მეც ვნახე.
ჩემი აზრით არ იყო გასაგიჯებელი ფილმი მაგრამ არც ნაგავი. ერთხელ საყურებლად ნორმალურია.
ჩემს აზრს სპოილერში ჩავსვავ მგონი ესეთი აკეთებენ სანამ ფილმს ყველა არ ნახავს ხომ?
თავიდან მეგონა რომ ოჯახის წევრი არ იქნებოდა მკვლელი, რატომღაც მეგონა ვიღაც მანიაკები ერთობოდნენ ოჯახის დაპანიკებით, როგორც ფილმ "სთრენჯერ"-ში, მერე გამიჩნდა ეჭვი რომ ოჯახის წევრია ვინმე, ტვინი ვიჭყლიტე თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. ყველაზე დავფიქრდი. ის წვერიანი შვილი ეგრევე გამოვრიცხე, იმიტომ არანაირ საბაბს არ იძლეოდა ეჭვის. მერე გამოჩნდა მკვლელი ერთერთი ძმა ნუ ეს ხომ გამიკვირდა მაგრამ ის საერთოდ პრიკოლი და გამოსაშტერებელი მომენტი იყო წვერიანი რომ მოკავშირე აღმოჩნდება ტელზე რო დაურეკავს. თან სპეციალურად რომ გააქრეს ეგ კაცი მაყრებელს მიავიწყეს ცოტახანი.არადა მაგ წვერიანს როგორ არ ვუტიალე და ვერაფერი ვერ მოვუძებნე საეჭვო. და ზუსტად ეგ აღმოჩნდა მკვლელი.
ამ ფილმის ღირსება ალბათ ეს მოულოდნელობებია რაც პერიოდულად ვლინდება.
კომედიას ვერ ვიტყვი მაგრამ ისეთი მომენტები იყო რომ მივხვდი კომედია რა პონტშიც ეწერა

ერთი შეკითხვა დამებადა მხოლოდ. რატომ დახოცეს მეზობლები დაქირვებულმა მკვლელებმა? რაში უშლიდნენ ხელს? თან შორს ცხოვრობდნენ. აი მაგ მომენტმა შემიყანა შეცდომაში და მაგიტომ გამოვრიცხე ოჯახური პონტი. ფილმის დასაწყისში ისე აღნიშნა გოგომ მდიდარი ხარო რომ ეგაც ხელჩასაჭიდი მომენტი იყო.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «