ფილმიც ხომ კარგია და ამის წიგნი არის უთესლესი

"იცით რა, „კილოვატ-საათი ერთ მარსულ დღეში” სათქმელად ძაან ტვინის ტყვნაა. ახალი სამეცნიერო ერთეულის სახელი უნდა გამოვიგონო. ერთი კილოვატ-საათი ერთ მარსულ დღეში არის... შეიძლება ნებისმიერი რამე იყოს... აამ.. გადავწყვიტე, „მეკობრე-ნინძას“ დავარქმევ."
"წყლის აღმდგენის შესახებ ჩემი და NASA-ს საუბარი მოსაწყენი და ტექნიკური დეტალებით სავსე იყო, ასე რომ, მოკლე შინაარს მოგიყვებით:
მე: აშკარად სადღაცაა დაცობილი. იქნებ დავშალო და შიდა მილები შევამოწმო?
NASA: (5 საათიანი ფიქრის შემდეგ) არა. ყველაფერს გააფუჭებ და მოკვდები.
ასე რომ, წყლის აღმდგენი დავშალე.
...
NASA-ს ვუთხარი, რაც გავაკეთე. ჩვენი საუბარი (შემოკლებული ვარიანტი) ასეთი იყო:
მე: დავშალე, პრობლემა აღმოვაჩინე და შევაკეთე.
NASA: ###ო."
"აქ თითქმის ვაკუუმია. როგორც კი მზე მიიმალება, წყვდიადში ვრჩები. ფობოსი ცოტა მთვარის შუქს კი მაძლევს, მაგრამ მუშაობისთვის საკმარისი არაა. დეიმოსი ისეთი პატარა და საცოდავია, რომ არავის არაფერში არგია."
"[08:31] JPL: ... სხვათა შორის, შენ რა ზონდსაც გიგზავნით, „ირისი“ ჰქვია. ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთის მიხედვით მოვნათლეთ – ზეციურ სამყოფელში ქარის სისწრაფით დაქროდა. ცისარტყელების ქალღმერთადაც მიაჩნდათ.
[08:47] უოტნი: ჩემ სახსნელად გეი ზონდი მოიჩქარის. ყველაფერი გასაგებია."
"ჩემს განკარგულებაში ექვსი ცალი ლეპტოპია. უფრო სწორად, იყო. ახლა ხუთი მაქვს. მეგონა ლეპტოპს გარეთ მუშობა არ გაუჭირდებოდა...
მყისიერად მოკვდა. ეკრანი ჯერ კიდევ ჰაერჩამკეტიდან გასვლამდე გაშავდა. აღმოჩნდა, რომ LCD-ში L თხევადს ნიშნავს. ალბათ ან გაიყინა, ან გადადუღდა. შეიძლება, მომხმარებლის რევიუ დავწერო. „ნაწარმი მარსის ზედაპირზე გამოვიტანე. გაფუჭდა. 0 ქულა 10-დან.“
"[12:04] JPL: ... კიდევ მცირეოდენ დამატებით დროს მოგვცემს, რომ სამარაგე ზონდები გავამზადოთ. გარდა ამისა, გთხოვ, სიტყვები შეარჩიო. რასაც კლავიატურაზე კრეფ, მთელ მსოფლიოში პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
[12:15] უოტნი: შეხედეთ! როგორი ძუძუებია?! -> (.Y.) "
"სხვა ამბები – ვენკატ კაპურისგან ელფოსტა მივიღე:
მარკ, პასუხები შენს ზოგ კითხვაზე:
არა, ბოტანიკოსების ჯგუფს არ გადავცემთ, რომ გააჯვან. მესმის, რომ საკმაოდ დიდხანს მარტო მუშაობდი, მაგრამ ახლა საქმეში ჩავებით და კარგი იქნება, თუ ჩვენს სათქმელსაც მოისმენ ხოლმე.
...
მონაცემთა გადაცემის სიჩქარე მუსიკის ფაილების გადმოცემისთვის საკმარისად სწრაფი არ არის, შეკუმშულ ფორმატშიც კი. ამგვარად, შენი მოთხოვნა „რაიმე, გეხვეწებით, რაიმე, ოღონდ დისკო არა”, უარყოფილია. ისევ Boogie Fever-ით დატკბი."
This post has been edited by nick_el_son on 16 Oct 2021, 01:15