უსაქმურობას რა ვუთხარი, თორემ ესეთ თემა როგორ უნდა ვხსნიდე

გამოკითხვას შემდეგი მეთოდით გთავაზობთ.
1. იუზერი ადგენს ფილმების ტოპ 10-ს და პოსტავს თემაში;
2. ტოპ 10-ში პირველ ადგილზე ყველაზე მეტად მოწონებული ფილმი უნდა იყოს განთავსებული, ხოლო მეათე ადგილას, ათეულში ყველაზე ნაკლებად მოწონებული ფილმი;
3. ტოპ 10-ში უნა მოხდეს მხოლოდ სრულმეტრჟიანი მხატვრული ფილმები;
4. არაა შეზღუდვა ფილმის წლოვანებაში და ჯანრში;
5. ერთ იუზერს შეულძლია მხოლოდ ერთხელ მიიღოს გამოკითხვაში მონაწილეობა;
6. იუზერთა გაკეთებული პოსტების შემდეგ (გარკვეული რაოდენობის) დაითვლება რეიტინგი;
7. ტოპ 10-ში პირველ ადგილზე მდგომი ფილმი იღებს 10 ქლას, მეათე ადგილზე მდგომი ფილმი 1 ქულას;
8. რეიტინგს დაითვლის და პერიოდულად გამოაქვეყნებს თემის ავტორი (რეიტინგის წარმოება სხვა იუზერებსაც შეეძლება)
9. მას მერე რაც თემას აღარ ექნება განახლება შეიქმნება ფორუმის იუზერთა ფილმების ტოპ 10, მერე შეგვიძლია ამ ფილმებიდან ცალკე გამოკითვა გავაკეთოთ.
10. თხოვნაა, რომ ტოპ 10 რომელსაც დავდებთ, დავლინკოთ imdb-ზე თითეული ფილმი
11. იუზერს შეუძლია თითოეული ფილმის გასწვრივ გარკვეული კომენტარების გაკეთება.
12. ფილმს სათაურში უნდა ეწეროს გამოშვების წელი.
13. ტოპ 10-ში არ უნდა შევიდეს ანიმაციური, დოკუმენტური, სერიალები, მოკლემეტრაჟიანი, ფილმები.
14. ნებადართულია შავთეთრი და უხმო ფილმებიც, ასევე ქართულები, რუსულები, ინდური და სხვა.
15. ტოპ ათში ფილმის სახელი imdb-ზე მოცემული სათაურის მიხედვით დავასათაუროთ.
16. იმ შემთხვევაში, თუ იუზერი იკაიფებს და უაზრო ფილმების რეიტინგს დადებს, თემის ავტორს აქვს უფლება არ გაითვალისწინოს მოცემული რეიტინგი, რასაც სუბიექტურად გადაწყვიტავს.
17. არ შეიძლება ტოპ 10-ში 10ზე მეტი ფილმის ჩაწერა

.
18. არ შეიძლება ერთ პოზიციაზე ორი ან მეტი ფილმის ჩაწერა, "ვერ ავარჩიე"-ს მოტივით. თუნდაც ტოპ 10-ში მაინც 10 ფილმი დაგვრჩეს.
აი მაგალითი: რა ფორმატში უნდა დავწეროთ ჩვენი ტოპ 10 (ეს მხოლოდ და მხოლოდ მაგალითია):
1.
The Scrapper (1956) - 10 ქულა - ვგიჯდები ვაზა რომ ვარდება და ბედნიერების ნიშნად ტყდება.
2.
Batman & Robin (1997) - 9 ქულა -
3.
Zorro (I) (1975) - 8 ქულა -
4.
Ivan Vasilievich: Back to the Future (1973) - 7 ქულა
5.
Crocodile Dundee (1986) - 6 ქულა
6.
Disco Dancer (1982) - 5 ქულა
7.
The Way of the Dragon (1972) - 4 ქულა
8.
Sikvaruli kvelas unda (1980) -3 ქულა
9.
King Kong (1976) - 2 ქულა
10.
Police Academy (1984) - 1 ქულა
იმედია მაგალითის სახით მოცემული ტოპ-10 კაიფის ხასიათზე არ დააყენებს იუზერებს, მოცემული ფილმები იმიტომ არის ესეთი თანმიმდევრობით რომ მან არ იქონიოს გავლენა იუზერების მახსოვრობაზე, ამიტომ ცოტა სასცილო 10-ული გამოვიდა.
This post has been edited by alikantura on 7 Mar 2014, 12:49