალიან საინტერესო ფრაქტალური ორგანიზმების მიერ "აწყობილი" სხვადასვხა ფიგურები აღმოჩნდება... მერე ამ ორგანიზმების გაერთიანება და დაშლა ღამით ბრძოლისას და სიცოცხლის ციკლი..
სად იყო უზარმაზარი ჩინური ბაზის აღმოჩენა, სადაც უამრავი საინტერესო ტექნოლოგიური სიახლე იყო მიტოვებული პროტოტიპის დონეზე... და მერე გრავიტაციული მანიპულატორის აღმოჩენა..... მერე მოულოდნელი შეცდომა გამოთვლბში და კატასტროფა...დროის მსვლელობის განსხვავებული სისწრაფე და კუპერის სახე, იმის შემყურე, თუ როგორ მოძრაობს ყინულის პლანეტა შავი ხვრელის გარშემო რამდენიმე პერიოდით წამში, როგორ უახლოვდება ნელნელა ამ შავ ხვრელს და საბოლოოდ განადგურდება... მერე უსასრულო ვაკუუმში აღმოჩენა, სადაც სრული სიბნელე სიცარიელეა და სხვა განზომილებიდან "რაღაცებთან" შეხვედრა... მერე დაკარგული ტარსის და მასთან ერთად უზარმაზარი უძველესი კოსმოსური ბაზის აღმოჩენა, რომელიც სავსეა ახალი ტექნოლოგიებით... მერე დედამიწის ხელახალი ტერაფორმაცია იმ ფრაქტალური ორგანიზმებით...
მოკლედ ეჭვი არ მეპარება, რომ ჯონ ნოლანის ვერსია უკეთესი იქნებოდა (ჩემთვის, ყოველშემთხვევაში), მაგრამ რითიც შეცვალა ის უარესი მხოლოდ წინა დრაფტთან შედარებითაა, ისე ძალიან მაგარია. ვიტყოდი უფრო ამბიციურიც გამოვიდა ბოლო ნაწილი...
მაგრამ სპილბერგს რომ გადაიღეო იმ რაღაცებს არ ამოიღებდა

ეხლა დანარენი:
1) კინემატოგრაფია 8/10 ნახსნები მიზეზების გამო ;
2) ვიზუალი 10/10 (DAT docking scene....

);
3) სცენარი 10/10 ( მაგრამ

);
4) სქრინპლეი 9/10 (ის "სიყვარული აღგვამაღლებს" სცენა და რომილი რომ უხსნის კუპერს wormhole-ს მოქმედების პრინციპს ზედმეტი იყო და კიდევ პატარ-პატარა რაღაცები);
5) საუნდი 10/10 (ციმერმა გაიხსენა ძველი დრო);
6) აქტინგი 9/10 (მაგრამ ჰეთევეი რაღაც მომენტებში არ ვარგოდა);
მოკლედ, ერთერთი საუკეთესო ფილმია ბოლო კაი ხნის განმავლობაში და უდავოდ ერთერთი საუკეთესო თავის ჟანრში...
Flawed Masterpiece როგორც იტყვიან.
რომ დამთავრდა მთელ დარბაზს სახე ქონდა ახეული.
პ.ს. არ ვიცი რისი ბრალი იყო, მაგრამ რუსთაველში გამოსახულებას აშკარად აკლდა სიმკვეთრე.... აიმაქსით რომაა გადაღებული ალბათ მაგის....
პ.პ ს. ბევრი დავწერე მაინც
This post has been edited by Make_Believe on 17 Nov 2014, 15:33